ამერიკულმა საფინანსო-ეკონომიკურმა ჟურნალმა Forbes-მა მორიგი 30 Under 30 რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ყოველწლიურად საუკეთესოთა შორის საუკეთესოები ხვდებიან. ავტორიტებულმა ეკონომიკურმა გამოცემამ 30 წელზე ნაკლები ასაკის 30 საუკეთესო ფინანსისტების რეიტინგი გამოაქვეყნა. შვიდი მათგანი (23%) კრიპტოვალუტებთან და ბლოკჩეინთან არიან დაკავშირებულნი.
ნადერ ალ-ნაჯი, 26. Intangible Labs-ის თანადამფუძვნებელი
Intangible Labs-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და მისი თანადამფუძნებელი. სტარტაპმა მსხვილი ვენჩურული ინვესტორებისგან სთეიბლკოინ Basis-ის შემუშავებისთვის, რომელსაც კონკურენტუნარიანობას უწინასწარმეტყველებენ, $133 მლნ. შეაგროვა. ალ-ნაჯი - იუნიორებს შორის ნიჩბოსნობის მსოფლიო ჩემპიონი, Google-ის ყოფილი დეველოპერია.
ჰანტერ ჰორსლი, 28. CEO, Bitwise Asset Management
Facebook ყოფილმა პროდუქტების მენეჯერმა ჰორსლიმ კომპანიაში $4 მლნ. მოიზიდა. დღეისათვის Bitwise-ი კრიპტოვალუტური ბაზრის მონიტორინგის 4 ოფციას გვთავაზობს. 40-ზე მეტი კრიპტოვალუტური ჰეჯ-ფონდი და 600 multifamily ოფისმა ამ ეტაპზე Bitwise-ს ინდექსებს იყენებს ( მათ შორის Morgan Creek-ი, რომელის $1,5 მლნ. აქტივებს განაგებს).
ოლაოლუვა ოსუნტოკუნი, 25. CТO, Lightning Labs
კალიფორნიულმა სტარტაპმა Lightning Labs $2.5 მლნ.-ს მოზიდვა შეძლო, რათა ბიტკოინში მიკროტრანზაქციები უფრო პრაქტიკული და გადამხდელუნარიანი გახადოს. ოსუნტოკუნი, ემიგრანტია ნიგერიიდან, ბიტკოინის ქსელის Lightning-ის პროტოკოლის საკუთესოდ მიჩნეული დეველოპერთა ჯგუფს ხელმძღვანელობს.
ანიშ პატიპატი, 29. დირექტორი, North Island
ახლადინვესტირებულ კომპანიაში, რომელიც Glenn Hutchins-მა შეისყიდა, მთავარი სპეციალისტი. ის საინვესტიციო ფონდ Virtu-ს ($900 მლნ. ღირებულების) და დიდ კრიპტოვალუტურ პორტფელს მართავს. მანამდე ანიში Silver Lake-სა და Brave Warrior-ში მუშაობდა, სადაც $300 მლნ ინვესტიციებს აკონტროლებდა.
ჯეიბი რუბინოვიცი, 26. თანადამფუძნებელი, Bail Bloc
ეს მხატვარი ქალბატონი, ბიზნისვუმენი, პრიპტოვალუტური პროექტის Bail Bloc-ის თანადამფუძნებელია, რომელიც The New Inquiry-მა შეიმუშავა. პროქტი კრიპტოვალუტის ოპერატიულ მოწყობილობიდან ჭარბი გამომთვლელი სიმძლავრის მცირე პროცენტს გამოყოფს. პროქეტი იმ მსჯავრდებულებს ეხმარება, რომლებსაც გირაოს გადახდის საშუალება არ აქვთ. მაინინგის დახმარებით პროექტმა Monero-მ Bronx Freedom Fund-თვის 100 დაკავებული ადამიანიას განთავისუფლებისთვის საკმარისი თანხა შეაგროვა.
კაილ სამანი, 28. მმართველი პარტნიორი, Multicoin Capital
კრიპტოვალუტური პროექტებში ინვესტირებისთვის $75 მლნ. მოიზიდა, მათ შორის Andreessen Horowitz-გან. ფონდმა უკვე რამოდენიმე სტარტაპი დააფინანსა, მათ შორის Ethereum-ის კონკურენტი Dfinity, რომელმაც სულ $200 მლნ. მოიზიდა.
ლინდა სიო, 27. მმართველი დირექტოირ, Scalar Capital
Coinbase-ის პროდუქტების ყოფილმა მენეჯერმა ფონდი დაარსა, რომელმაც ბლოკჩეინ-კომპანიების ინვესტირებისთვის მათი ტოკენების სანაცვლოდ $20 მლნ. მოიზიდა. ამ ეტაპზე, ის თავის გუნდთან ერთად, ინვესტიციას 18 პროექტში ახორციელებს.
მასალების მიხედვით forbes.com
ასევე წაიკითხეთ
რევოლუციური ტოკენი გეიმერებს შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს
გამოჩნდა კრიპტოვალუტა, რომელსაც კომპიუტერული თამაშების მრავალმილიარდიანი სამყაროს გადატრიალება შეუძლია, გეიმერებისთვის ნამდვილი ფულის მიღების საშუალებით.
უძრავი ქონების აგენტები კრიპტოვალუტის მიღებას დაიწყებენ
კომპანია Rickner Charles-ის დირექტორმა, უძრავი ქონების აგენტმა რონი რიკნერმა კომპანიის მომსახურების სანაცვლოდ, კრიპტოვალუტის მიღება დაიწყო და ერთ-ერთი კლიენტისგან როჩესტერში 600 000 გირვანქა სტერლინგის ღირებულების უძრავი ქონების გაყიდვისთვის ჰონორარი ბიტკოინებში მიიღო.