გამოჩნდა კრიპტოვალუტა, რომელსაც კომპიუტერული თამაშების მრავალმილიარდიანი სამყაროს გადატრიალება შეუძლია, გეიმერებისთვის ნამდვილი ფულის მიღების საშუალებით.
2018 წელს შექმნილი Ethereum-ის ქსელში, სათამაშო ტოკენი ULTICoin-ი მოთამაშეებს საშუალებას აძლევს შექმნან და ივაჭრონ აქტივით. მისი გამოყენება ნებისმიერ თამაშსა და სხვადასხვა პლატფორმებზე, მათ შორის პერსონალურ კომპიუტერზე, მობილურ მოწყობილობებსა და სათამაშო კონსოლებზე შეგიძლიათ.
ULTI გეიმერებს საშუალებას აძლევს სათამაშო აქტივები კრიპტოვალუტაში გადაცვალონ, ისეთი როგორც ბიტკოინი, ეთერეუმი, ლაიტკოინია და ისინი ფიატურ ვალუტაში გადააკონვერტირონ. გეიმერები ULTI ტოკენით ფულის შოვნას საყვარელი საქმიანობით შეძლებენ.
მსოფლიოში დაახლოებით 25 000 პლატფრომა არსებობს, რომელსაც 20-დან 40 მილიარდ დოლარამდე მოგება მოაქვს.
ULTI ამ ბაზრის ნაწილის დაპყრობას, სათამაშო კომპანიებთან პარტნიორობის დამყარებით, მათ შორის EA Games, XBOX და Nintendo, ასევე რამდენიმე სათამაშო პლატფორმაში ULTI-ს ინტეგრაციით გეგმავს.
მონეტა მსოფლიო მასშტაბით უკვე 10 კრიპტოვალუტურ ბირჟამდეა დარეგისტრირებული და გუნდი ამჟამად მოლაპარაკებას სხვა ბირჟებთან, ლისტინგში დამატებისთვის, აწარმოებს მოლაპარაკებას.
2019 წლის პირველი კვარტალისთვის ULTI-ს გამიზნული აქვს დაამთავროს თავდაპირველი მონეტების შეთავაზება (ICO) და ტოკენების მასობრივი გაყიდვა დაიწყოს.
ასევე წაიკითხეთ
სამი ძირითადი წესი კრიპტოვალუტის შეძენისას
როდესაც თქვენ უძრავი ქონების, აქციების ან, თუნდაც, ოქროს შეძენას აპირებთ, როგორც წესი, ბაზრისა და მისი პოტენციალის შესწავლას დაიწყებთ. საკმაოდ ბევრი ინფორმაციის მოძიება მოგიწევთ, რათა მუშაობის პრინციპში და, ასევე მასთან დაკავშირებულ რისკებში გაერკვეთ. როგორც ერთხელ უორენ ბაფეტმა თქვა " არასდროს არ ჩადოთ ინვესტიცია იმაში, რაც არ გესმით".
გამოდგება თუ არა კრიპტოვალუტა ალტერნატივად აშშ-ს რეცესიის შემთხვევაში?
Bloomberg-ის ინფორმაციის თანახმად, ამერიკის რეცესიის განმეორების ალბათობა 28% შეადგენს, შემდგომი ორი წლის მანძილზე კი შესაძლოა 60% შეადგინოს და სამი წლის შემდეგ - 80% -ს აღემატოს. ნიუ-იორკის შტატის ფედერალური სარეზერვო ბანკის მონაცემების თანახმად, 2019 წლის ბოლომდე რეცესიის ალბათობა 14,5 % შეადგენს. ეს ციფრი JPMorgan-ის მონაცემებისგან - 60% 2020 წლის ბოლომდე მკვეთრად განსხვავდება.
