კიბერ-დაცვის კომპანია Group-IB-ი, თავის პარტნიორ IT-პლატმორმა CryptoIns-სთან ერთად აცხადებს, რომ „შეიმუშავა მსხვილ ბირჟებზე განთავსებული კრიპტოაქტივების ადეკვატური გადაფარვისთვის სადაზღვევო პრემიების განსაზღვრის მსოფლიოში პირველი შეფასების სისტემა“
CryptoIns-ის ახალი სადაზღვეო პოლისი პროგრამული უზრუნველყოფის კიბერ- გატეხვას, ქურდობას, თაღლითობასა და კრიპტოპლატფორმის თანამშრომლების უკანონო ქმედებისგან მიყენებული ზარალის დაფარვას მოიცავს. CryptoIns-ი ტოკენების მფლობელებს საკუთარ სადაზღვევო პოლისებს ათზე მეტ ბირჟას სთავაზობს.
კომპანია CryptoIns-ი ახალი სადაზღვეო პოლისის სტრუქტურის აღწერისას აღნიშნავს, რომ ის სხვადასხვა კრიპტობირჟების რანჟირებას რიგი კატეგორიების მიხედვით ახდენს, რომლებშიც ასევე მოიაზრება „ტექნიკური უსაფრთხოების დონე, გასაღებების შენახვის, პაროლებისა და კლიენტების პირადი მონაცემების დაცულობის საიმედოობა“. ასევე შეფასების კრიტერიუმებს განეკუთვნება რისკების მართვის ინდივიდუალური სისტემები, KYC-ს პროცედურების დაცვის სიხისტე და ამასთან ერთად AML სახსრების გათეთრებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი.
CryptoIns-მა კრიპტოვალუტური პლატფორმები საერთო რისკის მიხედვით ოთხ ძირითად ჯგუფად დაყო. დადგინდა, რომ პირველი ჯგუფის მოედნებს საერთო რისკის უმცირესი დონე გააჩნიათ, იმ დროს, როდესაც მეოთხე ჯგუფი მონიშნულია, როგორც „აბსოლუტურად დაუზვეველი“. CryptoIns-ის სადაზღვეო პოლისების ჯამური ღირებულება განისაზღვრება იმით, თუ რომელ ჯგუფში შედის კრიპტოპლატფორმა. საბაზისო განაკვეთი კვარტალური 2,5 პროცენტიდან იწყება, ამასთან, შეღავათები დაჯგუფებების გაცვლის საფუძველზე დგინდება.
უძველესმა კრიპტოვალუტურმა ბირჟა Kraken-მა უსაფრთოების უმაღლესი რეიტინგი მიიღო და პირველ ჯგუფში ერთადერთია სადაზღვევო 1,25% -იანი განაკვეთით.
Bittrex-ი და Coinbase Pro 1,5%-იანი შესატანით მეორე ჯგუფში შედიან. მესამე ჯგუფი, 1,9% სადაზღვევო შესატანით, მოიცავს კრიპტობირჟებს Binance-ს, Bitifinex-ს, Bithumb-ს, Bitmex-ს, Localbitcoins-ს, MyEtherWallet-სა და Poloniex-ს.
მეოთხე, ყველაზე ნაკლებად უსაფრთხო გაცვლების ჯგუფი აერთიანებს Zaif-ს, Bitstamp-ს, Bit-Z-ს და OKEx-ს, Huobi Pro-სა და Coincheck-ს.
უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი შედეგები არ ასახავენ რაიმე სახის რეალურ საფრთხეს. კომპანიამ მინიშნება გააკეთა, რომ მხოლოდ აღქმად სადაზღვევო რისკებს ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ, ბირჟა Kraken-მა, ციფრული საზომით ხანგრძლივი ისტორიით და გამოცდილი დეველოპერებით, დამზღვევის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.
მასალების მიხედვით coindoo.com
ასევე წაიკითხეთ
Huobi-მ დაანონსა რუსეთის ფილიალის გახსნის თარიღი
7-8 ნოემბერს, სანქტ-პეტერბურგში გამართულ კონფერენციაზე, "Blockchain Life" Huobi Russia-ს მმართველმა სერგეი გრაჩევმა და Huobi Global-ის დირექტორმა ედვარდ ჩენმა განაცხადეს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ მსხვილი კრიპტოვალუტური პლატფორმა Huobi, 12 ნოემბერს რუსეთში თავის ოფისს გახსნის.
OKEx-მა Binance ჩაანაცვლა და ვაჭრობის მოცულობით პირველ ადგილზე გავიდა
კრიპტობირჟა OKEx-მა სადღეღამისო ვაჭრობის მოცულობით Binance-ს მნიშვნელოვანი დისტანციით გადაუსწრო, რომელმაც რეიტინგის უმაღლესი საფეხური დაკარგა, 50% ვაჭრობის მოცულობის შემცირებით, Huoibi-მ მესამე პოზიციის შენარჩუნება მოახერხა.