ცოტა ხნის წინ ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია Quantfury-მა კრიპტოვალუტის მფლობელებისთვის მისი გირაოდ გამოყენების და ბაზრებზე ფიატით, საკომისიოების და მოსაკრებლების გარეშე, ვაჭრობის საშუალების მიმცემი ახალი დანართის გამოშვებაზე განცხადება გააკეთა.
Quantfury-ს წარმომადგენლების თქმით, სერვისი 750-ზე მეტი საშუალო და მსხვილი კაპიტალიზაციის მქონე აქციებზე, რომლებიც კოტრდება აშშ-სა და ევროპის უმსხვილეს ბირჟებზე, 8 უმსხვილეს კრიპტოვალუტურ წყვილებთან, ფიატური ვალუტის 14 სავაჭრო წყვილთან და ასევე, ნედლეულით ვაჭრობაზე - ნავთობის, ოქროს და ვერცხლის ჩათვლით, წვდომას ხსნის.
დეველოპერები აცხადებენ, რომ დანართის ინსტალაციის და პარამეტრების დაყენების პროცესი იმდენად გაამარტივეს, რომ მომხმარებელს სერვისით სარგებლობა 2 წუთში შეეძლება. დანართები უკვე ხელმისაწვდომია ჩამოტვირთვისთვის. როცა მომხმარებელს გირაო კრიპტოვალუტით შეაქვს, Quantfury-ი მას გირაოზე 20-ჯერ მეტ თანხას ფიატში სთავაზობს.
ამ დროისთვის, კომპანია გირაოს Bitcoin-ში, Ethereum-ში, Tether-ში იღებს, ხოლო 2019 წლის იანვრისთვის ამ სიის გაფართოვებას აპირებს.
კომპანიის წარმომადგენლები ასევე იმასაც აცხადებდნენ, რომ კრიპტოვალუტური ბაზრის ცოტახნისწინანდელი ჩამონგრევა იმასთან არის დაკავშირებული, რომ ბევრი სტარტაპი ბლოკჩეინის ტექნოლოგიას უაზროდ იყენებს, რეალური გეგმის არარსებობის პირობებში. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათი პროდუქტი სრულიად განსხვავებულია.
მასალების მიხედვით cointelegraph.com