ბოლო 24 საათის განმავლობაში, ალტკოინების ბაზრის მერყეობა მკვეთრად გაიზარდა. როგორ, ცვალებადობას უნდა ველოდოთ სავაჭრო დღის დასასრულამდე?
BCH/USD
Bitcoin Cash-ის გუშინდელი ფასის ზრდამ, 599.49USD დონის წინააღმდეგობის რე-ტესტი განაპირობა. BCH-ს ფასი ამ დონის მაღლა გამყარებას ცდილობდა, მაგრამ რამოდენიმეჯერ ჩავარდა 600.00USD-ს ფსიქოლოგიური დონის ქვემოთ, თუმცა, BitStamp ბირჟაზე, ამერიკულმა სესიამ სავაჭრო დღე 608.48USD კოტირებით დახურა.
დღეს ღამე, აზიური სესიის დროს, ვაჭრობა ისევ გააქტიურდა და წილმა ფიბონაჩის ნულოვანი დონე (625.2USD) შეამოწმა. ამ დონის გადალახვა, მხოლოდ დღეს დილას, ევროპული სესიის დასაწყისის შემდეგ მოხერხდა. დღეს მოსალოდნელია ზრდის გაგრძელება, რომელიც 660.00USD მიდამოში იქნება შეზღუდული. ლოკალური მაქსიმუმიდან დაკლების დროს, ფასი შეიძლება 600.00USD ფსიქოლოგიურ დონეს დაუბრუნდეს.
EOS/USD
გუშინ EOS-ის ფასმა 5.700USD-ს დონის წინააღმდეგობა შეამოწმა და 5.660USD სივრცეში დაქვეითების შემდეგ, ზრდა მხოლოდ დღეს ღამე განახლდა. მიმდინარე მომენტში, წვყვილმა მოახერხა 5.700USD დონის ზემოდთ გამყარება და მაქსიმუმი 5.827USD წერტილში დაემყარებინა. დღის განმავლობაში, ფასი 5.750USD დონეზე კონსოლიდირდება.
XLM/USD
გუშინ Stellar Lumen-ის ვაჭრობა საკმაოდ დაძაბულ პირობებში მიმდინარეობდა და დღის განმავლობაში წყვილის მაღალი მერყეობა იყო შესამჩნევი. შესყიდვების მაღალმა მოცულობამ 0.260USD დონის გარღვევის პროვოცირება მოახერხა და მაქსიმუმი 0.272USD წერტილში დაფიქსირდა. დღეს ღამე, მხარდაჭერის დონესთან ჩამოქვეითების შემდეგ, მაქსიმუმის სივრცეში განმეორებითი ზრდა განმეორდა, ფასის მაღალი მერყეობის შენარჩუნებით.
მიმდინარე მომენტში, XLM-ს ფასს, უკვე მერამდენედ აქვს გადაწყვეტილი 0.260USD დონის რე-ტესტი, რის შემდეგაც ზრდა 0.275USD სივრცისკენ განახლდება.
LTC/USD
გუშინ დღის მაქსიმუმი 55.15USD-ს წერტილში დამყარდა, რის შემდეგაც LTC-ს ფასი ღრმად ჩაგორდა 53.74USD-ს მიდამოში. დღის დასასრული წყვილმა მოკლევადიან კონსოლიდაციაში გაატარა, ხოლო ღამით, Litecoin-ის ფასის ზრდა განახლდა. ღამის მაქსიმუმის 56.44USD-ს შემდეგ, დღეს დღის საათებში, წყვილი 53.44USD-ს მხარდაჭერასთან დაბრუნდება. ფასის მომატება, ამ ძირითადი მხარდაჭერის დონიდან განახლდება. სამიზნე ნიშნულად 50% ფიბონაჩის დონეა (58.29USD) აღებული.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 18.12.2018-სთვის
კორექციის მიზნობრივი დონეები გუშინ მიღწეული იქნა და დღეს დღის განმავლობაში, ღამის მაქსიმუმებიდან უკუსვლა იგეგმება.
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen და Litecoin ანალიზი 28.12.2018
ფასების დაკლებამ ჯერ მხარდაჭერის მიზნობრივ დონეებს ვერ მიაღწია და ხანმოკლე აღდგენის შემდეგ შესაძლებელია გაგრძელდეს.