ჩინელ მაინერებს ელექტროენერგიით მომარაგება შეუწყვიტეს

ჩინელ მაინერებს ელექტროენერგიით მომარაგება შეუწყვიტეს

მაინინგის ფერმებსა და ჩინეთის სახელმწოფოს შორის ახლახანს ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ, რომლშიც მაინინგების მუშაობის ახალი წესებია გაწერილი, მაინერებზე ჰეშრეიტის 20 პროცენტიანი დანაკარგით აისახა.

ჩინეთის სამთავრობო აუდიტორები პროვინციებში სიანცზიანსა და გუანჩჟოუში მსხვილ მაინინგის ფერმებს ამოწმებენ. შემოწმების მიმდინარეობისას ფერმებს ელექტროენერგია გაუთიშეს და, შესაბამისად, მათი მუშაობა გააჩერეს. ასეთი განკარგულება სახელმწიფომ გასცა, რათა შეემოწმებინა, თუ როგორ ასრულებენ მაინერები შეთანხმებაში გაწერილ წესებს. თავის მხრივ, მაინერებმა პირნათლად შეასრულეს სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი ყველა პირობა: ეროვნული კანონისა და წესის გათვალისწინებით დაასრულეს სამეწარმეო და კომერციული რეგისტრაციის ფორმალური ნაწილი, გაიარეს საგადასახადო რეგისტრაცია და სოციალური უზრუნველყოფა. ყველა მითითების შესრულების მიუხედავად, 5 ნოემბერს ფერმებს ელექტროენერგიის მიწოდება გაუფრთხილებლად შეუწყდათ, რის შემდეგაც მათი შემოწმება დაიწყო, ხოლო კვების წყარო დღემდე არ არის აღდგენილი.

იმის გათვალისწინებით, რომ Bitcoin-ების ემისიის უმეტესი ნაწილი ჩინეთში მდებარე მაინერებზე მოდის, საიტ Blockchain.info -ს ცნობით, ამ კვირაში ქსელის ჰეშრეიტი 20% დაეცა და 42 ეკზაჰეშს/წამში შეადგენს.

ფერმების ყოველი უმუშევარი დღის ზიანი 1 მლნ. იუანად (დაახლოებით $143 700) არის შეფასებული.

შესაძლებელია, რომ ასეთი ქმედებებით ჩინეთის მთავრობა ქვეყანაში ბიტკოინების მაინინგის მოსპობას ცდილობს, ხოლო მსოფლიოში - კრიპტოვალუტების წინააღმდეგ რეპრესიებს აგრძელებს.

თუმცა, არსებობს მომხდარის უფრო პროზაული ვერსიაც.

უკანასკნელი ცნობის თანახმად, მსოფლიოში ბიტკოინების მომპოვებელი და მომავალი Bitcoin Cash-ის ჰარდფორკის მონაწილე კომპანია Bitmain-ი პროვინცია სიანცზიანში მოწყობილობა Antminer S9 90 000 ერთეულის განთავსებას გეგმავს. წინა თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია ადგილობრივ მაინინგ-ფერმებზე 5000 თავისი მოწყობილობის განთავსებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო. თუმცა, ქეშ მწარმოებლებმა მას უარი უთხრეს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ჩვენ მონოპოლისტის ბინძური თამაშის მომსწრენი ვართ, რომელიც უფრო სუსტ მაინერებს ბაზრიდან წასვლას აიძულებს.

გარდა ამისა, უცნობი რჩება, იქონიებს თუ არა მიღებული ნორმატიული ინიციატივა Bitmain-ის და BCH-ის ჰარდფორკზე ზეგავლენას.

Читайте также

28192018-10-24

ისლანდიელმა ფერმერებმა გამოსავალი იპოვეს, თუ როგორ შეამცირონ მაინინგების ენერგოდანახარჯი

ქრისტა ჰანესდოტირი მაინინგით ყოფილი თევზის გადამამუშავებელ ქარხნის შენობაშია დაკავებული, რომელიც ისლადიაში აეროპორტ კეფლავიკის მახლობლად მდებარეობს. მან, შესაძლოა, დიდი როლი ითამაშოს ეკო-პრობლემების საკითხების მოგვარებაში, რომლებიც კრიპტომოპოვებას თან სდევს.

Майнинг
34942018-11-19

შეიძლება თუ არა მაინინგი მოხალისებრივ საქმიანობად ჩაითვალოს?

ცოტა ხნის წინ დელევერის შტატში, კომპანია OsiaNetwork-ი ფედერალურ საარჩევნო კომისიაში (FEС) კითხვით წარსდგა, არის თუ არა კანონიერი კრიპტოვალუტური მაინინგის პულები, რომლებიც სახსრებს პოლიტიკური კამპანიების მხარდასაჭერად გამოიმუშავებენ.

Майнинг

Последние статьи из раздела Майнинг

Свежее видео на канале

Выбор редакции

743422024-07-25

LendPal.io объявляет о начале бета-тестирования

LendPal.io с объявляет о начале бета-тестирования своей инновационной платформы для криптовалютного P2P-кредитования.

Новости, Стабильные коины, Трейдинг, Инвестиции, Это интересно
749882020-10-30

Топ 10 крипто кошельков в 2020 году

По мере роста популярности криптовалют растет и спрос на качественные и безопасные криптовалютные кошельки.

Кошельки
661592017-12-10

Bitcoin: пирамида или нет?

С января 2009 года, когда был сгенерирован первый генезиз-блок bitcoin-сети, прошло уже девять лет, но до сих пор всякого рода "эксперты" ломают копья в спорах: являются ли криптовалюты финансовой пирамидой или нет. Быстрый рост доходности bitcoin и прибыли тех, кто раньше стал участником этой системы, пугает схожестью с пирамидами 90-х.

Bitcoin
658722018-04-28

on-chain и off-chain управление: за и против

Чтобы понять важность управления блокчейном и дискуссии вокруг этого вопроса, сначала нужно определить что такое управление блокчейном, его роль и цели. Управление блокчейном в сфере криптовалют состоит из двух пунктов: правил протокола (кода) и экономических стимулов, на которых основана сеть.

Blockchain
511832021-05-08

Какие альткоины принесут своим держателям доход в 2021 году?

Мы решили помочь тем, кто хочет заработать на криптовалютах, но не располагает большими средствами, чтобы покупать монеты из первой пятерки рейтинга.

Альткоины
477932018-05-12

Эволюция человека и денег

Развитие биткойна и блокчейна началось приблизительно 70000 лет назад, когда хомо сапиенс превзошли свои биологические лимиты как вид. Это история, которая уходит глубоко корнями в эволюцию человечества.

Это интересно