სწრაფი ფული! კრიპტოვალუტა საკუთარი ხელით

სწრაფი ფული! კრიპტოვალუტა საკუთარი ხელით

კრიპტოვალუტის ბაზარზე დიდი რაოდენობის "კოინი" გვაფიქრებს - და რამდენად რთულია საკუთარი ტოკენის შექმნა?

თუ ვილაპარაკებთ სრულფასოვანი Bitcoin-ის დონის სისტემის შექმნაზე, ამას არა ერთი და ორი თვე დასჭირდება. გამოცდილი დონის პროგრამისტების გუნდი რამდენიმე ასეული ათასი დოლარი დაგიჯდებათ. ტესტირება, რეკლამა, სავაჭრო პლატფორმებზე კრიპტოვალუტის განთავსება, ასევე ბევრ დროს, ენერგიასა და დიდ ფინანსურ დანახარჯებს საჭიროებს.

და იმისთვის, რომ კრიპტოვალუტა გახდეს საზოგადოებისთვის მართლაც საინტერესო და განაგრძოს განვითარება, მხოლოდ ლამაზი სახელწოდება და სათაურში სიტყვა blockhain-ი არ კმარა. საბედნიეროდ, აჟიოტაჟი ბაზარზე უკვე ოდნავ ჩაქრა და მომხმარებლები უფრო გარკვეული გახდა..

მაგრამ, ჩნდება ლოგიკური კითხვა: მაშინ საიდან მოდის ამდენი "შითკოინი"? ( მონეტები, გამოჩენისთანავე დავიწყებას, რომ მიეცემიან)

აი, აქ ყველაფერი გაცილებით მარტივადაა

კრიპტოვალუტა, როგორც პროგრამული უზრუნველყოფა დაინერგა, გახსნილი კოდით, ერთის მხრივ - ეს მოგვეწოდება, როგორც უპირატესობა, ალბათ, ყველა თქვენთაგანს გსმენიათ არგუმენტი, - "ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეამოწმოს კოდის სისწორე და სუსტი წერტილების არარსებობა". ყველას ვისაც ესმის, პროგრამირების ენა საკამათო მტკიცებულებაა და უცდია ერთხელ მაინც წაეკითხა სხვისი საწყისი კოდი, მაგრამ მთლიანობაში - მართალია.

მედალის უკანა მხარე - ნებისმიერ მსურველს შეუძლია საწყისი კოდი გადმოტვირთოს და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

ზოგადად საჯარო ლიცენზიებს მცირე შეზღუდვა გააჩნიათ. მინიმალური ცვლილებების შეტანით, შეგიძლიათ ტოკენი თქვენი სახელით გამოუშვათ.

აშკარა მაგალითი გახლავთ Litecoin-ი, Dash-ი და Bitcoin Cash-ი: ამ კრიპტოვალუტების ავტორები არ მალავენ საწყისი კოდის წარმომადგენლობას. მაგრამ საჭირო ცვლილების მოცულობა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. მაგალითად Dash-ის შემქმნელებმა შეიმუშავეს ტრანზაქციის ანონიმურობის ამაღლების მექანიზმი და წარმოადგინეს ელვისებური გადახდების საშუალებები, რომელიც მაინერების თანხმობას არ საჭიროებს.

"შითკოინების" ავტორები გრძელვადიან პერსპექტივაზე არც ფიქრობენ.

ძირიადად მათი ამოცანაა - პრემაინინგით მიიღონ გარკვეული მონეტების რაოდენობა, გაიყვანონ ტოკენი რაიმე ნაკლებად ცნობილ ბირჟაზე და მიიღონ ადვილი ფული. ასეთი "რევოლუციური" მიდგომის კრიპტოვალუტის მხარდაჭერა მალევე მთავრდება, არც კი დაწყებული წყარო github-ის უბსკრულში იკარგება და ტოკენის შესახებ მხოლოდ იმათ ახსოვთ ვინც, გამოუცდელობის ან უცოდინარობის გამო, ფამფის ტალღაზე შეიძინა ახალი მონეტა და იმედს არ კარგავენ, რომ ოდესღაც მათი საფასური უცებ აფრინდება მთვარემდე.

რა არის ამისთვის საჭირო?

არც ისე ბევრი რამ. დამყარებული პროგრამირების გარემო, (ძირითადად მოყვება უმეტესობა linux სისტემას) მინიმალური ენების ცოდნა და სათანადო მიზნებისთვის საწყისი კოდი. მაგალითად აიBitcoin-ის საწყისი კოდი.

შემდეგ საწყის კოდში ყველა ორიგინალი კრიტოვალუტის დასახელება იცვლება ახალ ორიგინალურ სახელზე ( მაგალითად, იცვლება სიტყვა Bitcoin ახალ ჟღერად Vasya-კოინზე) ორიგინალურობისთვისა და სიახლისთვის იცვლება რამოდენიმე კომფიგურაციის პარამეტრები: მაინინგის სიჩქარე, საერთო მონეტების რაოდენოვა, რომელიც იქნება ემიტირებული და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ასეთი ვალუტის "შემქმნელი" ბოლო რიგად იფიქრებს რაიმე ახალი ცვლილების შეტანაზე - ისინი ბევრ ფულს, დროსა და სერიოზულ თეორიულ მომზადებას საჭიროებენ.

იქმნება საცავი ახალი სახელით, მასში იტვირთება ყველა წყარო. იქმნება მზა შაბლონების სახით საიტი, მისი ინოვაციებისა და უპირატესობის რეკლამირება იწყება. ამის შემდეგ, ახლად გამოჩენილი ბლოკჩეინი მიდის ბირჟებზე და თან სთავაზობს თავის ახალ ბრჭყვიალა მონეტას.

ცალსახად, რეალობაში ეს ოდნავ მეტ დროს საჭიროებს, მაგრამ მთლიანობაში - საერთოდ "შითკოინის" გზა ყოველთვის გავს აღწერილ ალგორითმს. ფუძე - არსებული კრიპტოვალუტის კოდი, მინიმალური ცვლილება, ტოკენების გაყიდვა, მხარდაჭერის შეწყვეტა.

ასეთი "გამოგონების" ხარჯი მიდის პრიმიტიულ საიტ-სავიზიტო ბარათამდე, ხანდახან მცირე სარეკლამო კომპანიაც.

Ethereum-ისა და ERC20 სტანდარტის გამოჩენამ ქსელში, საკუთარი ტოკენის გამოშვება უფრო ადვილი გახადა, მაგრამ ეს უკვე ცალკე ისტორიაა.


ასევე წაიკითხეთ

22522018-12-17

კოსმოსურ სასტუმროს ნომერში გაჩერება კრიპტოვალუტის სანაცვლოდ არის შესაძლებელი

პროექტი Orion Span-ი კოსმოსური სადგური Aurora-ს გაშვებას გეგმავს, რომელიც ძვირადღირებული სასტუმროს ფუნქციას შეასრულებს. კოსმოსური სასტუმროს ნომერი ყველასათვის იქნება ხელმისაწვდომი, ვისაც $9,5 მლნ ან ამ თანხის კრიპტოვალუტაში ეკვივალენტის  გადახდის საშუალება ექნება.

ეს საინტერესოა
20902018-12-19

ადამიანი და ბლოკჩეინი ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ

დისკუსიების დროს, როდესაც კონსენსუალური პროტოკოლების საკითხებს განიხილავენ, ხშირად დგება მართვის საკითხი და აშკარა ხდება, რომ სატოში ნაკამოტოს პირველადი ხედვა, მანქანების მართვას ემხრობოდა. მაგრამ, თუ ხელოვნური ინტელექტი მართლაც ისეთი საშიშია, როგორც ეს ილონ მასკს და სემ ალტმანს მიაჩნიათ, ასე რატომ ვრისკავთ??

ეს საინტერესოა, ტექნოლოგიები

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან ეს საინტერესოა

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64292018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43192018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33692018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33522018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32762018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain