კომპანიის გენერალური დირექტორი, რომელიც ბიუიტიდან (მონტანა) დასავლეთით დატა ცენტრის მშენებლობას აპირებს, ბიტკოინის ფასის ვარდნასთან დაკავშირებით, რომლის ფასიც $3200-მდე დაეცა, სულაც არ ღელავს. სინამდვილეში, Power BLock Coin LCC თანადამფუძნებელი აარონ ტილტონი თვლის, რომ ფასის ვარდნა ზოგიერთ მაინერს აწყობს კიდევაც.
ტილტონი ამბობს, რომ ბიტკოინის ფასის კლებასთან ერთად, მაინინგისთვის საჭირო მოწყობილობის ფასიც კლებულობს. მოთხოვნის შემცირება ბაზრის სტაგნაციას იწვევს, რაც ინვესტირებისთვის შესანიშნავ შანსს აძლევს მათ, ვინც კრიპტოვალუტურ სფეროში დიდ ხანს აპირებს ყოფნას.
კომპანიამ ბიუიტის მახლობლად მშენებლობის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ თებერვალში გააკეთა და იმ მომენტში კომპანიის ხელმძღვანელობა Montana Connections-ში 36 თვის მანძილზე $251 მილიონის ინვესტირებაზე საუბრობდა, მათ შორის, $8 მილიონი ელექტროენერგიის მოსაწოდებლად ინფრასტრუქტურის და ქვესადგურის მოსაწყობად. საწარმო, რომლის სიმძლავრე 135 მეგავატი იქნება, 70-დან 200-მდე რიგისგან შედგება. მათი ზომები მსხვილი საწყობებიდან მცირე ზომის სატრანსპორტო კონტეინერებამდე იმერყევებს.
კომპანია პროექტის გაშვებას ზაფხულში გეგმავს და, თავდაპირველად, 15 თანამშრომელს აიყვანენ. კომპანიის წარმომადგენლები აგრეთვე აცხადებენ, რომ გეგმაში მსგავსი დატა ცენტრების მქონე კიდე რამოდენიმე დაწესებულების გახსნა, ხოლო მათ მშენებლობას ისინი 2019 წლის პირველ კვარტალში გეგმავენ.
როდესაც ტილტონს ჰკითხეს, იქონიებს თუ არა ბიტკოინის ფასის ვარდნა Montana Connections-ს არსებობაზე ზეგავლენას, მან უპასუხა, რომ ბიტკოინის ფასი მას ნაკლებად აღელვებს. ამის მიზეზი ის არის, რომ Power Block Coin-ი კრიპტოვალუტის მაინინგით პირდაპირ არ იქნება დაკავებული. კომპანია მომსახურეობას გაყიდის და თავის კლიენტებს ადგილს, ინფრასტრუქტურას და სამაინინგო ოპერაციებისთვის სიმძლავრეს შესთავაზებს.
Dekrypt Capital-ის მკვლევარმა და მმართველმა პარტნიორმა ჰოვარდ ვუმ განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი მაინერების ბაზარზე ზეგავლენას ნამდვილად იქონიებს:
მაინინგი - ბიტკოინის ფუნდამენტალური ნაწილია. ბიტკოინის გრძელვადიანი მომხრეებისთვის ფასი, არც თუ ისეთი მნიშვნელოვანია. თუ ფასი მიმდინარე დონეზე შენარჩუნდება, ჩემი ვარაუდით, მაინინგისთვის აუცილებელი მოწყობილობის მომწოდებლები ფასს დაწევენ, რათა ბაზრის მოთხოვნა დააკმაყოფილონ.
მასალების მიხედვით mtstandard.com
ასევე წაიკითხეთ
Monero-ს 90% უკვე მოპოვებულია. ეს რას ნიშნავს?
2022 წლის 31 მაისისთვის Monero-ს მიმოქცევაში 18.4 XMR-ი ექნება. პროექტმა მაინინგით ამ თანხის 90%-ზე მეტი მოიპოვა.
მაინინგი გლობალურ დათბობაზე იმოქმედებს
სამეცნიერო ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბიტკოინს საკრედიტო ბარათების მსგავსი ჩქარი ტემპით მიღების შემთხვევაში, 2033 წლისთვის გლობალური ტემპერატურა 2 გრადუსით აიწევს