უოლ-სტრიტზე განთავსებული კომპანიები მოხერხებულად მანიპულირებენ საჭირო კრიპტოაქტივის ფასით საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ და კურსის გაზრდის ან შემცირების მიზნით აქტიურ მედია პროპაგანდას ეწევიან.
ადამიანები კრიპტოვალუტების პოტენციალზე მას შემდეგ მსჯელობენ რაც იდუმალმა სატოში ნაკამოტომ ცხრა გვერდზე დაწერილი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ახალი ფულის ტექნოლოგიაზე საუბრობდა.
ციფრული აქტივების სწრაფი განვითარება ფინანსური ტექნოლოგიების უმაღლეს საფეხურზე მყოფებსაც კი მათი იგნორირების საშუალებას არ აძლევს. კრიპტობაზრის მაღალი ვოლატურობა ინვესტორების სრულიად გამართლებულ სიფრთხილეს და მიმდინარე მოვლენებში დეტალური გარკვევის საჭიროებას იწვევს.
ხშირად ბაზარზე მიმდინარე მნიშვნელოვან ცვლილებებს მთელი რიგი ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორებითაც კი ხსნიან. დამწყები კრიპტოტრეიდერებისთვისაც კი ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზი, რთულ გრაფიკებს და სქემებში გარკვევისთვის ჩვეული საქმე გახდა.
ამავდროულად, გუნება-განწყობის ანალიზი, რომელსაც ფასზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, სათანადო ყურადღების გარეშე რჩება. მაშინ როდესაც ინვესტორთა შორის საჭირო განწყობის შექმნით მათი ქმედებების მანიპულირება მარტივად შეიძლება, ისევე როგორც მოთხოვნის და მიწოდების ფორმირება.
ერთი შეხედვით აქ ყველაფერი საკმაოდ მარტივადაა: ოპტიმისტურად განწყობილ აქტივებს სწრაფად ყიდულობენ და პესიმისტური განწყობის შემთხვევაში ცდილობენ სწრაფად მოიშორონ. თუ ინვესტორთა საკმარის რაოდენობას ჯერა, რომ უახლოეს მომავალში გარკვეული კრიპტოვალუტა ზრდას დაიწყებს, ისინი მის შესყიდვას დაიწყებენ და მონეტა რეალურად „გაისვრის“. საპირისპირო შემთხვევაში - კრიპტოაქტივის გარშემო მასიური პანიკის დროს, ინვესტორების მის გაყიდვას დაიწყებენ. სწორედ ამ პრინციპებით სარგებლობს ბევრი კრიპტოკრიტიკოსი უოლ-სტრიტიდან. როგორც წესი, მათი ნეგატიური გამოხმაურებების შემდეგ ფასები დაბლა იწევს, ვეშაპები კი - წყნარად და მშვიდად საჭირო მონეტას სარფიანი ფასით ყიდულობენ.• 2018 წლის იანვარში ლეგენდარულმა ინვესტორმა ჯორჯ სოროსმა Bitcoin-ს „გაუგებრობაზე დაფუძნებული საპნის ბუშტი“ უწოდა. შედეგად 2 კვირის განმავლობაში ფასი 40 %-ზე მეტად დაეცა. სოროსის ფონდმა კი კრიპტოვალუტების ტრეიდინგის უფლება მოიპოვა, რითაც უმალ ისარგებლა.
• 2018 წლის თებერვალში კომპანია Goldman Sachs-მა გამოქვეყნებულ სტატიაში კრიპტოვალუტების ლომის წილის ფასის 0–მდე შემცირება იწინასწარმეტყველა. შედეგად ვიხილეთ Bitcoin-ის კურსის ვარდნა 27 %-ით ერთ თვეში. პარალელურად კი Goldman Sachs-იBitcoin-ით ვაჭრობისთვის საკუთარი პროექტის შემუშავებას შეუდგა.
• 12 ნოემბერს JP Morgan-ის დირექტორმა ჯეიმი დაიმონმა განაცხადა, რომ Bitcoin-ი ეს თაღლითური სქემაა და ფასიც 30 %-ით დააგდო. ამავდროულად საბანკო გიგანტი სრული სვლით სწრაფი გადახდების ბლოკჩეინ-პლატფორმას ტესტავს და მსხვილი ბანკების კონსორციუმს ქმნის, რომლებიც კაპიტალების ბაზარზე ციფრული გამოყენებასთან დაკავშირებით ექსპერიმენტებს ატარებენ.
ცნობილ ბიზნესმენთა უმეტესობა მარტივი სქემით მოქმედებს: ისინი ხმაურიან განცხადებებს აკეთებენ, მედია საშუალებებს საკუთარ აზრს ახვევენ და შემდეგ კლებადი ფასების ფონზე აქტივების შესყიდვას იწყებენ.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი და ამავდროულად კრიპტოვალუტის მფლობელი როტშილდების და როკფეილერების ოჯახებია, ტრეიდერ ლეგენდა უოლ-სტრიტიდან სტივენ კოენი, მილიარდერი მარკ ლასრი, ვენჩურული კაპიტალისტი მარკ ანდერსენი, Goldman Sachs-ის დირექტორი დევიდ სოლომინია.
დღეისთვის რიგი ექსპერტების აზრით, ბაზარზე არსებული დათვური განწყობა სწორედ ასეთი მანიპულირების წყალობით არის მიღწეული, რაც საბოლოო ჯამში ციფრული აქტივების ფასების კლებაზე აისახა.
ნოემბრის ბაზრის დაღმავალი ტენდენციის ანალიზის შემთხვევაში, გაკვირვებას არა თავად ფასის კლების ფაქტი იწვევს, არამედ მისი უჩვეულო სიჩქარე. 14 ნოემბერს Bitcoin-ი მკვეთრად დავარდა 10 %-ით, 20 ნოემბერს კი - 20 %-ით. ორივე ვარდნა, ბაზარზე მსხვილი მოთამაშეების გამოსვლის წინ, შეგნებულად გათამაშებულ აქციას ჰგავს.
ასევე წაიკითხეთ
ფორკამდე, კრიპტოსაზოგადოება თვალყურს ომს ადევნებს
მომდევნო რამდენიმე დღე, Bitcoin cash-ით დაინტერესებულნი, ბევრი ახალი ინფორმაციით დაიტვირთებიან. განახლების შემმუშავებელთა გუნდის გარშემო ორი ფრაქცია დაჯგუფდა, რომელთა გამოც Bitcoin ABC და Bitcoin SV ერთმანეთის მიმართ არათავსებადნი აღმოჩნდნენ. Bitcoin ABC "ძირითად" BCH-ის კლიენტს წარმოადგენს, ასევე ცნობილი დეველოპერებისა და რამდენიმე გადამცვლელის მხარდაჭერა აქვს, იმ დროს, როდესაც Bitcoin SV ძირითადად nChain და Coingeek კომპანიებით იმართება.
ჯონი დეპი სტარტაპ TaTaTu-ს პარტნიორი გახდა
კინემატოგრაფიული კონტექტის შექმნისთვის, მსახიობი ჯონი დეპი არც ისე დიდი ხნის წინ ამოქმედებულ სოციალურ ბლოკჩეინ-პლატფორმასთან TaTaTu გაერთიანდა.