კვირა დღის დაკლების შემდეგ კორექცია დასრულდა და დღეიდან ალტკოინები მცირე დროით კონსოლიდირდებიან.
BCH/USD
უქმეებზე Bitcoin Cash-ი ფლეტში ძირითად 200.00 USD მხარდაჭერასთან იმიტომ ვერ გაჩერდა, რომ ძლიერმა დათვურმა იმპულსმა ფასი გვერდული დერეფნიდან გამოაგდო და წყვილი 150.00 USD მიდამოში მოათავსა. 148.27 USD მინიმუმიდან Bitcoin Cash-ის საკმაოდ დიდი რაოდენობით გამოსყიდვა დაიწყო, რამაც ფასის 190.00 USD მიდამოში აღდგენა განაპირობა. მთავარი კითხვა BCH-სთვის - შეძლებს თუ არა ფასი ორასდოლარიანი წინააღმდეგობის ზემოთ აღდგენას? - ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის უახლოეს მომავალში ფსიქოლოგიური 100.00 USD-ის მხარდაჭერისკენ გაგრძელდება.
EOS/USD
კვირა დღის 3.087 USD-ის მინიმუმიდან EOS-ის ფასის აღდგენამ, კაპიტალიზაციის მიხედვით, Stellar Lumen-ის გადასწრება მოახერხა და $3 მილიარდიანი შედეგით, CoinMartketCap-ის რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიკავა. კორექცია ლოკალური მაქსიმუმისა 3.522 USD წერტილში განხორციელდა და უფრო მეტად სავარაუდოა, რომ მონეტის სანაცვლოდ შემცირება 3 დოლარიან მიდამოში გაგრძელდება.
XLM/USD
Stellar Lumen-მა კვირას 0.140 USD-ის მხარდაჭერა გაარღვია და მინიმუმი 0.136 USD წერტილში დაამყარა. შედეგად, Stellar Lumen-ის კაპიტალიზაცია $2.9 მილიარდამდე დაეცა, რაც CoinMarketCap-ის რეიტინგში მეექვსე ადგილს შეესაბამება. 170 USD-ის მიზნობრივ ნიშნულზე აღდგენა ამ დონის წინააღმდეგობის რე-ტესტით არ დასრულებულა. ამჟამად XLM-ს ფასი 0.155 USD-ის მხარდაჭერასთან იკლებს, სადაც მოსალოდნელია წყვილის მცირე ხნით კონსოლიდაცია.
LTC/USD
შაბათ-კვირას დათვებმა ოცდაათდოლარიანი მხარდაჭერის ზღვრის დაძლევა და წლიური მინიმუმის 26.31 USD წერტილში განახლება შეძლეს. აღდგენა საკმაოდ ინტენსიური იყო, რაც დიდი ვაჭრობის მოცულობით გამოიხატა. საკვანძო დონის 30.00 USD თავზე გამყარება კორექციის შედეგად მოხერხდა. ამ ფაზის დასრულებისთანავე, ოცდაათდოლარიან სივრცეში მოსალოდნელია კონსოლიდაცია.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 28.11.2018-სთვის
დღეს, უახლოესი წინააღმდეგობების გარღვევისა და ლოკალურ მაქსიმუმამდე პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების დიდი ალბათობაა, სადაც შემობრუნების წერტილებია - წაიკითხეთ დღევანდელ მიმოხილვაში.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 29.11.2018-სთვის
გუშინ ბაზარზე კორექცია დაიწყო, რომელიც დღესაც გაგრძელდება. შევეცდებით გავნსაზღვროთ ზრდის მიზნობრივი დონეები.