ჰაკერმა კანადის ძირძველი მოსახლეობის ფედერაციისგან გამოსასყიდის სახით bitcoin მიიღო

ჰაკერმა კანადის ძირძველი მოსახლეობის ფედერაციისგან გამოსასყიდის სახით bitcoin მიიღო

ორგანიზაციამ, რომელიც კანადის მკვიდრ ტომებს წარმოადგენს, გამოსასყიდის სახით ჰაკერს 20 000 აშშ დოლარის ღირებულების bitcoin გადაუხადა, რათა მის მიერ ორგანიზაციის კუთვნილი დაშიფრული ფაილებისადმი წვდომა დაებრუნებინა.

კანადის ტელე-რადიო სამაუწყებლო კორპორაციის ინფორმაციის თანახმად (CBC), კანადის ძირძველი მოსახლეობის ფედერაციამ (FSIN) ანონიმურ ჰაკერს, რომელმაც მათ კომპიუტერულ სისტემაში შეაღწია, 20 000 აშშ დოლარის ღირებულების bitcoin გადაუხადა. არსებული ინფორმაციის თანახმად, ჰაკერი FSIN-ის წარმომადგენლებს პირველად 5 თვის წინ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაეკონტაქტა. მან ფედერაციის ფაილებისადმი წვდომის აღსადგენად 100 000 აშშ დოლარის ღირებულების bitcoin გადახდა მოითხოვა.

ჰაკერმა ორგნიზაციის შიდა ფაილებსა და ელ. ფოსტებზე კონტროლი მთლიანად ჩაიგდო ხელში და თანამშრომლების წვდომაც მთლიანად აღკვეთა. მის ხელთ აღმოჩნდა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ფედერაციის კომპიუტერებში ინახებოდა, მათ შორის იურიდიული დოკუმენტები და ფედერაციის წევრების პირადი ინფორმაცია.

საინტერესო ის არის, რომ ჰაკერი დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ შეამჩნია და თუ როდის მოხდა სისტემაში შეღწევა - უცნობია. ასევე უცნობია ის, დაიტოვა თუ არა ჰაკერმა ინფორმაციის ასელები მას შემდეგ, რაც ჰაკერს გამოსასყიდი გადაურიცხეს. ფედერაციის წევრებისთვის სისტემაში შეღწევა მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც მათ ჰაკერი გამოსასყიდის თაობაზე დაეკონტაქტათ. FSIN -ს აუდიტის და სახაზინო კომიტეტის ჩატარებულ საგანგებო სხდომაზე ერთიან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

პოლიციის საქმის კურსში ჩაყენება და ჰაკერული შეტევის შესახებ ინფორმციის გავრცელების ინიციტივა არ იყო რეალიზებული, ხოლო ჰაკერთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობას გამოსასყიდის გადახდა იმ მიზეზით არ სურდა, რომ ფაილებისადმი წვდომის დაბრუნების გარანტია არ არსებობდა.

შესაძლოა, ჰაკერი გამოსასყიდის გარეშეც დარჩენილიყო, რომ არა FSIN-ის ერთ-ერთი წევრის ინიციატივა. მან ჰაკერს ანონიმურად 20 000 აშშ დოლარის ღირებულების bitcoin გადაურიცხა. გადამხდელის ვინაობა ცნობილი არ არის, ორგანიზაცია კი მომხდარზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ფედერაცია თავისი კოლეგისგან თვითნებობის ახსნა-განმარტებას ითხოვს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ კიბერთავდასხმის შემდეგ ფედერაციამ კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კერძო კომპანია დაიქირავა. ამ ეტაპზე ორგანიზაცია საშტატო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. 

ასევე წაიკითხეთ

32982018-12-19

ყალბი Facebook ექაუნთები თქვენი ბიტკოინების წართმევას ცდილობენ

ამ თვის განმავლობაში Facebook-ის ზოგიერთმა მომხმარებელმა შეამჩნია, რომ კომპანია Bitmain-მა, თავის „პარტნიორობის“ შესახებ ჩანაწერების კომენტარებში რეკლამა განათავსა, რომელშიც მომხმარებლებს კრიპტოვალუტური ტრანზაქციის შესრულებას სთავაზობს. პოსტი საეჭვოდ გამოიყურებოდა და გვერდის დაჰაკვის ეჭვიც მალევე გაჩნდა.

უსაფრთხოება
38622018-11-21

ბაზარი Trezor One-ის ყალბი სააპარატო საფულეებით დაიტბორა

Trezor-ის სააპარატო საფულეს მწარმოებელი გვაფრთხილებს, რომ მისი ერთ-ერთი მოდელი - Trezor One, კლონირებულია და იგი მეორად ბაზარზე გადაიყიდა. იმიტაციის მწარმოებელი, რომელიც ორიგინალს ძალიან ჰგავს, კომპანიისთვის უცნობია.

საფულე, უსაფრთხოება

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან უსაფრთხოება

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64332018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43192018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33692018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33542018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32772018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain