მიმდინარე სავაჭრო კვირეული სწორედ დაიწყო. ალტკოინების ბაზარმა გვერდულა დიაპაზონში განაგრძო კონსოლიდაცია. მონაწილეების დაბალი აქტიურობა გვერდულის გაგრძელებას ხელს შეუწყობს
BCH/USD

BItcoin Cash-ის ასი უკვე ცამეტი დღეა ყვითელ დერეფანში კონსოლიდაციას აგრძელებს, როგორც ჩანს დღესაც გვერდული გაგრძელდება, ხოლო ყვითელ კორიდორში კონსოლიდაციის დიაპაზონი შევიწროვდება
EOS/USD

EOS გვერდულ დიაპაზონს მწვანე სამკუთხედის ჩარჩოში ავიწროვებს. დღეს მოსალოდნელია, რომ ფასი სამკუთხედის ქვედა საზღვარს გადასცდება და ლოკალური მინიმუმის შემდეგ საშუალო სრიალა EMA55-ს შეამოწმებს, რომელიც ფიბონაჩის ნულოვანი დონის ოდნავ ზემოთ იმყოფება. წყვილის ხუთდოლარიან დონემდე დაკლებაზე სააუბარი ჯერ ნაადრევია, ვინაიდან ეს ბაზრის გააქტიურებას და ვაჭრობის მოცულობის გაზრდას მოითხოვს.
XLM/USD

უქმეების განმავლობაში Stellar Lumen-მა იასამნისფერ დერეფნის მაღლა შეძლო გამყარება. თუმცა, ამაღლების ტენდენცია, რომელმაც 0.209USD დონეზე აიღო სტარტი, უკვე იწურება და დღეს წყვილი იასამნისფერ გვერდულ დიაპაზონს შეიძლება ისევ დაუბრუნდეს
LTC/USD

Litecoin-ის ფასი გვერდულ დიაპაზონში კონსოლიდაციას აგრძელებს, 53.44USD-ს წინააღმდეგობის ქვეშ. დღეს მინიმუმის შემდეგ 51.50USD-ს მიდამოში წყვილი 53.44USD-ს დონემდე გაიზრდება, მაგრამ ამპლიტუდის შევიწროვების გამო ნაკლებად სავარაუდოა მისი შემოწმება შეძლოს.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 19.12.2018-სთვის
ღამის ხარული იმპულსი შეიძლება ღრმა უკუსვლით დამთავრდეს. შესაძლებელია თუ არა ზრდის გაგრძელება ამგვარი დაღმასვლის შემდეგ?
EOS-ის, Stellar Lumen-ის, Litecoin-ის и Bitcoin Cash-ის ანალიზი 18.12.2018-სთვის
გუშინდელი მაქსიმუმიდან გაგორება ალტკოინების ფასს მხარდაჭერის უახლოეს დონეზე დააბრუნებს.

