სამხრეთ კორეის იურისტები დაჟინებით ითხოვენ, რომ მთავრობამ კრიპტოვალუტებისა და ინვესტორების დაცვის მიმართულებით კანონები შეიმუშავოს.
როგორც წესი, კორეის ადვოკატთა ასოციაცია, რომლის წევრობა ყველა ადგილობრივი იურისტისთვის სავალდებულია, კონკრეტული ტექნოლოგიების ან ბიზნეს-ინტერესების სასარგებლოდ საჯარო კამპანიებს არ აწარმოებს. თუმცა, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების განვითარება ნორმატიულ რეგულირებაში სიცხადეს საჭიროებს.
სამხრეთ კორეის მთავრობა, მსოფლიოში ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქვეყნისა, რომელშიც საქმიანობას წამყვანი კრიპტო-ბირჟები Bithumb და Coinbit ეწევიან, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების უგულებელყოფის გამო საკუთარი მოქალაქეების მხრიდან კრიტიკის სამიზნე გახდა.
„ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ მთავრობას, ნეგატიურ აღქმაზე უარი განაცხადოს და ისეთი კანონები შეიმუშავოს, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებას შეუწყობს ხელს და იმ პრობლემების პრევენციას განახორციელებს, რომლებიც კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით იქმნება“, - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა კიმ ჰიუნმა პარლამენტში პრესს-კონფერენციაზე გამოსვლისას.
მთავრობამ განაცხადა, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის რეგულირების შესახებ საკუთარ პოზიციას მხოლოდ პრობლემის საგულდაგულოდ შესწავლის შემდეგ გაახმოვანებს, რასაც ამჟამად როგორც სახელმწიფო, ასევე საფინანსო მარეგულირებლები ახორციელებენ.
ბლოკჩეინ ტექნოლოგია ტრანზაქციების აღრიცხვის საშუალებას იმგვარად იძლევა, რომ აქტივები გაყალბებისა და თაღლითობისგან დაიცვას. თუმცა, ვინაიდან ბიტკოინ-მისამართების გატეხვის მრავალი შემთხვევა არსებობს, იურისტები მთავრობას მოუწოდებენ, ტექნოლოგიების შესაძლებლობები სათანადო რეგულირებით გააძლიეროს და მომხმარებლების აქცივები დაიცვას.
მასალების მიხედვით in.reuters.com
ასევე წაიკითხეთ
აშშ-ს ახალი კანონმდებლობა სთავაზობს, რომ კრიპტოვალუტა ფასიან ქაღალდებად არ ჩაითვალოს
ჩაითვალოს 20 დეკემბერს აშშ-ს ორმა კონგრესმენმა წარმომადგენელთა პალატას განსახილველად კანონპროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით კრიპტოვალუტა ფასიან ქაღალდებად აღარ ჩაითვლება. „2018 წლის კანონპროექტი ტოკენების კლასიფიკაციის შესახებ“ უორენ დევიდსონმა და დარენ სოტომ წარადგინეს. ის ფასიანი ქაღალდების შესახებ 1933 წლის კანონსა და 1934 წლის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონში ცვლილებების გზით, ფასიანი ქაღალდების განსაზღვრებიდან ციფრული ვალუტების ამოღებას სთავაზობს.
ისრაელის საგადასახადო სამმართველომ კრიპტოგადასახადებზე დაიწყო ნადირობა
ისრაელის საგადასახადო სამმართველო (ITA) შესაბამის ზომებს ატარებს იმ პირების მიმართ, რომლებიც კრიპტოვალუტისგან გადასახადების გადახდას არიდებს თავს. ისრაელის კრიპტოტრეიდერებისთვის შესაბამისი გაფრთხილება უკვე გამოქვეყნებულია.

