BCH-ის ქსელში მოახლოვებულმა ჰარდფორკმა ზეგავლენა იქონია არა მხოლოდ Bitcoin Cash-ზე, არამედ დანარჩენი ალტკოინების ფასის სტიმულირებაც გამოიწვია. დაქვეითებისა და მოკლე კონსოლიდაციის შემდეგ შეიძლება ზრდა გაგრძელდეს.
BCH/USD
გასულ პარასკევს, ყვითელი დერეფნის ქვედა საზღვრის გარღვევის მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. 500.00USD-ს ფსიქოლოგიურმა დონემ ვერ შეაჩერა Bitcoin Cash-ის ზრდა და ფორკის მოლოდინში წყვილმა ფასის მომატება განაგრძო, ვიდრე ზრდამ თითქმის 40% არ შეადგინა. მაქსიმუმის 587.26USD-წერტილში დამყარების შემდეგ, BCH-ს ფასი 540.00USD-ს მიდამოში ჩამოქვეითდა. დღეისთვის ფასის კონსოლიდაცია საკმაოდ განიერ დიაპაზონში იქნება, 540.00USD მხარდაჭერასა და 577.00USD-ს წინააღმდეგობას შორის.
EOS/USD
უქმეებზე EOS-ის ფასი საშუალო ფასების სივრცეში, 5.400USD აღდგა და გუშინ საღამოს განაგრძო ფიბონაჩის ნულოვანი დონისკენ 5.509USD ზრდა. მაქსიმუმის 5.620USD-ს წერტილში დამყარების შემდეგ, წყვილი 5.450USD-ზე ჩამოქვეითდა, სადაც ფასი იწყებს კონსოლიდაციას და თანდათანობით დიაპაზონს შეავიწროვებს.
XLM/USD
ორ ნოემბერს, Stellar Lumen-ის ფასმა იასამნისფერი დერეფნის ზედა საზღვრის გადალახვა შეძლო და 0.238USD დონის წინააღმდეგობასთან გამყარდა. ამ დონეზე კონსოლიდაციის შემდეგ, ოთხ ნოემბერს, 0.251USD წერტილში მაქსიმუმი დაამყარა. დღეს, XLM-ს ფასი ისევ მოკლევადიან კონსოლიდაციის სივრცეში 0.238USD-ს დონეზე ჩამოქვეითდა.
LTC/USD
პარასკევს, გადამყიდველობის სივრციდან, სტოჰასტიკმა გადაინაცვლა ნეიტრალური ზონის საზღვართან და გამოსახულება შეცვალა დაკლებიდან ზრდის მიმართულებით. Litecoin-ის ზრდის პოტენციალი ბოლომდე არ ამოწურულა, როდესაც მან საკვანძო 53.44USD-ს წინააღმდეგობა დაძლია. მაქსიმუმის შემდეგ LTC-ს ფასმა 55.88USD-ს წერტილში დაღმასვლა დაიწყო, მაგრამ დღეს ფასი ამ დონეს გაარღვევს და მხარდაჭერას შეხვდება 23.6% ფიბოსთან (52.35USD), სადაც გვერდულში დაყოვნებას შეეცდება.
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen და Litecoin ანალიზი 28.12.2018
ფასების დაკლებამ ჯერ მხარდაჭერის მიზნობრივ დონეებს ვერ მიაღწია და ხანმოკლე აღდგენის შემდეგ შესაძლებელია გაგრძელდეს.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 26.11.2018-სთვის
გასული შაბათ-კვირა წყნარი არ ყოფილა. კვირას ბაზარს ახალი შემცირების ტალღა ელოდა, რის შემდეგაც ფასები ოდნავ აღდგა. გაგრძელდება თუ არა დღეს კორექცია?