დათვური განწყობა ალტკოინების ფასებზე განაგრძობს ზეწოლას და დღეს, მოკლევადიანი კონსოლიდაციის შემდეგ, მომდევნო დონის მხარდაჭერასთან აღმოჩნდება.
BCH/USD
რვასაათიან თაიმ-ფრეიმზე ჩანს, თუ როგორ შემობრუნდა Bitcoin Cash-ი "ხუთასიანი" მხარდაჭერის დონიდან და ძალიან ფართო დიაპაზონში კონსოლიდირდა. უფრო გასაგებად აღქმისთვის გთავაზობთ, შევხედოთ პირველსაათიანი თაიმ-ფრეიმის სურათს.
პირველსაათიანი ფასის გრაფიკულ გამოსახულებაზე ჩანს, რომ წინა სამშაბათიდან წყვილი დაღმავალ ტრენდს აჩვენებს. მხარდაჭერის ძირითად დონედ ყვითელი დერეფანი გამოვა. 500.00 USD მხარდაჭერის გარღვევის შემდეგ, წყვილმა შესაძლოა ყვითელი სივრცის ზედა მხარდაჭერის საზღვარი შეამოწმოს. ხოლო ახლო პესპექტივაში, ვიხილოთ წითელი ტრენდული ზოლის რე-ტესტი.
EOS/USD
გუშინ, EOS ფასი გვერდული მიმართულებით ზანტად მოძრაობდა, ამავდროულად, ვაჭრობის მოცულობა მინიმალური იყო. როგორც ჩანს, ფასის მერყეობის ზრდას არ უნდა ველოდოთ. წყვილი საშუალო სრიალა EMA55 გასწვრივ გააგრძელებს გვერდულ მოძრაობას.
XLM/USD
გუშინ, აღვნიშნეთ თუ არა XLM/USD წყვილის წარმატება, Stellar Lumen-მა ტრენდული ხაზის ზრდის მხარდაჭერა გაარღვია და 0.272 USD დონეზე კონსოლიდირდა. ზრდის დერეფანში კიდევ ერთი მცდელობის შემდეგ, სავარაუდოა ფასის 0.238 USD დონეზე ჩამოგორება.
LTC/USD
LTC-ს გუშინდელმა ვაჭრობის მოცულობამ, ფასს შესაძლებობა მისცა 23.6% (52.32 USD)-მდე აწეულიყო. LItecoin-მა მთელი დღე გვერდული დერეფნის კონსოლიდაციაში, 50.00 USD გვერდით გაატარა. კონსოლიდაციის დიაპაზონი ვიწროვდება და მოსალოდნელია ფიბონაჩის ნულოვანი დონისკენ, 47.05 USD დაღმავალი ტრენდის შენარჩუნება.
ასევე წაიკითხეთ
ADA/USD ანალიზი 30.11.201-სთვის
Cardano-ს ვალუტა, თავისი რეგულარული განახლებებით არის ცნობილი, რომლითაც შემუშავების პროცესზე მკვეთრ წარმოდგენას იძლევიან, რაც აისახება ფასზეც. პირველ საათიან გრაფიკზე ვხედავთ $0.0410-ის მხარდაჭერით ტრენდულ წითელ ხარულ ხაზს.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 21.11.2018-სთვის
გუშინ დათვებმა ფასების ძირითადი მხარდაჭერების ქვემოთ დაყვანა ვერ შეძლეს. თუმცა, მინიმუმი ძალიან ახლოს დაფიქსირდა. იქნება თუ არა წარმატებული, დღევანდელი გარღვევის მცდელობა?