ჩიკაგოში გახსნილი სისხლის სამართლის საქმის თანახმად, Call of Duty-ს მოთამაშეთა გუნდის წევრები კომპიუტერების გატეხვასა და $3 მლნ. ღირებულების კრიპტოვალუტის გატაცებაში არიან ეჭვმიტანილები. გუნდის ერთი წევრი დოლტონის, ხოლო მეორე კი ბლუმინგტონის მაცხოვრებელია.
ეჭვმიტანილი, რომელიც ბლუმინგტონში ცხოვრობს, ფედერალური საგამოძიებო ბიუროსთან საუბარისას აცხადებს, რომ მან თავისი დაჯგუფების წევრები პოპულარული კომპიუტერული თამაში Call of Duty-ს თამაშის დროს გაიცნო. მისი თქმით, ჰაკერებმა ის დააშინეს და ამ ოპერაციაში მუქარით მიაღებინეს მონაწილეობა.
დაჯგუფების წევრებმა მას სახელების, ტელეფონის ნომრების და სხვა პირადი ინფორმაციებით სიები გადასცეს, რომელთა დახმარებითაც მან დაზარალებულების მობილურ ტელეფონებთან წვდომა მიიღო. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, ეჭვმიტანილმა უკანონოდ 100-ზე მეტ ტელეფონში შეაღწია, ხოლო მისმა გუნდის წევრებმა კი დაზარალებულების კრიპტოვალუტური ანგარიშები გაძარცვეს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, თაღლითებმა $3.3 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტა მიითვისეს. ისინი მოპარულ სახსრებს ეთერეუმსა და ბიტკოინში აკონვერტირებდნენ და პირად ციფრულ საფულეებში ინახავდნენ.
სასამართლოს ოქმის თანახმად, ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ 1 აგვისტოს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დალტონში მცხოვრები ეჭვმიტანილის სახლიდან კომპიუტერები და მობილური ტელეფონები ამოიღეს. აგენტების ჩვენების თანახმად, ამოღებულია მისი და დაჯგუფების წევრების მიმოწერა. ამ მიმოწერიდან გაირკვა, რომ 2017 წლის 31 იანვარს ის სხვა ეჭვმიტანილებთან ერთად დაზარალებულისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა. მანამდე ამავე დაზარალებულს დაჯგუფებამ კრიპტოვალუტა Augur-ი მოპარა.
თავის მხრივ, ბლუმინგტონში მცხოვრებმა ეჭვმიტანილმა თავის ონლაინ-ინტერვიუში განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ კი არა, არამედ დაზარალებულად თვლის.
„მე გააზრებულად ვთანამშორმლობ ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლებსა და Augur -ის შემქმნელებთან“, - განაცხადა მან. „ მე არასოდეს არ მისარგებლია სხვისი კრიპტოვალუტური საფულეების გატეხვით“.
მან ის ფაქტიც უარყო, რომ მისი დახმარებით 100-ზე მეტი მობილური ტელეფონი „დაჰაკეს“. ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ მათი რიცხვი ბევრად ნაკლებია. ამ ეტაპზე დოლტონის მაცხოვრებლის ადგილსამყოფელი უცნობია. აშშ-ს პროკურატურის წარმომადგენელი სან-ფრანცისკოში, რომელიც ამ საქმე კურირებს, კომენტარს არ აკეთებს.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტების ბაზარი ზედმიწევნით მწვანდება
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ეკონომისტი მარკ დოუ, რომელმაც BTC-ის შარშანდელი გარბენის პიკზე შორთი გახსნა, გუშინ საკუთარი პოზიცია დახურა. ამ ქმედებით მან ერთგვარი სიგნალი გაგზავნა, რომ როგორც იქნა ბაზარმა ქვედა წერტილს მიაღწია. „მე დავიღალე. მომბეზრდა მისი ფასის ნულამდე დასაწევად მუშაობა. აღარ მინდა ამას მოვკიდო ხელი“ - განაცხადა მან Bloomberg-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ფორკის მოლოდინში Bitcoin Cash-ი 25 % გაძვირდა
15 ნოემბერს ჰარდფორკმა შესაძლოა BCH-ს ქსელი გაყოს. კრიპტოკომპანიებმა ამ მოვლენის დადებითი და უარყოფითი მხარეები განიხილეს. საზოგადოების ნაწილი Bitcoin ABC-ს გუნდის იდეას ემხრობა, რომელმაც წინა წლის აგვისტოში Bitcoin-ის ბლოკჩეინი გაყო და Bitcoin Cash-ი შექმნეს. მეორე ნაწილი კი nChain-ის მიერ შემუშავებულ ქსელს უჭერს მხარს, რომელიც რაით კრეიგს და CoinGeek მაინინგურ პულს სახელს უკავშირდება.