განვიხილოთ ამ წლის ყველაზე ხმაურიანი ძარცვები და ჰაკერული თავდასხმები და ასევე კანონზომიერებები, რომლებიც მათ აერთიანებს.
Bithumb, 2018 წლის ივნისი
ჰაკერების შემოსავალი: 30 მილიონი დოლარი კრიპტოვალუტაში
შედეგი: რეიტინგის ვარდნა და ნდობის დაკარგვა
19 ივნისს ჰაკერებმა სამხრეთ კორეის უმსხვილესი კრიტპტოგადამცვლელი ბანკის გატეხვა მოახერხეს და კრიპტოვალუტაში 30 მილიონი დოლარი დაიტაცეს. თავდასხმამდე Bithumb-ი მსოფლიოს უმსხვილესი გადამცვლელების რეიტინგში 6-ე პოზიციაზე იყო. ამჟამად კი მეათეზე გადაინაცვლა. Cointelegraph Japan-ის ინფორმაციის თანახმად ბოროტმოქმედებმა Bithumb-ის ცხელი შენახვის საფულეები გატეხეს. საბედისწერო რიცხვამდე 3 დღით ადრე, ბირჟის თანამშრომლებმა აქტივების გადატანა ცივი შენახვის საფულეებში დაიწყეს.
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით, მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტრომ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ამ საქმის გამოძიება დაიწყო. ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ კომპანიის კომპიუტერებიდან ინფორმაციის ამოღებისთვის ხელისუფლებამ პოლიცია Bithumb-ის ოფისშიც გაგზავნა. სამი თვის შემდეგ მთავრობამ, რომელმაც Bithumb-ის მხრიდან ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინა, ბირჟა გაამართლა. მიუხედავად ამისა გადამცვლელი იძულებული იყო გადასახადების სახით დაახლოებით 28 მილიონი აშშ დოლარი გაეღო.
თავდასხმის მსხვერპლი Bithumb-ი ადრეც გამხდარა. 2017 წელს კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კომპიუტერში შეღწევის შედეგად, ჰაკერებმა 30 000 მომხმარებლის პირადი მონაცემი მოიპარეს.
Coinrai, 2018 წლის ივნისი
ჰაკერების შემოსავალი: 40 მილიარდი ვონი (დაახლოებით 37,2 მილიონი აშშ დოლარი)
შედეგი: მწვავე კრიტიკა პრესაში
ჩრდილო კორეული ბირჟის Coinrail-ი გატეხვას კრიტპოვალუტის ღირებულების ვარდნა მოყვა. ბიტკოინის ფასი 11 %-ით დაეცა. პრაქტიკულად ყველა მსხვილი მედია საშუალება Bloomberg, Reuters, The Gurardian, the Wall Street Journal - ამ ორ მოვლენას ერთმანეთს უკავშირებდა.
მეორე მხრივ, Coinrail-ი საკმაოდ მცირე გადამცვლელია და იმ მომენტისთვის რეიტინგში 99-ე პოზიცია ეკავა. მიუხედავად ამისა ერთ-ერთ სტატიაში მომხდარში ბრალს სრულად Coinrail-ს დებდნენ. პრესაში მოყვანილი ციფრების თანახმად ჰაკერებმა 40 მილიარდი ვონი (21 მილიარდი Pundi X-ში და 14,9 მილიარდი ტოკენებში Aston). Coinrail-ი გახსნას 15 ივლისს გეგმავს.
Verge, 2018 წლის აპრილი-მაისი
ჰაკერების შემოსავალი: 35 მილიონი XVG (დაახლოებით 1,7 მილიონი აშშ დოლარი)
შედეგი: შელახული რეპუტაცია
უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში კონფიდენციალური კრიპტოვალუტა Verge (XVG) ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი ორჯერ გახდა. ტვიტერის აქაუნთის გატეხვის გათვალისწინებით კი – სამჯერ.
აპრილის დასაწყისში გაჩნდა ცნობები Verge-ს გატეხვის შესახებ. სავარაუდოთ, ბოროტმოქმედებმა კოდში არსებული შეცდომა გამოიყენეს, რომლის წყალობითაც მათ 250 000 XVG--ზე მეტი მოიპარეს. Verge-ს გუნდის წევრებმა Bitcointalk.org ფორუმზე პოსტი გამოაქვეყნეს სადაც ჰაკერულ თავდასხმას „მცირე ინცინდენტი“ უწოდეს და განაცხადეს რომ შეცდომა სამ საათში გამოასწორეს. პოსტში ეწერა „ჩვენ მოხარულნი ვართ რომ მომხდარი მხოლოდ მომხდარით შემოიფარგლა. შესაძლოა ყველაფერი უფრო ცუდად დასრულებულიყო“.
ცნობების გავრცელების შემდეგ ტოკენმა XVG საკუთარი ღირებულების დაახლოებით 25 %-ი დაკარგა.
21 მაისს Verge-ი კვლავ გატეხეს. კომპანიის ტვიტერში გამოჩნდა შეტყობინება კომპანიის მაინინგ პულებზე DdoS-შეტევის შესახებ. ამჯერად ჰაკერებმა სულ რამდენიმე საათში 35 მილიონი XVG-ი (დაახლოებით 1,7 მილიონი აშშ დოლარი) მოიპარეს.
ამის შემდეგ XVG-ის ფასი კიდევ დაახლოებით 14 %-ით დაეცა. სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის, XVG-ის ფასი $0.026131-ია.
Coincheck, 2018 წლის იანვარი
ჰაკერების შემოსავალი: 532 მილიონი ტოკენი NEM
შედეგი: Coincheck-ის ხელმძღვანელობამ ბირჟა გაყიდა
იანვარში ჰაკერებმა გადამცვლელი Coincheck-ი გატეხეს. 532 მილიონი NEM-ის (დაახლოებით 534 მილიონი აშშ დოლარი) მოპარვის შემდეგ, ბირჟა იძულებული იყო ყველა ოპერაცია შეეჩერებინა. Coincheck-ის წარმომადგენლების განმარტებით, ტოკენები ცხელი შენახვის საფულეებიდან მოიპარეს. ფონდ NEM-ის პრეზიდენტმა, ლონ ვონგმა ამ ფაქტს „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ქურდობა უწოდა“.
თავდასხმის შემდეგ, ბირჟის თანამშრომლებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც აღნიშნეს, რომ ტოკენები მართლაც ცხელი შენახვის საფულეებში ინახებოდა და არა გაცილებით საიმედო საფულეებში. Coincheck-ი ყველა კლიენტს ზარალის ანაზღაურებას დაპირდა. კომპენსაციების გადახდა კომპანიამ მარტის დასაწყისში დაიწყო და ზოგიერთი კრიპტოვალუტის გატანაც ხელმისაწვდომი გახადა.
აპრილში იაპონურმა ფინანსურმა კომპანიამ Monex Group-ი Coincheck Inc-ის აქციების 100 % 3,6 მილიარდ იენად (33,5 მილიონი აშშ დოლარი) შეიძინა. ახალმა ხელმძღვანელობამ საერთაშორისო მასშტაბებით გაფართოების გეგმების შესახებ განაცხადა. მთლიანობაში თავდასხმის შემდეგ Coincheck-მა შეძლო წელში გამართვა, თუმცა უკვე ახალი ხალხის ხელმძღვანელობით.
BitGrail, 2018 წლის თებერვალი
ჰაკერების შემოსავალი: 17 მილიონი XRB
შედეგი: სასამართლოს მიერ ფირმის საფულეების კონფისკაცია
8 თებერვალს იტალიურმა კრიპტოგადამცვლელმა BitGrail 1950 მილიონი დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტა Nano-ს მოპარვის შესახებ განაცხადა. თავდასხმამდე ერთი დღით ადრე, Nano-ს შემქმნელებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ BitGrail-ს მფლობელმა ფრანჩესკო ფირანომ მათ მცირე პრობლემის მოგვარებაში დახმარება თხოვა.
„ფირანომ BitGrail-ის საფულიდან სახსრების დაკარგვის შესახებ განაცხადა. ფირანოს მიერ შემოთავაზებული ვარიანტით - მისი ზარალის დაფარვისთვის საჭირო იყო კრიპტოვალუტის რეესტრის შეცვლა. ჩვენ რა თქმა უნდა მას უარი ვუთხარით“ – წერდნენ Nano-ს თანამშრომლები.
შემდეგ Nano-ს გუნდმა გამოაქვეყნა მტკიცებულება იმისა რომ დანაკარგების ნაწილი, რომლებსაც ფირანო აღნიშნულ თავდასხმას მიაწერდა, რეალურად 2017 წლის ოქტომბერში განხორციელებული ჰაკერული შეტევის შედეგი იყო. ფირანო ამ ინფორმაციას უარყოფდა. Cointelegraph-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მან აღნიშნა, რომ „არ აქვს მოპარული სახსრების ანაზღაურების საშუალება“ და რომ BitGrail-ის კლიენტების ზარალის სრული პასუხისმგებლობა ბლოკჩეინ ქსელ Nano-ს ეკისრება.
BitGrail-ის მომხმარებლებმა, რომლებმაც ვერ მიიღეს ვერანაირი პასუხი კითხვაზე – თუ რა გახდა ინცინდენტის მიზეზი, სასამართლოს მიმართეს. 5 აპრილს ინვესტორებმა აშშ-ს სასამართლოში ჯგუფური სარჩელი შეიტანეს. Nano შემმუშავებლების გუნდმა მათ მხარი დაუჭირა და ადვოკატების ხარჯების ნაწილის გაიღო.
მარტში, წნეხის ქვეშ მყოფი ფირანო დათანხმდა კომპენსაციების გადახდას მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც პრეტენზიებზე უარს იტყვიან. 15 ივნისს BitGrail-ის საქმე კიდევ უფრო გაუარესდა, ვინაიდან იტალიელმა სამართალდამცველებმა კომპანიის საფულეებში შენახული BTC-ები ამოიღეს. ასეთი გადაწყვეტილება სასამართლომ დაზარალებულთა საჩივრების საფუძველზე მიიღო.
MyEtherWallet, BlackWallet და Binance
იანვარში ბოროტმოქმედებმა Blackwallet.co-ს საფულეებიდან DNS-შეტევის მეშვეობით, StellarLumens (XLM) კრიპტოვალუტაში 400 000 დოლარზე მეტი მოიპარეს. თავდასხმის ანალოგიური მეთოდი იყო გამოყენებული MyEtherWallet-ის შემთხვევაშიც აპრილის თვეში.
7 მარტს Binance-ს უმსხვილესი კრიპტობირჟები გარე პროგრამული უზრუნველყოფის მხრიდან თავდასხმის ობიექტები გახდნენ. შედეგად ბოროტმოქმედებმა რამდენიმე სააღრიცხვო ჩანაწერიდან სახსრების გამოტანა შეძლოს. ინციდენტიდან მალევე Binance-ს გენერალურმა დირექტორმა ჩანპენ ჩჟაომ განაცხადა, რომ „კლიენტების ყველა აქტივი უსაფრთხოდ არის და გადამცვლელი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“ 11 მარტს Binance-მ BNB-ში (Binance Coin) 250 000 დოლარი შესთავაზა ნებისმიერ ადამიანს, რომლის მოწოდებულ ინფორმაცია ბოროტმოქმედების დაჭერაში დაეხმარება.
მასალების მიხედვით cointelegraph.com
ასევე წაიკითხეთ
მაინც საიდან იღებდა მოგებას რობინ ჰუდი?
Roobinhood-ი, უდაოდ, რევოლოციური სტარტაპია. კომპანიამ, მთლიანად საცალო ვაჭრობის კანონები მთლიანად გადაწერა. "კომისიის გარეშე" მოდელის გამოყენებით, პლატფორმა გვაძლევს საშუალებას ისეთი აქტივების შესაძენად, როგორიცაა აქციები, ინდექსები და კრიპტოვალუტა იმავე ფსონით, რაც ინსტიტუციურ ბაზრებს გააჩნიათ. ბევრი თვლის, რომ ასეთი მიდგომა ბაზრის დემოკრატიზაციას ახდენს და მთელი სფერო ახალ დონეზე აყავს.
გახდება თუ არა Monero-ს ეკლესია მემი
Monero-ს ეკლესია, რომელიც Telegram-ში, უკვე ოთხი თვეა, ყოველკვირეულად ატარებს თავის "სარიტუალო ცერემონიებს". ამ რიტუალების არსი მარტივია: Monero-ს მომხმარებლები კვირაში ორჯერ უგზავნიან ერთმანეთს 5 დოლარს XRM-ში რასაც "ნდობის წრეს" უწოდებენ. ამ მომენტისთვის ეკლესიას დაახლოებით 60 მონაწილე ჰყავს, მაგრამ ბოლო პერიოდში მათი რაოდენობა შესამჩნევად იზრდება.