ჩვენს რუბრიკაში "აზრი" ვასაჯაროებთ ექსპერტთა მოსაზრებებს, კომენტარებსა და პერსონალურ ხედვებს კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინ ინდუსტრიის განვითარების შესახებ. აქ თქვენ იპოვით ანალიზებს, დებატებსა და მოსაზრებებს ბაზრის მთავარ მოვლენებსა და ტექნოლოგიურ ტენდენციებზე. წაიკითხეთ რუბრიკა "აზრი" ForkNews-ზე, რათა გაეცნოთ სხვადასხვა ხედვას კრიპტო სამყაროს განვითარების შესახებ.
„სჯობს, თქვენი წარმატება ლას-ვეგასში გამოსცადოთ. იქ საჭმელიც უკეთესია“ - თქვა კრიპტოვალუტის კრიტიკოსმა ჯეფრი რობინსონმა, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ ციფრული აქტივები ინვესტიციები არ არის და ვალუტას არ წარმოადგენს. მიმდინარე კვირაში რამდენიმე ადამიანმა, რომელმაც დოლარები ბიტკოინში დააბანდა, საკუთარი გადაწყვეტილების გამო ინანა, ვინაიდან ციფრული ტოკენის ფასი $5000 ნიშნულს ქვემოთ დაეცა.
კრიპტოვალუტებს შორის უმსხვილესმა ბიტკოინმა ღირებულების ყველაზე დაბალი ვარდნა აჩვენა. Bitcoin Cash (BCH), Ethereum (ETH), Ripple (XRP), Stellar (XLM), Litecoin (LTC), EOS და სხვა აქტივებმა 7%-დან 15%-მდე დაკარგეს.
2018 წლის 14 ნოემბერს Bloomberg-ის ინფორმაციის თანახმად, ხანგრძლივი სტაბილურობის შენარჩუნების შემდეგ, ბიტკოინი $5202-მდე დაეცა. სხვა ტოკენების ღირებულებაც ასევე დაეცა. თუმცა, Reddit-ის შემქმნელის ალექსის ოგანიანის აზრით, კრიპტოვალუტის ფასის დაცემა - მომავალი განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯია.
გუშინ, სულ რაღაც ერთი საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 800 $-ით დაეცა. ამჟამად მონეტით ვაჭრობა 5590 $-ის ნიშნულზე მიმდინარეობს. 2017 წლის მოვლენების შემდეგ ეს ფასის ვარდნის პირველი ასეთი შემთხვევაა. ინვესტორები სერიოზულ ზარალს განიცდიან. ამავდროულად კრიპტობაზარს ბიტკოინის კვალდაკვალ, განსაკუთრებით კი ვარდნის შემთხვევაში სიარული სჩვევია. ამგვარად Ethereum-ი 15 %-ით დაეცა, XRP-ი და BTC-ი კი - შესაბამისად 13 % და 12 %-ით. ვალუტა Dogecoin-იც კი კლებულობს ფასში.
მიმდინარე კვირაში ციფრული აქტივების და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების მომავალი ადგილსამყოფელის განსაზღვრასთან დაკავშირებით, მსოფლიო ფინანსურ სისტემაში, ცხარე დისკუსიები გაიმართა. სინგაპურში ორგანიზებული ფესტივალის Fintech-ის ფარგლებში, მოცემული სისტემის ბევრი ავტორიტეული წარმომადგენელი, რომელიც მსოფლიო ფინანსური პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვეს.
სულ რაღაც ერთი დღით ადრე, Bitcoin Cash-ის კრიპტოვალუტური ბაზრის კაპიტალიზაცია ფორკამდე $200 მილიარდ დოლარს ჩამოსცდა.
ShapeShift-ის გენერალური დირექტორი ერიკ ვურხესი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მზარდი საგარეო ვალი, რომელიც ნოემბრის მონაცემებით 21,7 ტრილიონის მიდამოებში მერყეობს, კრიპტოვალუტით დაინტერესებას საგრძნობლად გაზრდის. გენერალური დირექტორის ვარაუდით, სახელმწიფო და ფედერალური რეზერვი სახელმწიფო ვალის დასაფარად იძულებულნი არიან ფიატური სახსრები დაბეჭდონ, რაც ინფლაციაზე და ეროვნული ვალუტის კურსზე აუცილებლად აისახება.
კომპანია Antshares-ის (ამჟამად ცნობილი, როგორც NEO) დამფუძნებელი ჰონგფეი თვლის, რომ კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი ზედმეტად რეგულირდება. ცოტა ხნის წინ, ჩინურ გამოცემა 8BTC-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ "ბლოკჩეინი არსებული რეგულირების სისტემის პირობებში რთულად თუ გადარჩება"
შემოგვიერთდით