რამოდენიმე ხნის წინ, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს, რომელიც ამ მომენტში 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას ატარებს, Facebook პოსტის ინფორმაციის თანახმად, ის კორუფციასთან ბრძოლას ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით გეგმავს.
ტიმოშენკომ ეს პოსტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაუკავშირა და განაცხადა, რომ უკრაინა „ტოტალურ კორუფციაში არის ჩაფლული“. შემდეგ მან განმარტა, რომ მისი გაერთიანება „ბატკოვშინა“ ქრთამის აღების წინააღმდეგ ბრძოლას ცდილობს.
უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბლოკჩეინს სახელმწიფო მართვის ეფექტური ინსტრუმენტი უწოდა. ტიმოშენკოს თქმით, კორუფციის დასამარცხებლად, ყველა სახელმწიფო რეესტრი ბლოკჩეინზე უნდა ინახებოდეს. კიევში გამართულ ფორუმზე გამოსვლისას, ტიმოშენკომ ბლოკჩეინს კორუფციის მოსასპობად იდეალური ტექნოლოგია უწოდა:
ბლოკჩეინი იდეალური ანტიკორუფციული ტექნოლოგიაა, რომელმაც საერთაშორისო არენაზე თავისი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა. კორუფციის აღმოსაფხვრელად და ჩვენი მოქალაქეების პირადი ინფორმაციის დასაცავად, ჩვენ ადმინისტრირების ყველა სისტემა ბლოკჩეინზე უნდა გადავიტანოთ.
Cointelegraph-ის ინფორმაციის თანახმად, უკრაინის საარჩევნო კომისიამ ხმის მიცემის საპილოტო ექსპერიმენტი NEM ბლოკჩეინის 28 ნოდზე ჩაატარა. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელმწიფო რეესტრის თავმჯდომარემ ალექსანდრ სტელმახმა განაცხადა, რომ ისინი „არჩევნების პროცესში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით ექსპერიმენტებს აგრძელებენ“.
გარდა ამისა, უკრაინა საკუთარი კრიპტოვალუტის е-გრივნის შექმნას გეგმავს, რომელიც ბლოკჩეინზე იმუშავებს და გრივნით იქნება გამაგრებული. სახელმწიფო ცენტრალიზირებული ტოკენის შექმნის მომხრეები თვლიან, რომ მას უნაღდო გადახდების სიჩქარის გაზრდა და ფასის შემცირება შეუძლია.
ასევე წაიკითხეთ
Telefonica IBM Blockchain-ის გამოყენებას დაიწყებს
ესპანური სატელეკომუნიკაციო კომპანია Telefónica- კომპანია IMB-ს თანამშრომლობაზე მოელაპარაკა და მის ბლოკჩეინ-პლატფორმას თავისი ძირითადი ქსელური და ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციისთვის გამოიყენებს. კომპანიას ამგვარად გადაწყვეტილი აქვს სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული მონაცემების რეგისტრაციისა და ინფორმაციის პროცესის ოპტიმიზაცია.
SWIFT-ი ბლოკჩეინზე ახალ სისტემას ტესტავს
ბლოკჩეინზე ბანკთაშორისი ფინანსური სისტემა SWIFT-ის ახალი საპილოტე ვერსია ამოქმედდა. ის მოძველებული სისტემების ხარვეზების და შეცდომების გამო გადახდებში არსებული შეფერხებების აღმოფხვრისათვის არის გამიზნული.