იაპონური ბირჟა Coincheck წლის ბოლოს ლიცენზიას აიღებს

იაპონური ბირჟა Coincheck წლის ბოლოს ლიცენზიას აიღებს

ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტოს Nikkei-ს ცნობით, იაპონიის ფინანსური მომსახურეობის სააგენტო (FSA) კრიპტოვალუტური ბირჟა Coincheck-ისთვის ლიცენზიის გაცემას აპირებს.

ჰაკერულ შეტევამდე Coincheck-ი იაპონიის უმსხვილეს ბირჟად ითვლებოდა. შეტევამ, რომლის შედეგად Coincheck-ი 58 მილიარდ იენით (511 მილიონი აშშ დოლარი) დაზარალდა, ვაჭრობის შეწყვეტა აიძულა. ბირჟამ თავის კლიენტებს, ბაზრის დაცემის წინ, აქტივების გაყიდვის საშუალება არ მისცა.

FSA თვლის, რომ მას შემდეგ, რაც ბირჟა ონლაინ-ბროკერმა Monex Group-მა შეისყიდა, კომპანიამ კლიენტების ინტერესებზე ზრუნვის და სისტემების უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით მდგომარეობა გააუმჯობესა.

2017 წელს იაპონიამ გადახდის საშუალებების შესახებ კანონს გადახედა, რათა   კლიენტთა ინტერესები დაეცვა და ფულის გათეთრება აეცილებინა თავიდან. ასევე, მთავრობამ კრიპტოვალუტური ბირჟების ლიცენზირების სისტემას გადახედა. Coincheck-ს ლიცენზიის მიღებამდე დროებით ვაჭრობა უკვე ნებადართული ჰქონდა.

გატეხვის შემდეგ, FSA-მ ბირჟას რეკომენდაციები ორჯერ გაუგზავნა, სადაც ბიზნეს-ოპერაციების, მომხმარებლების დაცვის სისტემის და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პოლიტიკის გაუმჯობესებას ურჩევს.

ამ მომენტისათვის Coincheck-ი იმ კრიპტოვალუტებს განიხილავს, რომლებსაც თავის ლისტინგში დაუშვებს. კრიპტოვალუტური ბაზრის დაცემის შემდეგ, Coincheck-მა თავის კლიენტებს, კომპენსაციის სახით, 46 მილიარდი იენი გადაუხადა.

FSA-ს მხრიდან Coincheck-თვის ლიცენზიის გაცემის გადაწყვეტილება, სხვა ასობით კომპანიისთვის ლიცენზიების გაცემის პროცესს მისცემს იმპულსს, რომლებიც მარეგულირებლის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ამიტომ, FSA თავის გადაწყვეტილებას კარგად აწონ-დაწონის და Coincheck-ის ბიზნეს-გეგმებს, ჰაკერული შეტევების და სხვა სახის თაღლითობის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს ყურადღებით შეისწავლის.

მასალების მიხედვით asia.nikkei.com

ასევე წაიკითხეთ

23902018-10-24

Coinbase-ი USDC-ს მხარდაჭერას უზრუნველყოფს

23 ოქტომბერს ყველაზე ცნობილმა კრიპტოვალუტურმა ბირჟამ Coinbase განაცხადა, რომ ის სთეიბლკოინ USDC-ს მხარდაჭერას უზრუნველყოფს. Coinbase-ის ყველა მომხმარებელი USDC-ით ოფიციალურ ვებ-საიტზე შეძლებს ვაჭრობას.

ბირჟები
19652018-11-09

Huobi-მ დაანონსა რუსეთის ფილიალის გახსნის თარიღი

7-8 ნოემბერს, სანქტ-პეტერბურგში გამართულ კონფერენციაზე, "Blockchain Life" Huobi Russia-ს მმართველმა სერგეი გრაჩევმა და Huobi Global-ის დირექტორმა ედვარდ ჩენმა განაცხადეს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ მსხვილი კრიპტოვალუტური პლატფორმა Huobi, 12 ნოემბერს რუსეთში თავის ოფისს გახსნის.

ბირჟები

უკანასკნელი სტატიები კატეგორიიდან ბირჟები

ახალი ვიდეო ჩვენს არხზე

რედაქციის არჩევა

64392018-11-05

ხარები, დათვები და სხვა საბირჟო ფაუნის წარმომადგენლები

ეს პუბლიკაცია საბირჟო ვაჭრობის ახალბედებისთვის არის გათვალისწინებული და ბირჟაზე მიღებულ საერთო საბაზისო ცნობებს ეხება. თუ თქვენ ტრეიდერიხართ, რომელმაც ერთი გარიგება მაინც განახორციელა, თქვენთვის ყველა ჩამოთვლილი ტერმინი ნაცნობი იქნება.

სწავლება
43242018-11-12

ქართული კრიპტოსამზარეულო. აირჩიეთ კერძი

ის ფაქტი, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური ქვეყანაა, სადაც ბიზნესის კეთებისთვის კომფორტული და ხელსაყრელი გარემოა, საიდუმლოს არავისთვის აღარ წარმოადგენს. ასეთ წარმატებას საქართველომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია, რომლებსაც ქვეყნის სხვადასხვა მმართველები ატარებდნენ, რათა არსებული მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. თუ რა მდგომარეობაა საქართველოში კრიპტოვალუტის ბიზნესის სფეროში ვეცდებით ჩვენს დღევანდელ მასალაში გამოვიკვლიოთ.

სამართალი, მაინინგი, რეგულატორები
33782018-10-18

ბიტკოინი - ეს ჰოლანდიური ტიტებია! თუ არა?

როგორც წესი კრიპტოვალუტის ბევრ ჰაიტერს ბიტკოინი საწინააღმდეგო არგუმენტის სახით „ჰოლანდიური ტიტების“ ანალოგიის მოყვანა უყვარს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ვერც ამ მოვლენებს შორის არსებული მსგავსების, და ვერც თავად ტერმინის „ჰოლანდიური ტიტები“ - ახსნა შეუძლიად. შევეცადოთ დაწვრილებით განვიხილოთ ეს საკითხი და ამ ორ ფენომენს შორის არსებულ მსგავსებებს მივაკვლიოთ.

ეს საინტერესოა
33582018-12-14

შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?

კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.

მაინინგი
32822018-10-20

ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?

ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.

Blockchain