Bitcoin-ი ალტკოინების ფასის ზრდას შეუერთდა. ოდნავი კლების შემდეგ, მოსალოდნელია, ფასის მომატების ახალი მცდელობა.
BTC/USD
გუშინ საღამოს, გვერდულა დიაპაზონის იასამნისფერი ქვედა საზღვარი თავისი დაკისრებული BTC-ის ფასის მხარდაჭერას ბეჯითად გაუმკლავდა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა 6427.16USD-ის წინააღმდეგობის ზემოთ მოხვედრას. გარღვევის რამოდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გუშინდელი დღე ამ დონესთან დაიხურა.
თვის დასაწყისიდან Bitcoin-ის დომინირების ინდექსი 54%-დან 51%-მდე დაეცა, იმის გამო, რომ BTC-ს ფასი გვერდულა დიაპაზონში იმყოფება, ხოლო ალტკოინები საინტერესო ინტენსიურ ზრდას განაგრძობენ.
თუმცა, დღეს ღამით, აქტიურმა ყიდვებმა 6427.16USD წინააღმდეგობის გადალახვას შეუწყეს ხელი, დილისთვის კი, საკმაოდ მსხვილი მოცულობის ვაჭრობის ხარჯზე, გვერდულა დიაპაზონის იასამნისფერი ზედა საზღვრის გარღვევა მოახერხა და 6544.00USD წერტილში ლოკალური მაქსიმუმი დაამყარა. ამ მოკლე პერიდისთვის, ბიტკოინის კაპიტალიზაცია $111 მილიარდიდან $113 მილიარდამდე გაიზარდა.
დილისთვის ვაჭრობის აქტიურობა შემცირდა, მოცულობამ იკლო და ფასი 6500.00USD მიდამოში დაეშვა. დღეს ზედა იასამნისფერი საზღვრიდან მხარდაჭერამდე დაქვეითება და 6550.00USD დონესთან გამყარების მცდელობაა მოსალოდნელი.
ETH/USD
გუშინ, Ethereum-მა მაქსიმუმი 217 დოლარის მიდამოში დაამყარა და დღის დასასრულისთვის 205 დოლარის ეთერის სანაცვლოდ, რეგიონში დაეშვა.
დღეს ღამით, ბაზრის აქტივობა გაიზარდა და ETH-ს ფასმა დიდი მოცულობის ხარჯზე შეძლო 220.00USD-ს წინააღდეგობის გარღვევა და მაქსიმუმის 223.00USD წერტილში დაფიქსირება.
როდესაც, ვაჭრობის მოცულობამ იკლო, წყვილი 220.00USD დონეზე დაბლა დაეცა. დღეს შემცირება 210.00USD მიდამოში გაგრძელდება და გამყარების მცდელობა 220.00USD დონეზე განახლდება.
XRP/USD
გუშინდელი 0.513USD წინააღმდეგობის გარღვევის შემდეგ, შემცირება მალევე დაიწყო. საინტერესო მოვლენა დაფიქსირდა BitStamp-ის ბირჟაზე, სადაც XRP-ს ფასი ფიბონაჩის ნულოვანი დონისკენ ელვისებურად დაეშვა და 0.457USD წერტილში, მინიმუმის დამყარების შემდეგ, ვაჭრობის დიდი მოცულობის პირობებში, ფასის ზრდა განაგრძო. მსგავსად, ფასი სხვა ბირჟებზე მკვეთრად არ შეცვლილა.
ამის შემდეგ, ვაჭრობა საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა და ფასი 0.565USD-მდე აფრინდა. დღის დასასრულისკენ, ფასი 0.530USD მიდამოში დაეცა და ამავე მიდამოში კონსოლიდირება სცადა. დღეს დილას კლება 0.520USD სივრცისკენ გაგრძელდა, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ფიბონაჩის 23.6% (0.600USD) შტურმი.
*ფასის ყველა მოცემულობა BitStamp ბირჟის მონაცემებზე დაყრდნობით არის აღებული.
ასევე წაიკითხეთ
EOS, Stellar Lumen, Bitcoin Cash და Litecoin ანალიზი 19.12.2018-სთვის
რამდენად ღრმა ვარდნა იქნება დღეს წუხანდელი მაქსიმუმიდან? გაგრძელდება თუ არა ზრდა?
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 27.11.2018-სთვის
გუშინდელი ფასების კონსოლიდაცია მდორედ გადავა ფასების უახლოეს დაბალფასიან მხარდაჭერისკენ.