ინტერნეტ სააგენტო Digital Catapult-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, დიდ ბრიტანეთში ციფრული ტექნოლოგიების სექტორში არსებული არაგამჭვირვალე რეგულირება ქვეყნის ბლოკჩეინ კომპანიებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად იქცა.
რეგულირების პრობლემები ევროკავშირის მონაცემთა საერთო დაცვის შესახებ დებულებას (GDPR) შეიცავს. ვინაიდან GDPR პერსონალური მონაცემების გამოყენებისა და შენახვის მიმართულებით ევროპაში არსებულ ნორმატიულ ლანდშაფტს აერთიანებს, კანონმდებლობა ბლოკჩეინ კომპანიებისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა, ვინაიდან მონაცემთა დაცვა ერთი რომელიმე კონკრეტული წერტილით არ შემოიფარგლება.
ეს კანონმდებლობა იმ კომპანიებს უქმნის პრობლემებს, რომლებიც საჯარო ბლოკჩეინებს იყენებენ. ეს უკანასკნელნი, ადგილმდებარეობის მიუხედავად, ყველასთვის ღიაა. მონაცემთა ბაზის სრული ასლები მათში ყველა კვანძში რეპლიცირდება, რომლებიც ქსელში მონაწილეობს, რაც მონაცემთა გამოყენების არჩევით შეზღუდვას შეუძლებელს ხდის.
გარდა ამისა, GDPR მოქალაქეებს საკუთარი პერსონალური მონაცემების ნებისმიერ მომენტში წაშლის უფლებას აძლევს, ეს კი საჯარო ბლოკჩეინების ბუნებასთან წინააღმდეგობაში მოდის, სადაც მონაცემები შეყვანის შემდეგ უცვლელი რჩება.
წუხილისთვის კიდევ ერთ მიზეზად ICO-ს მეშვეობით სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებულ რეგულირების ირგვლივ არსებული გაურკვევლობა გახდა.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის აპრილში დიდი ბრიტანეთის ფინანსური ზედამხედველობის სამმართველომ განაცხადა, რომ ICO-სთან მიმართებაში რეგულირების მიღებას გეგმავს, მაგრამ ჯერ ამის შესახებ არავითარი განმარტება არ გამოქვეყნებულა. ეს იმ გეგმებს აფერხებს, რომლებიც შესაძლოა ზოგიერთ ICO-პროექტს ჰქონოდა:
ეს საკითხი იმ კომპანიების მხრიდან არაერთხელ იყო დასმული, რომლებიც ვერ იგებენ, რეგულირების გაურკვევლობის გათვალისწინებით, ICO-ს დიდ ბრიტანეთში გატარება ან დიდი ბრიტანეთის მოსახლეობისთვის მასში მონაწილეობაზე ნების დართვა შეუძლიათ თუ არა.
რეგულირების საკითხებმა გავლენა ასევე ბლოკჩეინ კომპანიებსა და ტრადიციულ ფინანსურ დაწესებულებებს შორის არსებულ ურთიერთობაზე მოახდინა. გამოკითხვაში, რომელიც 264 კომპანიას შორის ჩატარდა, კომპანიების 54%-მა მიუთითა, რომ იმ ფირმებში, რომლებსაც კრიპტოვალუტის კომპანიებისთვის მომსახურეობის გაწევისას სირთულეები გაუჩნდათ, საბანკო ანგარიშის გახსნისას წინააღმდეგობას აწყდება.
კვლევამ აჩვენა, რომ ფირმებს, რომლებსაც ციფრული აქტივები გააჩნია, ბანკში ანგარიშის გახსნა უჭირთ, მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორები ფულის გათეთრებასთან ბრძოლისთვის აუცილებელ ყველა ზომას მიმართავენ და KYC-ს პროცედურას იცავენ.
მასალების მიხედვით ccn.com
ასევე წაიკითხეთ
SEC-ი ICO-სთან მიმართებაში გაცემულ რეკომენდაციებში გარკვევას აპირებს
ფასიანი ქაღალდების და ბირჟების ამერიკულმა კომისიამ (SEC) გადაწყვიტა საბოლოოდ გაერკვეს თუ რა შემთხვევაში შეიძლება კრიპტოვალუტების ფასიან ქაღალდებთან გაიგივება.
ჩრდილოეთ დაკოტის მარეგულირებელმა რუსული სტარტაპი აკრძალეს
აშშ-ში, შტატ ჩრდილოეთ დაკოტას ფინანსურმა მარეგულირებელმა თაღლითურ რუსულ კრიპტოვალუტურ კომპანიას ფინანსური ოპერაციების განხორციელების საშუალება არ მისცეს. როგორც გაირკვა, რუსული ფირმა ბრუნვაში მონეტების (ICO) გაშვების მიზნით, თავს ლიხტენშტაინში დარეგისტრირებულ ბანკად ასაღებდა.