ამის შესახებ დუბაიში ჩატარებულ ბლოკჩეინ-სამიტზე ბირჟის თანადამფუძნებელმა მოჰით დავარმა განაცხადა. დუბაის სამიტი - კრიპტოსივრცეში ერთე-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, სადაც კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი ამბიციური გეგმები ფართო აუდიტორიას გააცნონ. სამიტს 1000-ზე მეტი ადამიანი ეწვია.
ჯგუფი Huobi ჩინეთში 2013 წელს დაარსდა და მოგვიანებით თავისი სათავო ოფისი სინგაპურში გადაიტანა, რადგან ჩინეთში კრიპტოვალუტაზე ამკრძალავი სანქციები დაწესდა. ამ ეტაპზე ბირჟა მსოფლიოს 130 ქვეყანაზე მეტს სთავაზობს თავის მომსახურებას, ხოლო მისი ბრუნვა - 1 ტრილიონ აშშ დოლარს აღემატება.
ბირჟა გაფართოვების მიზნით ბირჟის ფარგლებს გარეთ ვაჭრობასაც გეგმავს, ასევე აპირებს ხელი შეუწყობს ბლიკჩეინ-პროექტების შექმნას, საზოგადოების განვითარებას და საგანმანათებლო ცენტრის შექმნას.
ბირჟამ ტოკენებით ვაჭრობის ბეტა-ვერსიით პროექტი უკვე გაუშვა. Huobi ცდილობს მთელ რეგიონს უსაფრთხო და სანდო სავაჭრო პლატფორმა შეთავაზოს.
ბირჟის სტრატეგიულ გეგმებში შედის მსხვილ მოთამაშეებთან მჭიდრო პარტნიორობა. მათ შორის არის კომპანია AI Trader-ი, რომელიც თავის მომხმარებლებს ციფრული აქტივების ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე მართვას სთავაზობს. ასევე, ბირჟა გეგმავს ისეთ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რომლებიც მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტრეიდინგად აქცევენ.
კომპანია Taklimakan-ის გენერალური დირექტორი რაშიდ იუსუფი თვლის, რომ გაერთიანებული არაბული ემირატები კრიპტოვალუტის სფეროს ლიდერობის გზას ადგას. აღნიშნულ რეგიონში სხვა ქვეყნებიც იყენებენ კრიპტოვალუტას და ბლოკჩეინს, თუმცა სათანადო ნორმატიულ ბაზას არ ფლობენ.
აფრიკის მხოლოდ რამოდენიმე ქვეყანა იყენებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს, თუმცა სხვა დანარჩენ მსოფლიოს ნელი ნაბიჯებით მაინც ეწევა.
ბირჟა Binance-მა უგანდას ახლახანს შეთავაზა თავისი მომსახურება, მომავალში კი ახალი ტერიტორიების დაიპყრობასაც გეგმავს, რადგან ტრადიციულ, უფრო წვრილ ბაზრებს უკვე კარგად ნაცნობი ბლოკჩეინ-კომპანიები ემსახურებიან.
ასევე წაიკითხეთ
Bitfinex-მა და Poloniex-მა Bitcoin Cash-ის ფორკით ვაჭრობა დაიწყეს
Bitfinex-ის ბირჟამ Bitcoin Cash-ის განცალკევებული ქსელის ტოკენებისთვის ბაზრის გახსნის შესახებ განცხადება გააკეთა. შესაბამისი ფორკი 15 ნოემბერსაა დაგეგმილი. ვაჭრობისთვის ტოკენები გამოშვებამდე ხელმისაწვდომია და მათ დოლარებთან და ბიტკოინებთან წყვილებში გვთავაზობენ (BAB/USD, BAB/BTC, BSV/USD და BSV/BTC). გასულ კვირაში Poloniex-მა ორი შემოთავაზებული ფორკით ვაჭრობა დაიწყო Bitcoin Cash – Bitcoin Cash ABC (BCHABC) და Bitcoin Cash SV (BCHSV).
ბირჟა Huobi-მ შესაძლოა 32 კრიპტოვალუტა ვაჭრობიდან ამოიღოს
Huobi მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვლესი კრიპტოვალუტური ბირჟაა. ცოტა ხნის წინ მან რისკის ზონაში მყოფი 32 ციფრული ვალუტის ჩამონათვალი გამოაქვეყნა.