ვიდეო თამაშების ფრანგული გიგანტი Atari-ი, ბლოკჩეინ-სტარტაპთან Animoca Brands ერთად მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი ორი ყველაზე პოპულარული თამაშის - Roller Coaster Tycoon Touch და Goon Squad ბლოკჩეინ-ვერსიები შექმნა.
კომპანია Animoca Brands-ი ბლოკჩეინ-ვერსიების ამოქმედებას 2019 წლის მეორე ნახევარში აპირებს.
Roller Coaster Tycoon Touch-ი ატრაქციონთა პარკის მართვის პოპულარული თამაშ-სიმულატორია, რომელიც iOS და Android-ზე მუშაობს. მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნული თამაში 19 მილიონზე მეტჯერ არის გადმოწერილი. 2017 წელს გამოსული Goon Squad -ი ასევე iOS და Android-ზე მუშაობს და მრავალმომხმარებლიანი თამაშია ბანქოს მოყვარულთათვის.
შექმნის ლიცენზიის და თამაშების პუბლიკაციის სანაცვლოდ, Animoca Brands-ი Atari-ს სამომავლო მოგების წინააღმდეგ 250 000 აშშ დოლარის ოდენობის მინიმალურ გარანტიას გადაუხდის. თანხის განაღდება აქციებით მოხდება. შესაბამისად Atari-ი კომპანია Animoca Brands-ის სტრატეგიული აქციონერი გახდება.
მოგების პროცენტს Atari-ს მას შემდეგ გადაუხდიან რაც თამაშებიდან მიღებული ჯამური შემოსავალი 500 000 აშშ დოლარს გადააჭარბებს.
კომპანია Animoca-ი ბლოკჩეინ ტექნოლოგიას და ხელოვნურ ინტელექტს სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის განკუთვნილი თამაშების და სხვა აპლიკაციების შექმნა-გაშვებისთვის იყენებს. ამავდროულად, 1972 წელს დაფუძნებული კომპანოა Atari-ი ვიდეოთამაშების, სათამაშო კონსოლების და პერსონალური კომპიუტერების სფეროში უძველესი ბრენდია.
მასალების მიხედვით rttnews.com
ასევე წაიკითხეთ
Bakkt-ის გაშვების შემდეგ შესაძლოა დათვური ბაზრის ტენდეცია გაგრძელდეს
12 დეკემბერს, Bakkt-ისთვის ბირჟათა რეგულირებადი ეკოსისტემა Intercontinental Exchange (ICE) გაეშვება. საზოგადოება, პლატფორმის ბაზარზე შესაძლო ზეგავლენის გამო ღელავს. ტვიტერში, ამ თემასთან დაკავშირებით პოსტების სერიის შემდეგ, ფასიანი ქაღალდების იურისტმა ჯეიკ ჩერვინსკიმ, Bakkt-თან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი განმარტა. Bakkt-ი ამ ეტაპზე ოპერაციების გასაშვებად მარეგულირებელი ორგანოებისგან ნებართვას ელოდება.
ადამიანი და ბლოკჩეინი ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ
დისკუსიების დროს, როდესაც კონსენსუალური პროტოკოლების საკითხებს განიხილავენ, ხშირად დგება მართვის საკითხი და აშკარა ხდება, რომ სატოში ნაკამოტოს პირველადი ხედვა, მანქანების მართვას ემხრობოდა. მაგრამ, თუ ხელოვნური ინტელექტი მართლაც ისეთი საშიშია, როგორც ეს ილონ მასკს და სემ ალტმანს მიაჩნიათ, ასე რატომ ვრისკავთ??
