როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.
მოწინააღმდეგეები, რომლებიც ბიტკოინის სკეპტიკურად უყურებენ, მას „საპნის ბუშტად“, „პირამიდად“ და ამ ყველაფერთან ერთად „ჰოლანდიურ ტიტებადაც“ მოიხსენიებენ.
თავად ტერმინი „ჰოლანდიური ტიტები“ - აღწერს ეკონომიკურ ეფექტს, როდესაც უკვე ფორმირებულ ბაზარზე, დიდი რაოდენობით არაპროფესიონალი მონაწილე იწყებს შესვლას, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში თავად საქონელზეც არ აქვთ ნორმალური წარმოდგენა. როგორც წესი ასეთი ვითომ მეწარმეების მთავარი მიზანი, სპეკულაციების გზით უმოკლეს დროში დიდი მოგების ნახვაში მდგომარეობს.
მოკლე ისტორიული ექსკურსი
ტერმინი ჰოლანდიური ტიტები“ ჰოლანდიაში 1636-1637 წლებში მიმდინარე მოვლენების შემდეგ გაჩნდა. ბოლქვოვან მცენარეთა მოყვარულებში განსაკუთრებული პოპულარობით ხასხასა და ჭრელი ფერების ტიტები სარგებლობდნენ.
ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ყვავილის ფურცლების სიჭრელეს მცენარის სხვადასხვა დაავადებები განაპირობებდნენ. ეს ბუნებრივი მოვლენა იყო და ხელოვნური სელექციის გზით ანალოგიური ეფექტის მიღება ყოვლად შეუძლებელია. ასეთი ყვავილები მხოლოდ და მხოლოდ ვეგეტატიური გზით მრავლდებოდნენ. ჭრელფურცლოვანი ყვავილების თესლი გამოყენება, ჩვეულებრივ შთამომავლობას იძლეოდა.
იშვიათობის გამო, 1620 წლისთვის თვითოეული ასეთი ტიტის ფასმა რამდენიმე ათას გულდენს გადააჭარბა. დიდი ღირებულების გამო, მყიდველთა რიცხვი მხოლოდ შეძლებულ ადამიანდა წრით შემოიფარგლებოდა.
დღევანდელი გადმოსახედიდან ძნელია იმის თქმა, თუ რა ფაქტორმა გამოიწვია აჟიოტაჟი. მაგრამ 1636 წლის ზაფხულში ძვირადღირებული ყვავილებით ვაჭრობის საქმეში სპეკულანტები ჩაერივნენ და ჩვეულებრივ ფასიან ყვავილებზე მოთხოვნა ხელოვნურად გაზარდეს. შედეგად ერთი წლის თავზა ყვავილებით ვაჭრობის ბაზარი სრულად ჩამოიშალა.
რა კავშირშია ყვავილები და კრიპტოვალუტა?
ბიტკოინის და ზოგადად კრიპტოვალუტის ჰაიტერები ჰოლანდიაში 400 წლის წინ მიმდინარე მოვლენებს და კრიპტოვალუტის დღევანდელ ბაზარს შორის პარალელს ხშირად ავლებენ. გარკვეულ წილად, ერთი შეხედვით მსგავსება მართლაც არსებობს. მაგალითად - ბაზარზე დიდი რაოდენობით მოუმზადებელი ტრეიდების და ხალხის გამოჩენა, რომლებიც კრიპტოინდუსტრიისგან რბილად, რომ ვთქვათ შორს არიან. რიგ შემთხვევაში აჟიოტაჟის შემჩნევაც შეიძლებოდა - ბიტკოინის სპონტანური ზრდის რამდენიმე შემთხვევა შეიძლება გავიხსენოთ.
მაგრამ სახეზეა რადიკალური სხვაობებიც. ჰოლანდიური ტიტების ამბავს თუ ყურადღებით დავაკვირდებით შევამჩნევთ, რომ ბაზრის ჩამოშლის მიზეზი ფართოდ გავრცლელებული, ჩვეულებრივი ჯიშს ტიტების ღირებულების იშვიათ - ჭრელ ფურცლებიან ტიტებთან გათანაბრება იყო, რომელთა მკვეთრი რიცხობრივი ზრდა ბაზარზე ფიზიკურად შეუძლებელი იყო. მარტივად, რომ ვთქვათ არ შეიძლება სპილენძის ოქროს ფასად გაყიდვა. ჩვეულებრივ და იშვიათ ყვავილებს შორის განსხვავების დანახვის შეუძლებლობა, სწრაფად გამდიდრების მსურველები დაღუპა.
მთავარი ფაქტორი, რომელიც ბიტკოინს ჰოლანდიური ტიტებისგან და სხვა ნებისმიერი საქონლისგან განასხვავებს - ეს შემოთავაზების მკვეთრი და უეცარი ზრდის შეუძლებლობაა. მაინინგის პროცესის განსაზღვრა მათემატიკურად შეიძლება, საერთო ემისია კი ცნობილი და წინასწარ შეთანხმებულია.
მიუხედავად ყველაფრისა, კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზარი არც ისე უღრუბლოა და მომავალი შესაძლო კრიზისებისგან დაზღვეული არავინაა. თუმცა ბიტკოინის გაიგივება „ჰოლანდიურ ტიტებთან“ არაკორექტულია.
„საპნის ბუშტის“ შემთხვევაში ვითარება ცოტათი სხვანაირია... მაგრამ ამის შესახებ ჩვენ შემდგომ სტატიაში ვისაუბრებთ.
ასევე წაიკითხეთ
მხოლოდ სატოში ნაკომოტოს აქვს ბულგარეთზე მეტი ბიტკოინი
ყველა ფიქრობს, რომ სატოში ნაკომოტოს ბევრი ბიტკოინი აქვს, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ისინი ძალიან ბევრი შეიძლება ბულგარეთის მთავრობასაც ჰქონდეს
Coinbase-ს გენერალური დირექტორი სიმდიდრით დაღალა
კრიპტოვალუტის მომავალი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის და მიუხედავად, ერთ-ერთმა ყველაზე ადრეულმა კრიპტოვალუტურმა ინვესტორმა საკმაოდ ბევრი ფული გამოიმუშავა, რათა თვითაღიარებულ ფილანტროპების ულტრა მდიდარ ლიგას - უორენ ბაფეტს, ბილ გეიტსა და ილონ მასკს შეუერთდეს.