გუშინდელი გვერდული ტრენდი დღეს შეიძლება დამთავრდეს და ბაზარი დაკლებას გააგრძელებს.
2017 წელს ბიტკოინი 100% მაღალ ფასში ვაჭრობდა და ბევრი ინვესტორი და ინსტიტუცინალური ფირმა ახალ ციფრულ ოქროში დიდ სახსრებს დებდა. ახლა კი, ბიტკოინმა თავის ღირებულების 80%-ზე მეტი დაკარგა, რის შედეგადაც ბევრი ჰეჯ-ფონდი, რომელსაც თანხები ბიტკოინში ჰქონდა ჩადებული - დაიხურა ან იხურება.
წინა დღეებში, აშშ-ს კომპანიამ ბანკროტად გამოაცხადა თავი და აღიარა ვალების გადახდის შეუძლებობა. სასამართლო დოკუმენტაციის თანახმად კომპანია Giga Watt-ის აქტივები 50 ათას დოლარად ფასდება, ვალი კი დაახლოებით 50 მილიონ დოლარამდეა, გარდა ამისა კომპანიას 50-ზე მეტი კრედიტორი ჰყავს, რომლებიც ვალების დაბრუნებას ელოდებიან
Coinbas-ი აგრძელებს ინვესტორების სახსრების დაკავებას, რადგან BCH-ის ქსელის დასტაბილურებას ელოდება, თუმცა ფასები თავიანთ პიკირებას აგრძელებენ და ტრეიდერებს აზარალებენ.
როგორც ჩანს დათვებმა გუშინ შეისვენეს. ბაზრის კრიზისი შევიწროებად კონსოლიდაციაში შეჩერდა.
„სჯობს, თქვენი წარმატება ლას-ვეგასში გამოსცადოთ. იქ საჭმელიც უკეთესია“ - თქვა კრიპტოვალუტის კრიტიკოსმა ჯეფრი რობინსონმა, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ ციფრული აქტივები ინვესტიციები არ არის და ვალუტას არ წარმოადგენს. მიმდინარე კვირაში რამდენიმე ადამიანმა, რომელმაც დოლარები ბიტკოინში დააბანდა, საკუთარი გადაწყვეტილების გამო ინანა, ვინაიდან ციფრული ტოკენის ფასი $5000 ნიშნულს ქვემოთ დაეცა.
აშშ-ს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე 17-18 იანვარს დაგეგმილ სამიტზე niTron ჯასტინ სანს და თანამეგობრობის სხვა წევრებს შეუერთდება. კობი ბრაიანტი ანუ „შავი მამბა“ როგორც მას ხშირად ეძახიან, სან-ფანცისკოში ჩავა რათა მოაგვაროს გარკვეული საკითხები და ჩაატაროს დემონსტრაცია, რომელსაც ჯასტინ სანი სამეწარმეო შესაძლებლობებს უწოდებს.
Trezor-ის სააპარატო საფულეს მწარმოებელი გვაფრთხილებს, რომ მისი ერთ-ერთი მოდელი - Trezor One, კლონირებულია და იგი მეორად ბაზარზე გადაიყიდა. იმიტაციის მწარმოებელი, რომელიც ორიგინალს ძალიან ჰგავს, კომპანიისთვის უცნობია.
შემოგვიერთდით