ესპანური საგადასახადოს ორგანოების კრიპტოვალუტის მფლობელების იდენტიფიკაციის მცდელობა, გაწეულ ხარჯებს ამართლებს. რამოდენიმე ფირმაში გამოძიების ჩატარების შემდეგ, სახელმწიფო ხაზინა კრიპტოვალუტაზე ახალი გადასახადის შემოღების მიზეზს ეძებს.
El Pais ინფორმაციის თანახმად, ა. წ. აპრილში ესპანეთის ხაზინა სხვადასხვა კომპანიებს კრიპტოვალუტის მფლობელების შესახებ ინფორმაცია მოითხოვეს. მათ შორის იყო 16 მსხვილი ბანკი, 40 ფირმა, რომელიც კრიპტოვალუტურ გადახდების დახმარებას უზრუნველყოფენ, ასევე, რამოდენიმე შუამავალი, როგორიცაა სერვისების მიმწოდებლები და ბანკომატების ოპერატორები.
El Pais გამომცემლობის ინფორმაციით, მსგავსი მოთხოვნების მეშვეობით, ხაზინამ 15 000 გადასახადების გადამხდელზე მიიღო ინფორმაცია, რომლებიც კრიპტოვალუტას ფლობენ. გაზეთის სტატიიდან გაურკვეველია - ჩართულია თუ არა "იღბლიანთა" სიაში კომპანიები და ფირმები, თუ ხაზინა მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ფლობს ინფორმაციას.
ესპანეთში ნებისმიერი კრიპტოვალუტური კაპიტალისგან შემოსავალი ახლა უკვე 19%-დან 23%-მდე დაიბეგრება. საპროცენტო განაკვეთი ფიზიკური პირის კაპიტალის შემოსავლი განაპირობებს. ჯერ რთულად გასაგებია, თუ როგორ აპირებს ქვეყნის ხელისუფლება კრიპტოვალუტაზე გადასახადის დაწესებას.
მაშინაც კი, თუ სახელმწიფო კრიპტოვალუტის ჰოლდერების შესახებ ინფორმაციით განაგებს, როგორმე მოუწევთ გადასახადის გადახდა აიძულონ. ბოლოს და ბოლოს კრიპტოვალუტა - არ არის ქცია, ჰოლდერები არანაირ დივიდენდებს არ იღებენ.
გარდა ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საგადასახადო მმართველობა კრიპტოვალუტაში მიიღებს გადასახადს. ასეთ შემთხვევაში, გაურკვეველია, როგორ დაკონვერტირდება კრიპტოვალუტა ფიატში - იმის გათვალისწინებითაც, რომ მოცემულ მომენტში ნებისმიერმა კრიპტოვალუტამ შეიძლება თავისი ფასის მესამედი დაკარგოს კვირის განმავლობაში.
ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ესპანეთის მთავრობა, კრიპტოვალუტურ გადასახადს არ განიხილავენ როგორც, ბიუჯეტის შევსების გზა, არამედ თაღლითური მოქმედების აღმოსაფრქველად იყენებს, რომლებიც არც თუ ისე იშვიათია კრიპტოვალუტურ ინდუსტრიაში.
ასევე წაიკითხეთ
ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი
ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.
FATF-ი კრიპტოვალუტებისთვის რეგულირების ერთიანი წესების შემოღებას ითხოვს
ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პარიზის გლობალური ორგანიზაციის აზრით, კრიპტოაქტივების რეგულაციების გამკაცრების და ციფრული აქტივების კონტროლის ერთიანი გლობალური სისტემის შემოღების დრო დადგა.