ფინანსური სარეიტინგო სააგენტომ Weiss Ratings-მა თავის ბოლო ანგარიშში 4 ტოკენი გამოყო და შეფასება „D“ (დაბალი) ან უფრო დაბალი მიუჩინა. სულ 111 კრიპტოვალუტა შეფასდა, ხოლო 48 მათგანმა დაბალი რეიტინგი დაიმსახურა.
Weiss Ratings კრიპტოაქტივებს შეისწავლის და მათ რეიტინგებს ადგენს. სააგენტოს მიაჩნია, რომ ისინი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებენ. Weiss Ratings-ში პროექტებსობიექტურად აფასებენ და განსაზღვრავენ, თუ რომელს აქვს სამომავლო პერსპექტივა და რომელი მათგანი მალევე გაქრება.
Aurora Chain (AOA)
Weiss Ratings: D
კონსენსუსის ალგორითმები არ არის ორიგინალაური, ხოლო white paper-ის საკვანძო მომენტები „ვიკიპედიიდან“ არის დაკოპირებული. პროექტის არც პროგრამისტები და არც დეველოპერები სახელის იდენტიფიკაციას არ ახდენენ. ღია საწყისი კოდი არ ფიქსირდება, ვაჭრობის მოცულობა - დაბალი. ფაქტიურად, მონეტა მხოლოდ ერთ პლატფორმაზე ვაჭრობს.
Bitcoin Diamond (BCD)
Weiss Ratings: D
დეველოპერებმა ოდნავ შეცვლილი Bitcoin-ის ღია საწყისი კოდი ატვირთეს და განაცხადეს, რომ მათი „უნიკალური ალგორითმი“ თითქოსდა მსხვილ მაინინგურ კომპანიებს მონოპოლიის შენარჩუნებასა და სპეციალიზირებული აღჭურვილობის შექმნაში უშლიან ხელს. სინამდვილეში, ეს მხოლოდ არარეალიზირებული დაპირებებია და Bitcoin Diamond-ი ორიგინალი Bitcoin-ის ყველა ტექნოლოგიური წუნის მატარებელია. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ Bitcoin Diamond-ი Lightning -ის ქსელის შეზღუდული მხარდაჭერით სარგებლობს, ორიგინალი Bitcoin-ი კი მას ტრანზაქციების დამუშავების დასაჩქარებლად იყენებს.
Credits (CS)
Weiss Ratings: D
მესმე თაობის პლატფორმების უმეტესი ნაწილი (მაგალითად EOS ან Cardano) Credits-ის ალგორითმის კონსენსუსს იყენებს. ასე რომ მის უნიკალურობაზე საუბარიც კი არ არის. გარდა ამისა, ზოგიერთი „ეთერიუმის მკვლელების“ მსგავსად, ქსელის გამტარიანობა, პრაქტიკით არ დასტურდება რომელის შესახებ მან განაცხადა - მილიონი ტრანზაქცია/წამში. გარდა ამისა, ჰეშირების ალგორითმის MD5 გამოყენება დეველოპერების პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებს, რადგან აღნიშნული ჰეშირების გამოუსადეგარობა ერთხმად იყო აღიარებული.
Mixin (XIN)
Weiss Ratings: E
გუნდი, რომელიც Mixin-ს წარმოადგენს, დეცენტრალიზებული პალატფორმების მშენებლობას გეგმავს, სადაც ყველანაირი კრიპტოაქტივით ვაჭრობის საშუალება მოგვეცემა. პლატფორმაში ყველაზე თანამედროვე, კიბერ-შეტევებისგან დაცული ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული, რაც უსაფრთხოების და უსაზღვრო მასშტაბურობის გარანტიას მოგცემთ.
თუმცა არსებობს ეჭვი, რომ დეველოპერების LinkedIn-პროფილები შესაძლოა ყალბი იყოს და მათ Reddit გვერდს მხოლოდ რამოდენიმე მიმდევარი შემორჩა.
DApp-ი, რომელიც Mixin-ის ქსელს უნდა დაუკავშირდეს - არ მუშაობს. Mixin-ის white paper-ში არ არის გაწერილი, თუ რა სისტემით იმუშავებს აქამდე არნახული უნივერსალური გადაწყვეტილება. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში მინიმალური მონაწილეობით, არაფუნქციალური აპლიკაციით და პროგრამული ანალიზის არ არსებობით - რთულია ამ დაპირების შესრულება. ერთადერთი, რაც მათ რეალურად აქვთ - მონეტა XIN-ია, რომელსაც ვაჭრობის მიზერული მოცულობა აქვს.
Weiss Ratings-ის ექსპერტების აზრით ზემოთ ჩამოთვლილ ტოკენებში ინვესტიცია რისკებთან არის დაკავშირებული.
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Private-მა საკუთარ ტოკენზე მოთხოვნა ფარულად გაზარდა
Coinmetrics-ის კრიპტოვალუტური ანალიტიკოსების დასკვნა აჩვენებს, რომ Bitcoin Private-ს 2 მილიონი ტოკენი ფარულად იყო ემიტირებული და BTCP-ს ეკრანიზირებულ პულში იყო გადამისამართებული. Bitcoin Private-ს გუნდმა არამხოლოდ მოუმატა ოფიციალურ whitepaper-ში განცხადებული მონეტების რაოდენობას, არამედ საკმაოდ დიდი სარგებელიც მიიღო.
დენ ლარიმერის ტოკენის ახალი კონცეპცია
დანიელ ლიმერი Blockchain-ისა და EOS Block.One-ს ტექნიკური დირექტორია, ცნობილია როგორც პროექტიდან პროექტებზე გადასვლის ფაქტებით, ახალი მონეტის შექმნითაც კი, როდესაც წინა მონეტა წარუმატებელი აღმოჩნდა