კრიპტოვალუტების ანალიტიკური საიტი PnChainF-ი თავის მომხმარებელს ბაზარზე არსებული ყველა კრიპტოვალუტის ღირებულების მონაცემეთა თვალყურის დევნას სთავაზობს. მისი მეშვეობით ტრეიდერებს შეუძლიათ ნახონ, თუ რომელი კრიპტოვალუტის ღირებულება დაეცა ყველაზე მეტად მისი მაქსიმალური ნიშნულის მომენტიდან.
ქვემოთ მოცემულია ამ მონეტების სია, მათი მიმდინარე ღირებულება, მაქსიმალური ღირებულება, რამდენი პროცენტით დაიკლო ვალუტის ღირებულებამ და, ასევე, ნაჩვენებია ის მაჩვენებელი, რომელიც მიმდინარე მაჩვენებელზე რომ გავამრავლოთ, ვალუტის მაქსიმალურ მაჩვენებელს მივიღებთ.
რატომ დაეცა ამ მონეტების ღირებულება ასე მკვეთრად? ZCL და BTCP გადაჭარბებული აჟიოტაჟის მსხვერპლად იქცნენ. როდესაც BTCP-ს შემქმნელებმა განაცხადეს, რომ ისინი BTCP-ებს ZCL და BTC ტოკენების მფლობელებს უფასოდ დაურიგებდნენ, მათი ფასი მკვეთრად გაიზარდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ფორკი ჩატარადა და აჟიოტაჟი კი ჩაწყნარდა, ამ ტოკენების ფასი კატასტროფულად დაეცა.
კრიპტოვალუტა Bitcoin Diamond-ის ისტორიაც მსგავსია. 2017 წელს გაშვებული BTCD-ი BTC-ის უფრო სწრაფი და უფრო იაფი ვერსია უნდა გამხდარიყო. დღეისათვის, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტოკენის შემქმნელებმა მიზანს ვერ მიაღწიეს. BTCD-ის თავდაპირველი ფასი $59 იყო, ამჟამად კი მისი ფასი 2 დოლარზე ნაკლებია.
რა დასკვნების გამოტანა შეგვიძლია?
უპირველეს ყოვლისა, ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ რა დაბალიც არუნდა იყოს ფასი ამ ეტაპზე, იმაზე დაბლაც შეიძლება დაეცეს სანამ ის $0 ნიშნულამდე არ ჩამოვა, როგორც ეს Bitconnect-ის შემთხვევაში მოხდა.
გარდა ამისა, გამოცდილი ინვესტორები თავს იკავებენ არალიკვიდური ინვისტიციებისგან. ძალიან ცოტა საწარმო ღებულობს ალტკოინებს და ძალიან ცოტა ადამიანი იყენებს მათ ანგარიშსწორებისთვის, განსკაუთრებულად იმ მომენტში, როდესაც ტოკენის საფასური დაბალია. ეს ნიშნავს იმას, რომ მყიდველების მხარდაჭერის გარეშე, ინვესტორები, საკუთარი პოზიციების დასაცავად, აქტივების ფასს ქვევით წევენ.
ჰოლდინგი (ან ჰოდლინგი) ყოველთვის საუკეთესო სტრატეგია არ არის. თუ ტოკენის ფასი 99-ით დაეცემა, ინვესტორი დიდ ზარალს ნახავს. აქედან გამომდინარე, არაფერია იმაში ცუდი, თუ თქვენ აქტივების დროულად გაყიდვას გადაწყვეტთ.
ასევე წაიკითხეთ
ვისკი ბლოკჩეინზე? ყველაფერი შესაძლებელია
Fusion Whiskey-მ თავის პარტნიორებთან Adelphi Distillery-სთან ერთად, განცხადება გააკეთეს იმის შესახებ, რომ The Winter Queen - კოქტეილს გამოუშვებდნენ, რომელიც შოტლანდიურისა და ჰოლანდიური ალაოს ვისკის, ასევე, დამატებული ბლოკჩეინ ტექნოლოგიებით იქნება შედგენილი.
ინგლისის ბანკმა დაადგინა თუ რომელი გადახდის ფორმები ურჩევნია მომხმარებელს
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს კრიპტოვალუტურმა ბაზარმა დიდი ზარალი განიცადა, რომელიც წლის ბოლოსკენ მხოლოდ გაიზარდა, ბევრი მაჩვენებელი ისეთი როგორც მაგალითად Google Trend-ი თვალნათლივ ასახავს, რომ კრიპტოვალუტა მსოფლიოში კვლავინდებურად პოპულარულია.