არავინ იცის, კრიტპოვალუტები რამდენ ხანს გასტანს, თუმცა სავარაუდოდ, ისინი ყველა ჩვენთაგანზე მეტ ხანს იარსებებს. თქვენი სიკვდილის შემდეგ ახლობელი ადამიანებისთვის ციფრული აქტივების გადაცემა არც თუ ისე იოლი პროცესია, იმასთან შედარებით, როგორც ნაღდი ფულის ან საკუთრების ანდერძით გადაცემაა. ანდერძი კონფიდენციალური ინფორმაციის გადასაცემად ვერ გამოდგება.
ვინაიდან თქვენი საფულედან ფულის გატანისთვის მხოლოდ კერძო გასაღებია საჭირო, მისი ანდერძის ტექსტში განთავსება თავში არავის მოუვა.
„მე კატეგორიულად ვურჩევდი ყველას, პრივატული ინფორმაცია საკუთარ ანდერძში არ განათავსოს“, - აცხადებს საოჯახო სამართლის ადვოკატი გორდონ ფიშერი. „თქვენი სიკვდილის შემდეგ თქვენი საბუთი სასამართლო დოკუმენტი ხდება, რომლის ნახვა ყველა მსურველს შეუძლია“.
პრივატული გასაღები - უცვლელი პაროლია, რომელიც კრიპროვალუტური საფულის შექმნის დროს გენერირდება. ის უფრო სანდო და უსაფრთხო ადგილას უნდა იყოს შენახული.
მიუხედავად იმისა, რომ ანდერძს საჯარო წვდომა შეიძლება უმალ არ ჰქონდეს, მაინც საფულეს გასაღების სადმე დატოვება გონიერი არ არის. თქვენი ოჯახი პრივატული გასაღების მნიშვნელობას შეიძლება უცებ ვერ მიხვდეს. იმ დროისთვის კი, როდესაც ისინი გონს მოეგებიან, ციფრული საშუალებები უკვე მოპარული იქნება. ფიშერი აღნიშნავს, რომ ანდერძისგან განსვავებით, ტრასტები „როგორც წესი პრივატულ დოკუმენტებს წარმოადგენს“.
კრიპტოვალუტების ბევრი პლატფორმა თავის მომხმარებლებს ბენეფიციარების დასახელების საშუალებას არ აძლევს, თუმცა ასეთებიც არსებობს.
უმსხვილესმა სავაჭრო პლატფორმამ Coinbase მემკვიდრეებს მისცა საშუალება, გარდაცვლილის მიერ დატოვებულ აქტივებზე საკუთარი უფლებების შესახებ განაცხადოს (რჩება იმედი, რომ თქვენმა ოჯახმა იცის, რომელი გამცვლელით სარგებლობთ).
პოპულარული აპლიკაცია Robinhood კი, რომელიც კრიტპოვალუტური ვაჭრობის მომსახურეობას სთავაზობს, თავის კლიენტებს ბენეფიციარების დასახელების საშუალებას არ აძლევს. ამ შემთხვევაში აქტივებზე უფლებების დამტკიცება შეიძლება მემკვიდრისთვის იურიდიულ კოშმარად იქცეს.
აქამდე უცნობია, რამდენი ტოკენი იყო სამუდამოდ დაკარგული იმის შედეგად, რომ ადამიანებმა მათი ახლობლებისთვის გადაცემა ვერ მოასწრეს. ექსპერტების თქმით, სხვადასხვა მიზეზებმა 2.3 მილიონიდან 3.7 მილიონამდე ბოტკოინის დანაკარგი (არსებული ფასებით - $15 - $24 მილიარდი) გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტებს ხშირას ფინანსური დამოუკიდებლობის საშუალებად არეკლამებენ, სიკვდილის შემდეგ მათ გადაცემაში არსებული სირთულეები აჩვენებს, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა ვენდოთ.
აჟამად კრიპტოაქტივებზე მემკვიდრეობითი უფლებების საკითხის გადაწყვეტა არ არსებობს. იურისდიქციების უმეტესობა, როდესაც საქმე სიკვდილს ეხება, გარდაცვლილის აქტივებს მის ოჯახს გადასცემს. თუმცა კრიპტოინფორმაცია ასეთი ტიპის გადაცემისთვის აწყობილი არ არის. კრიპტოაქტივების შენახვისას არსებული უსაფრთხოების ზომები, საფულეების პაროლები და საკვანძო ფრაზები მხოლოდ თავად მომხმარებლებმა იციან. თუკი მათ შესახებ მემკვიდრეებისთვის წინასწარ არ იყო ცნობილი, გარდაცვლილის ციფრულ აქტივებთან წვდომის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია.
უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ადამიანი მოკვდავია, იმისთვის რომ საიქიოდან თავისი ახლობლებისთვის რამდენიმე ბიტკოინის გადარიცხვის საშუალება ჰქონდეს.
მასალების მიხედვით https://qz.com
ასევე წაიკითხეთ
რა არის უფრო მერყევი - ბიტკოინი თუ ლირა?
ოქროს რქის სანაპიროზე, სტამბოლის ბანკების გვერდით ბილბორდი დგას, რომელიც თურქული ლირის მიმდინარე კურსს ასახავს: მის ღირებულებას დოლარში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და ბიტკოინში. ამ ვალუტათაგან უკანასკნელი, დათვური ტრენდის გათვალისწინებით, შეიძლება უადგილოდ მოგეჩვენოთ. მიუხედავად ამისა, ოქტომბრის დასაწყისიდან თურქულ კრიპტოვალუტურ ბირჟებზე ვაჭრობის მოცულობა 37%-ით გაიზარდა.
სამი ძირითადი წესი კრიპტოვალუტის შეძენისას
როდესაც თქვენ უძრავი ქონების, აქციების ან, თუნდაც, ოქროს შეძენას აპირებთ, როგორც წესი, ბაზრისა და მისი პოტენციალის შესწავლას დაიწყებთ. საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მოძიება მოგიწევთ, რათა მუშაობის პრინციპში და, ასევე მასთან დაკავშირებულ რისკებში გაერკვეთ. როგორც ერთხელ უორენ ბაფეტმა თქვა " არასდროს არ ჩადოთ ინვესტიცია იმაში, რაც არ გესმით".