ჩვენს "უსაფრთხოების" სექციაში განვიხილავთ კიბერუსაფრთხოების საკითხებს, რისკებსა და დამცავ ტექნოლოგიებს კრიპტოვალუტის და ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. აქ იპოვით ინფორმაციას ჰაკერული თავდასხმების, თაღლითური სქემების, საფულის უსაფრთხოებისა და ციფრული აქტივების დაცვის საუკეთესო პრაქტიკების შესახებ. წაიკითხეთ ForkNews-ის "უსაფრთხოების" სექცია, რომ გაიგოთ, როგორ დაიცვათ თქვენი კრიპტო ფონდები.
არიზონას შტატში კრიპტოვალუტური თაღლით-ტრეიდერი წლინახევრით დააპატიმრეს. ილინოისის შტატის პროკურატურა ავრცელებს, რომ, არიზონას შტატში, ქალაქ ფენიქსში მცხოვრები 24 წლის ჯოზეფ კიმს, კრიპტოვალუტასთან თაღლითობის ბრალდებით, 15 თვიანი პატიმრობა მიესაჯა. კერძოდ, მან Bitcoin-ის და Litecoin-ის 600 000 დოლარის ექვივალენტი ყოფილ დამსაქმებელსა და 540 000 დოლარი საკუთარ ნაცნობებს მონეტების სახით მოპარა.
თქვენ უკვე იცით როგორ ხვდებიან ინტერნეტ-რესურსების გვერდებზე javascript-მაინერები. ახლა კი გავერკვიოთ თუ როგორ გავიგოთ ჩვენს მიერ გახსნილი ჩანართებიდან, კონკრეტულად რომელი იყენებს ჩვენს რესურსებს კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის.
გასულ კვირას კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის ლუკას სტეფანენკოს მიერ გასაჯაროვებულმა ვიდეომ, გამოააშკარავა Google Play-ზე არსებული ვირუსული აპლიკაცია, რომელიც ჩვეულებრივ საბანკო და კრიპტოვალუტურ აპლიკაციების მოხმარებლის მონაცემებს იპარავს.
კიბერუსაფრთხოების სფეროში მოღვაწე კომპანიის Positive Technologies სპეციალისტებმა, ტრეიდინგის უზრუნველსაყოფად გამოყენებული მობილური აპლიკაციების უსაფრთხოების კვლევა ჩაატარეს. კვლევის შედეგები არასანუგეშო აღმოჩნდა.
კრიპტოვალუტების უკან მგდომ ტექნოლოგიებს სავსებით შეუძლიათ, მსოფლიო ფინასური სისტემა შეცვალონ, შუამავლების (ბანკების) ლიკვიდაციამოახდინონ, ამ შუამავლების მიერ აღებული საკომისიო მოსაკრებელი შეამცირონ და ფინანსური ტრანზაქციები გაამარტივონ. თუმცა ყველა ამ უპირატესობის მიუხედავად, კრიპტოვალუტური ჰაკერული თავდასხმები რეალურ საფრთხედ რჩება, რომელზეც თვალის დახუჭვა არ შეიძლება.
კანადურმა კრიპტობირჟა MapleChange-მ ტვიტერში ჰაკერების მხრიდან გატეხვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და ოფლაინში გავიდა. უსახსრობის გამო მომხმარებლებს ზარალი არ აუნაზღაურდება და ამიტომ პლატფორმამ მოღვაწეობა მთლიანად შეწყვიტა .
ICO - Initial Coin Offering - რა იმალება ამ საკმაოდ ცნობილი უცხოური აბრევეატურის უკან? რატომ არ მცირდება ბლოკჩეინ-სტარტაპებში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა თუ მათი 90 % ლამაზად შეფუთული თაღლითური სქემებია.
ორგანიზაციამ, რომელიც კანადის მკვიდრ ტომებს წარმოადგენს, გამოსასყიდის სახით ჰაკერს 20 000 აშშ დოლარის ღირებულების bitcoin გადაუხადა, რათა მის მიერ ორგანიზაციის კუთვნილი დაშიფრული ფაილებისადმი წვდომა დაებრუნებინა.
შემოგვიერთდით