ტვიტერი ფეიკ კრიპტოვალუტის რეკლამით არის გადაჭედილი და თაღლითებმა ფეისბუკ-სივრცის ათვისებაც გადაწყვიტეს. ტვიტერში თაღლითები უფასო ბიტკოინების დარიგების ხერხს იყენებენ, ხოლო ფეისბუკზე, მათ მომხმარებლებისგან საკრედიტო ბარათების შესახებ ინფორმაციის გამოტყუება სცადეს.
ერთ-ერთ ასეთ პოსტს CNBC-ის ყალბ გვერდზე გადავყავართ, სადაც მომხმარებელს, დიდი მოგების ნახვას არარსებულ კრიპტოვალუტაში - CashlessPay-ში, ინვესტირების შედეგად ჰპირდებიან. როგორც კი თქვენ ფეიკ გვერდზე მითითებულ ბმულზე გადადიხართ, თაღლითობის კვალი უფრო ნათლად ჩანს, თუმცა გაურკვეველი მომხმარებელი, შესაძლოა, მოტყუვდეს. პირველ რიგში, URL მისამართი, CNBC-ის დომენს არ შეესაბამება.
საიტზე განთავსებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ სინგაპურმა ახალი კანონი მიიღო, რომელიც კრიპტოვალუტის აღიარების პროცესს ემსახურება და ასევე, საკუთარი ტოკენის - Singapore official coin-ის გამოშვებასაც გეგმავს. ამავე ინფორმაციის თანახმად, მონეტის ყიდვა-გაყიდვას კომპანია CashlessPay Group-ის დახმარებით იქნება შესაძლებელი. საიტზე სხვა ყალბი კრიპტოვალუტის CashlessPay-ის ბმულიც არის მითითებული და არცერთი მათგანი არ მუშაობს. მუშაობს მხოლოდ ვებ-გვერდის ზედა მხარეს განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც მომხმარებლებმა უნდა შეავსონ და პერსონალური მონაცემები მიუთითონ, მათ შორის - ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
მას შემდეგ, როდესაც „მსხვერპლი“ აღნიშნულ ფორმას შეავსებს, საიტი მას კრიპტოვალუტური პლატფორმების Roiteks-ის ან CoinPro Exchange-ის გვერდებზე ამისამართებს. არცერთი პლატფორმა დარეგისტრირებული არ არის, რაც სავსებით ლოგიკურია. მიუხედავად იმისა, თუ რომელ გვერდზე აღმოჩნდება მომხმარებელი, მას პირადი ინფრომაციის მითითებას კიდევ ერთხელ სთხოვენ და შემდეგ კი - საკრედიტო ბარათის მონაცემებს.
ჩვენმა ჯგუფმა საგადასახადო საშუალების ტესტირებისთვის კომპანია PayPal-ის პოპულარული ინსტრუმენტი გამოიყენა, რათა გაეგო, თუ რა მოხდებოდა საკრედიტო ბარათის შესახებ ინფორმაციის განთავსების შემდეგ. ყველა ტრანზაქცია უარყოფილი იქნა.
აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ სკამერები კრიპტოვალუტის პოპულარულობას თავიანთი მაქინაციებისთვის იყენებენ, ფულის მოპარვა მათ ძველი მეთოდით -საბანკო ანგარიშიდან სურთ.
საინტერესოა ისიც, რომ თაღლითებმა თავიანთი ყალბი რეკლამის განთავსება ფეისბუკის უსაფრთხოების გავლით მოახერხეს.
მასალების მიხედვით https://thenextweb.com
ასევე წაიკითხეთ
NEO-ს ბაგი ჰაკერებს შემოსავალის საშუალებას აძლევს
ჩინური ინტერნეტ-კომპანია Tencent-ის თანახმად, NEO-ს მომხმარებლებმა ნებისმიერ წამს შეიძლება დაკარგონ თავისი ფული, ვინაიდან, ცოტა ხნის წინ უსაფრთხოების სისტემაში სისუსტე აღმოჩნდა, რომელიც ჰაკერებს ამის გამო დისტანციური წვდომის საშუალებას აძლევს.
ბოტ-ქსელები DDoS-ატაკიდან ფარულ მაინინგზე გადავიდნენ
2018 წლის მიწურულს, კიბერუსაფრთხოებით დაკავებული კომპანიები თავიანთ ანგარიშებს აქვეყნებენ, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი წლის განმავლობაში შექმნილი კიბერ-საფრთხეები. გარდა ამისა, კომპანიები ინტერნეტ-მომხმარებლებს რეკომენდაციებს აძლევენ, თუ რა ტიპის საფრთხეებს უნდა ელოდონ მომავალ წელს