2018 წლის 14 ნოემბერს Bloomberg-ის ინფორმაციის თანახმად, ხანგრძლივი სტაბილურობის შენარჩუნების შემდეგ, ბიტკოინი $5202-მდე დაეცა. სხვა ტოკენების ღირებულებაც ასევე დაეცა. თუმცა, Reddit-ის შემქმნელის ალექსის ოგანიანის აზრით, კრიპტოვალუტის ფასის დაცემა - მომავალი განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯია.
მატი გრინსპენი, eToro-ს უფროსი ანალიტიკოსი, ხარული გარბენის შესახებ საუბრობს: "რთულია იმის თქმა როდის დაიწყება. ახლა უკვე არავის შეუძლია ამის თქმა".
სტივენ ინესი, კორპორაცია Oanda-ს აზიურ-წყნაროკეანური რეგიონის სავაჭრო განყოფილების ხელმძღვანელი თვლის, რომ ჰარდფორკმა ინდუსტრიის დესტაბილიზაცია იმაზე მეტად გამოიწვია, ვიდრე ეს იყო მოსალოდნელი. ინესის თქმით, მან ბევრი ხმაური და გაურკვევლობის შეგრძნება გარშემომყოფებში ჩანერგა.
მიუხედავად ამისა, Reddit-ის შემქმნელი ალექსის ოგანიანი მოხარულია, რომ კრიპტოვალუტური ბაზარი 2018 წელს რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ინტერვიუს დროს მან აღნიშნა, რომ ასეთ მომენტებში ხალხი ძირითადად ყურადღებას ფუნდამენტალურ ასპექტებს აქცევს ყურადღებას. გარდა ამისა, იგი თვლის რომ, კრიპტოვალუტის ფასის დაცემა ჰაკერების, თაღლითებისა და შარლატანების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს, რომელთაც ასე ძალიან უყვართ კრიპტობაზარი.
Reddit-ის დამფუძნებელი, ასევე იუწყება, რომ მიუხედავად ბაზრის ჩამოშლისა, იგი კვლავ იღებს უამრავ საქმიან წინადადებას, რომელიც ბლოკჩეინს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზებებმა იკლო, ეს კომპანიები მეტად სერიოზულად არიან განწყობილნი, ასევე ბევრად მეტი პოტენციალი გააჩნიათ, ვიდრე 2017 წელს სხვადასხვა კომპანიების პარტნიორობის შეთავაზებით.
მას მიაჩნია, რომ ეს დადებითი ნიშანია, ვინაიდან არასერიოზული ხალხი ჩამოშორდა და დარჩენილი ბევრად სერიოზულობით შეუდგება ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შექმნას, რომლებსაც ათი წლის შემდეგაც გამოვიყენებთ, რომლებიც მხოლოდ სწრაფად გამდიდრებას არ გადაწყვეტენ.
ასევე წაიკითხეთ
მოსაზრება: ბანკებს 5 წელი დარჩა სიცოცხლე
შვედური ბანკ Klarna-ს აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ ბანკ-მონოპოლისტების ერა დასასრულისკენ მიდის. ფინანსურ ტექნოლოგიების პრეტენდეტების მხრიდან დიდი კონკურენციის ფონზე, ბანკები მომავალში კლიენტების მასიურ დაკარგვასა და შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში ჩვეულებრივი სისტემების ჩამონგრევა ელოდება.
ტექნიკური ექსპერტები Ethereum-ის ზრდას ვარაუდობენ
Ethereum-ის ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება, როდესაც ინტელექუტალური კონტრაქეტები გარე მონაცემებს მიიღბენ.