მოსაზრება: კრიპტოვალუტები «დიდი სულელის» თეორიას ადასტურებს

მოსაზრება: კრიპტოვალუტები «დიდი სულელის» თეორიას ადასტურებს

„სჯობს, თქვენი წარმატება ლას-ვეგასში გამოსცადოთ. იქ საჭმელიც უკეთესია“ - თქვა კრიპტოვალუტის კრიტიკოსმა ჯეფრი რობინსონმა, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ ციფრული აქტივები ინვესტიციები არ არის და ვალუტას არ წარმოადგენს. მიმდინარე კვირაში რამდენიმე ადამიანმა, რომელმაც დოლარები ბიტკოინში დააბანდა, საკუთარი გადაწყვეტილების გამო ინანა, ვინაიდან ციფრული ტოკენის ფასი $5000 ნიშნულს ქვემოთ დაეცა.

ბევრი ადამიანი ციფრულ ვალუტას მსუბუქ აზარტულ თამაშად განიხილავს.

თუმცა საბაზრო ურთიერთობების ეპოქაში ფაქტი ისაა, რომ ვეგასში ფულის წაგებით თქვენ ადგილობრივ ეკონომიკას ეხმარებით, კრიპტოვალუტის მსგავს სპეკულაციურ ინვესტიციებზე, აქციებსა თუ ნავთობზე ფულის დაკარგვით თქვენ მათ უბრალოდ კარგავთ.

არხ CNBC-ზე გამოსვლის დროს წიგნის “BitCon: The Naked Truth About Bitcoin” („შიშველი ფაქტები ბიტკოინის შესახებ“) ავტორმა, რობინსონმა განაცხადა, რომ ბიტკოინით დაინტერესებულმა ნებისმიერმა ადამიანმა „დიდი სულელის თეორია“ უნდა დაგუგლოს, ვინაიდან, მისი სიტყვებით, „კრიპტოვალუტები ამ თეორიის ნათელი მაგალითია“.

დიდი სულელის თეორია - ეს კონცეფციაა, რომელიც ამტკიცებს, რომ თქვენ აქტივის ყიდვა შეგიძლიათ, მიუხედავად იმისა, რომ იცით, რომ მისი ფასი გადაჭარბებულია, თუკი დარწმუნებული ხართ, რომ ვინმეს იპოვით, ვინც მას კიდევ უფრო ძვირად შეიძენს. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, თუკი თქვენ სულელს იმაზე ადრე იპოვით, ვიდრე აქტივის ფასი დაეცემა. ეს კონცეფცია კრიპტოვალუტებით არავითარ შემთხვევაში არ შემოიფარგლება.

მაგალითად, ბევრი ამტკიცებს, რომ ბიტკოინის ფასი გაბერილია.

აქციების შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ Apple-ის პროდუქტებზე მოთხოვნის კლებამ და გაჯეტებით საცალო ვაჭრობის არადამაკმაყოფილებელმა შედეგებმა მათი ფასის შემცირება გამოიწვია.

ნავთობის შემთხვევაში, გადაჭარბებული მარაგები ერთ-ერთი მიზეზია, რომლის გამო მისი ფასი ამა წლის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ვარდება.

მაგრამ ბიტკოინის შემოთავაზება რაოდენობაში შეზღუდულია, შესაბამისად მისი ფასის ვარდნა ჭარბობის სიბრტყეში არ დევს. მისი მიმდინარე ფასდაკლება უღირს ფასად უფრო იმას ჰგავს, რომ ვიღაც საქონლის ბითუმად ყიდვისთვის ემზადება.

თუმცა ის ფაქტი, რომ ვარდნა ამ ბაზრებზე ერთდროულად ხდება, შეიძლება ცუდი ნიშანი იყოს. ერთ სექტორში არასტაბილური სიტუაცია შეიძლება სხვა დარგებში ტრეიდერებისთვის სიგნალი აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი და ეკონომიკა ორი განსხვავებული რამ არის, გლობალური აქტივების ფართომასშტაბიან დანაკარგს შეიძლება ძლიერი ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს.

მოცემულ მომენტში ბევრი საბაზრო ანალიტიკოსი „სასიკვდილო კვეთის“ ფენომენზე საუბრობს, რომელიც ამჟამად ნავთობის ბაზრების, ტექნოლოგიური აქციებისა და... ბიტკოინის ბაზრის მიმართ გამოიყენება.

„სასიკვდილო კვეთა“ (Death Cross) მსოფლიო ბაზრის ქვედა მიმართულებით გრძელვადიანი შემობრუნების სიგნალია, რომელიც მოკლევადიან (სწრაფ) მოლივლივე ხაზის გრძელვადიან (ნელ) ხაზთან სათანადო კვეთას შეესაბამება - ზემოდან ქვემოთ.

მიუხედავად იმისა, რომ სასიკვდილო კვეთა 1929-ში, 1947-სა და ასევე в 2008-ში დათვური რბოლის დროს ჩნდებოდა, ეს სიგნალი განაჩენი არ არის, ვინაიდან მის შემდეგ ბაზრების აღდგენა შეიმჩნეობდა

ვებ-გვერდ Investopedia-ს მიხედვით:

მცირე კორექციისთვის 20%-ზე ნაკლები „სასიკვდილო კვეთის დროებითმა გამოჩენამ“ შესაძლოა უკვე არსებული ზარალი ასახოს, ამგვარად ყიდვისთვის არსებულ შესაძლებლობებზე მითითებით. 

მასალების მიხედვით cbc.ca

ასევე წაიკითხეთ

39592018-12-21

ჩანპენ ჩჟაო: არ ვარ დარწმუნებული, რომ კრიპტოკორექციის ფაზა დასრულდა

Binance-ს გენერალურმა დირექტორმა, ჩანპენ ჩჟაომ ეჭვი კრიპტოკორექციის დასრულების შესახებ გამოთქვა. Bloomberg-თან საუბარში მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა ეს სპეკულანტების სივრცეა, და მისმა ვოლანტილობამ გაკვირვება არავისში არ უნდა გამოიწვიოს.

მოსაზრება, პიროვნებები
28502018-11-20

ხარული რბოლა გაუქმდა

კრიპტოვალუტებს შორის უმსხვილესმა ბიტკოინმა ღირებულების ყველაზე დაბალი ვარდნა აჩვენა. Bitcoin Cash (BCH), Ethereum (ETH), Ripple (XRP), Stellar (XLM), Litecoin (LTC), EOS და სხვა აქტივებმა 7%-დან 15%-მდე დაკარგეს.

მოსაზრება

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან მოსაზრება

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64342018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43192018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33702018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33542018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32782018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain