სამხრეთ კორეაში კრიპტოვალუტის მეორე უმსხვილესმა ბირჟა Bithumb-მა ახალი დეცენტრალიზებული სავაჭრო ბირჟა (DEX) ოფიციალურად გახსნა. ამ ახალი ინიციატივის განხორციელება One Root Network (RNT)-თან პარტნიორობით გახდა შესაძლებელი, რომელმაც დეცენტრალიზებული ტრანზაქციების განხორციელებისთვის ტექნოლოგია Ethereum-ზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული პროტოკოლი წარმოადგინა.
პროტოკოლი R1 შეკვეთების დაყოფისა და შეკვეთების შესრულებისთვის გამოიყენება და ითვლება, რომ ის მთელი პროცესის ეფექტურობას ზრდის. ბირჟაზე ლიკვიდურობისა და წესრიგის შესახებ ინფორმაცია ასევე R1-ზე დაფუძნებული სხვა სავაჭრო პლატფორმებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. ამგვარად, ლიკვიდურობის დიდი პული ვაჭრობის დასაწყისიდანვე იქნება წარმოდგენილი.
ვინაიდან კრიპტო სექტორი მარეგულირებელი ორგანოების ყურადღებას სულ უფრო მეტად იზიდავს, Bithumb-მა პლატფორმის მართვისთვის უცხოური ოპერატორის გამოყენება გადაწყვიტა, იმისთვის, რომ პრობლემებს და სამხრეთ კორეაში მარეგულირებლების მიერ დაწესებულ ადგილობრივ შეზღუდვებს აარიდოს თავი. ამასთან, ცოტა ხნის წინ Bithumb-ის აქციების საკონტროლო პაკეტი $354 მილიონად კონსორციუმს მიჰყიდეს, რომელსაც სინგაპურელი პლასტიკური ქირურგი ხელმძღვანელობს.
გაშვების ფარგლებში, Bithumb-მა სარეკლამო აქციების ჩატარების შესახებ განაცხადა. კომპანია $ 100,000 USD (500 ETH) ჯილდოს გაცემას airdrops-ის მეშვეობით აპირებს. ახალ პლატფორმაზე ყველაზე დიდი აქტივობის მქონე მომხმარებლებს ჯილდოს მიღების საშუალება ექნებათ.
როგორც ჩანს, იმ კომპანიების გარკვეული ტენდენცია არსებობს, რომლებიც დეცენტრალიზებულ ბირჟებს ქმნიან, ვინაიდან მათ ცენტრალიზებული პლატფორმების ზოგიერთი პრობლების გადალახვა სჭირდებათ. ისეთმა მსხვილმა მოთამაშეებმა, როგორც Binance და Kyber, ამ ბაზარზე შესვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, მათ კვალდაკვალ მსგავს ინიციატივებს სხვა კომპანიებიც უშვებენ. დეცენტრალიზებული გაცვლები ცენტრალიზებული პლატფორმებისგან განსხვავდება, ვინაიდან მომხმარებლები კრიპტოაქტივებს მუდმივად ინახავენ, მესამე მხარის არსებობის საჭიროების გარეშე, ამის ნაცვლად კი სისტემა P2P-ს იყენებენ. ამგვარად, დეცენტრალიზებული გაცვლები უფრო უსაფრთხოა, ვინაიდან მომხმარებლები საკუთარ ფულზე აგებენ პასუხს.
დეცენტრალიზებული ბირჟა Waves DEX ჯერ კიდევ ივლისში ჩაეშვა, მას შემდეგ, რას ჰაკერებმა ბირჟის საიტი მიიტაცეს, ამიტომ დეცენტრალიზებული გადაწყვეტილებები შესაძლოა მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქნეს გამოყენებული.
Binance Changpeng «CZ»-ის დამაარსებელმა ჩჟაომ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ დეცენტრალიზებულ ბირჟებზე მათ ნაკლები კონტროლი აქვთ, ეს კარგიცაა და ცუდიც. სხვათა შორის, ლისტინგის მიღება ასეთ ბირჟებზე უფრო ადვილია, ამიტომ ცხადია, ბიზნესის ეს სახეობა ნაკლებ თაღლითს იზიდავს.
ასევე წაიკითხეთ
Coinbase ვენჩურულ კაპიტალს იზიდავს
დათვის თათის ზეწოლის ქვეშაც კი ინვესტორები კრიპრობიზნესში პერსპექტივებს ხედავენ. კრიპტობირჟა Coinbase-მა განაცხადა, რომ ამჟამად მას 8 მილიარდ დოლარზე მეტად აფასებენ მას შემდეგ, რაც მან 300 მილიონი დოლარის ოდენობით დაფინანსების მორიგი რაუნდი დახურა, რათა „კრიპროვალუტების და ციფრული აქტივების მიღება დაეჩქარებინა“.
ინდური ბირჟა Zebpay მალტაში გადავიდა
ამჟამად ინდური კრიპტო-ბაზრის მომავალი პირდაპირაა დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ბირჟასა და ცენტრალურ ბანკს შორის არსებულ დავას განიხილავს.