სომხური ჰოლდინგის Multi Group Concern-ი და კრიპტომომპოვებელი ინდუსტრიის შვედური ლიდერის Omnia Tech Limited-ის ერთობლივი ძალისხმევით, სომხეთში მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტოვალუტის მომპოვებელი ცენტრი გაიხსნა.
არც ისე დიდი ხნის წინ ამოქმედებული ფერმა, სადაც თავდაპირველად ბიტკოინის (BTC) და Ethereum-ის (ETH) მოპოვებისთვის 3 000 დანადგარი განათავსეს, ინვესტორთა აზრით მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია. უახლოეს მომავალში, საწარმოს გაფართოების ფარგლებში კრიპტოაქტივების მოპოვებისთვის კიდევ 9 000 დანადგარის დამატება იგეგმება. პირველ ეტაპზე დატა-ცენტრს თბოელექტროსადგურიდან 50 მეგავატი ელექტროენერგია გამოეყოფა. სამომავლოდ ეს ციფრი 200 მეგავატამდე გაიზრდება.
დღევანდელი მდგომარეობით, 50 მილიონ აშშ დოლარად შეფასებულმა პროექტმა სომხეთი კრიპტომოპოვების მსოფლიო რუკაზე საკვანძო წერტილად უნდა აქციოს.
ინფრომაცია პროექტის შესახებ პირველად აპრილის თვეშ რობერტ ბელგემ გაახმოვანა და დასძინა, რომ Multi Group Concern-თან თანამშრომლობის გზით კომპანია მსოფლიოში უმსხვილეს კრიპტომომპოვებელ ფერმას შექმნიდა. ადგილობრივმა პარტნიორმა Multi Group Concern-ის სახით, ინფრასტრუქტურის მოწყობაზე და ტექნიკურ მხარდაჭერაზე პასუხისმგებლობა თავადვე იკისრა.
მსგავსი მასშტაბის კრიპტომომპოვებელი საწარმოს ამოქმედება, სომხეთისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. გახსნის ცერემონიას ქვეყნის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშიანი და Multi Group Concern-ის დამფუძნებელი გარიკ ცარუკიანი დაესწრნენ.
ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრის ყოფნამ, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სომხეთის მთავრობის მზადყოფნას კრიპტოინდუსტრიის სფეროს მხარდაჭერაში.
ენერგეტიკული ფერმებისთვის საჭირო ბუნებრივი რესურსების სიუხვის პირობებში, ევრაზიული ქვეყნები მაინინგური ბიზნესის განვთარებას სულ უფრო მეტად ემხრობიან. სომხეთის მეზობელი საქართველო კრიპტომოპოვების, ბლოკჩეინ-პროექტების და საერთაშორისო სამიტების ჩატარების სფეროში რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე გახდა.
მოცემულ სფეროში საქართველოს სომხეთი ბევრად არ ჩამორჩება. ქვეყანაში აქტიურად განიხილება საერთაშორისო ბლოკჩეინ-პროექტების მხარდასაჭერად თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესაძლებლობა.
ასევე წაიკითხეთ
Bitmain ფუნქცია Overt AsicBoos ხელმისაწვდომს ხდის
ჩინურმა მაინინგ კომპანიამ Bitmain განახლებული ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფა გამოუშვა, რომელიც ბიტკოინ მაინერებს ფუნქცია Overt AsicBoost-ის აქტივაციის საშუალებას აძლევს. მისი მეშვეობით მუშაობის ეფექტურობა იზრდება და წარმოებაზე დანახარჯი მცირდება
ნორვეგიელი მაინერები სუბსიდიების გარეშე დარჩნენ
ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნა ბიტკოინის ფასის დაკლების ფონზე, მოგების არ არსებობის გამო, მაინინგის კომპანიები იძულებულები არიან დახურონ მაინერები. ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლიდან კრიპტოვალუტური მაინერები ელექტროენერგიის ჩვეულებრივ გადასახადს გადაიხდიან.