ჩვენს „გადახდის სისტემების“ განყოფილებაში განვიხილავთ ელექტრონულ გადახდის სისტემებს (EPS) და სერვისებს, რომლებიც გამოიყენება ციფრული ფულის ონლაინ რეჟიმში გასაგზავნად, მისაღებად და სამართავად. აქ თქვენ ნახავთ სახელმძღვანელოებს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს გადახდის სისტემები, როგორ გადარიცხოთ თანხები უსაფრთხოდ და როგორ ინტეგრირდებიან ისინი კრიპტოვალუტის პლატფორმებთან. წაიკითხეთ „გადახდის სისტემების“ განყოფილება ForkNews-ზე, რათა გაიგოთ, თუ როგორ მუშაობს თანამედროვე ციფრული გადახდის ინფრასტრუქტურა.
ბრაზილის სუპერმარკეტების ქსელი Oásis Supermercados-ი, რიო-დე-ჟანეიროში განთავსებულმა მაღაზიამ კრიპტოვალუტაში გადახდების მიღება, მას შემდეგ დაიწყო რაც, ფირმის თანამშრომლებმა ადგილობრივ კრიპტოვალუტურ კომპანიაში გადამზადება გაიარეს.
როდესაც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაციია იმის შესახებ რომ, Facebook-ი კრიპტოვალუტურ პროექტზე აპირებს მუშაობას, WhatsApp-ის, მისი შვილობილი კომპანიის წარმომაგენლებმა, ახალი ციფრული საგადასახადო სისტემის შექმნით თაობაზე განცხადება გააკეთეთეს.
Facebook Inc-ი ისეთი კრიპტოვალუტის შექმნაზე მუშაობს, რომელიც მომხმარებლებს ფულადი გზავნილების განხორციელების საშუალებას WhatsApp დანართის მეშვეობით მისცემს. პირველ რიგში, მხედველობაში ინდოეთის ბაზარი მიიღება. Facebook-ი ჯერ საკუთარი სტეიბლკოინის გამოშვების სტრატეგიაზე მუშაობს, კასტოდიანის ძებნით არის დაკავებული და მონეტის უზრუნველმყოფი ფიატის შენახვის მეთოდებს განიხილავს.
ფინანსურ ბაზარზე ბევრი სტარტაპი გამოჩნდა, რომლებიც მომხმარებელს ფულადი გზავნილების განხორციელებას კრიპტოვალუტის გამოყენებით სთავაზობს. მიუხედავად ამისა, Western Union-ი აცხადებს, რომ მრავალწლიანი გამოცდილება, შეულახავი რეპუტაცია და საკითხის სიღრმისეული ცოდნა, მათ ამ ბაზარზე ლიდერებად აქცევს.
მას მერე, რაც ციფრულმა ვალუტამ მასობრივი ხასიათი მიიღო, PayPal-ი და მსგავსი ონლაინ გადახდის სისტემები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ, ახლო მომავალში, „კრიპტამ“, შესაძლოა „მათ ბიზნეს მოდელს ბოლო მოუღოს“.
ბლოკჩეინზე ბანკთაშორისი ფინანსური სისტემა SWIFT-ის ახალი საპილოტე ვერსია ამოქმედდა. ის მოძველებული სისტემების ხარვეზების და შეცდომების გამო გადახდებში არსებული შეფერხებების აღმოფხვრისათვის არის გამიზნული.
თავისი არასაბირჟო სავაჭრო პლატფორმის გაშვების შემდეგ, ინსტიტუციონალური კლიენტებისთვის, ბირჟა Coinbase-მა, ხმაურიანი განცხადებების გარეშე, გადაწყვიტა თავისი მომხმარებლებისთვის დაემატებინა სახსრების საკუთარ Paypal ანგარიშზე გატანის შესაძლებლობა. ეს მომსახურეობა მომხმარებლისთვის უფასოა.
კრიპტოვალუტის წარმატება მეტწილად იმ ადამიანების რაოდენობაზეა დამოკიდებული, რომლებიც ციფრულ ფულს გარკვეული ოპერაციების შესრულებისთვის იყენებს. არც ისე დიდი ხნის წინ, კომპანია Dash-მა საერთაშორისო საგადასახადო ოპერატორთან ePaymints-ი დაწყებული პარტნიორული ურთიერთობების შესახებ განაცხადა. მოსალოდნელია, რომ მოცემული ურთერთობა გაზრდის მომხმარებელთა რიცხვს და თავად ციფრული ვალუტის გამყარებასაც შეუწყობს ხელს.
შემოგვიერთდით