თუ საშუალო ფასების დონეზე დილანდელი მაქსიმუმის კლებას მხარდაჭერა არ შეხვდება, უკუქცევა საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს.
BCH/USD
გასულ კვირას Bitcoin Cash ABC-მა წერილზე 239.00 USD კვირის მაქსიმუმს მიაღწია, გუშინ კი BCH-ის ფასი 150.00 USD-იან მხარდაჭერას ამოწმებდა. თუმცა, ამგვარი შემცირება Bitcoin Cash ABC-ს არ მისცემს 3,1 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის ყველაზე კაპიტალიზირებული კრიპტოვალუტების ათეულში დარჩენის საშუალებას. გუშინდელი კონსოლიდაცია 150.00 USD-იან დონეზე 200.00 USD-იანი წინააღმდეგობის რეტესტის იმედს იძლევა. თუმცა კვირის დასაწყისიდან მოყოლებული შესყიდვების მოცულბამ საგრძნობლად იკლო. ბაზრის დაბალმა აქტიურობამ შეიძლება 150.00 USD დონეზე მხარდაჭერის გარღვევა და 120.00 USD-მდე შემცირება გამოიწვიოს. გუშინ Bitcoin Cash SV-ის ფასი 100.00 USD-ის ფსიქოლოგიურ ნიშნულამდე დაეცა და 90.00 USD ნიშნულზე მოახდინა კონსოლიდაცია. ეს უმსხვილესი კაპიტალიზირებული კრიპტოვალუტების სიაში მხოლოდ მე-9-ე პოზიციის დაკავების შესაძლებლობას იძლევა.
დღეს დილით ასდოლარიანი საზღვრის გატესტვის მცდელობა იყო, მაგრამ საშუალო მცოცავ EMA55-მა Bitcoin Cash SV-ს საშუალო ფასების დონის გაცდენის საშუალება არ მისცა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უახლოეს პერიოდში Bitcoin Cash SV-ს ფასი ქვევით, 72.00 USD მხარდაჭერისკენ, დაეშვება.
EOS/USD
EOS CoinMarketCap-ის რეიტინგში მეხუთე ადგილს ინარჩუნებს. მისი კაპიტალიზაციის მოცულობა, ისევე როგორც Stellar Lumen, დაახლოებით $2.3 მილიარდს შეადგენს. ამაღამ ყვითელი მართკუთხედის ზედა საზღვარი EOS-ის მზარდი ფასი გვერდითი დიაპაზონის მიდამოებში მოაბრუნა. ჩვენი ვარაუდით, ამაღამ ყვითელი დიაპაზონის ქვედა საზღვრის რე-ტესტი 2.40 USD მიდამოებში. სავსებით შესაძლებელია.
XLM/USD
Stellar Lumen-ის ფასი გუშინ საშუალო ფასების მიდამოებში კონსოლიდირდა. ღამე საშუალოს ზევით ფასის ზრდა დაბალ მოცულობაზე შეიმჩნეოდა. მალე ფასი კლებისკენ მობრუნდა და ბაზრის ასეთი დაბალი აქტივობის პირობებში, 0.111 USD მხარდაჭერისკენ დაგორდა.
LTC/USD
ამაღამ Litecoin-ის ფასის მაქსიმუმი, მოცულობის კლების პირობებში, 32.00 USD შემოიფარგლა. დღეს დილით, ფასი საშუალო ფასებისკენ მობრუნდა და 30.00 USD მხარდაჭერა მალევე გატესტა. თუ წყვილი ამ საკვანძო მხარდაჭერის დონესთან კონსოლიდირებას ვერ შეძლებს, ფასი, შესაძლოა, ფიბონაჩის ნულოვანი დონის 26.31 USD-მდე დაეშვას.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 03.12.2018-სთვის
ტრადიციულად შაბათ-კვირას ბაზარი განსაკუთრებულ აქტივობას არ იჩენდა და პროგნოზირებად გვერდულ დიაპაზონში იმყოფებოდა. დინამიკა უახლოეს მომავალში შენარჩუნდება.
ADA-ს და XMR-ს ანალიზი 22.11.2018-სთვის
ფასის ვარდნა გრძელდება, ალტკოინების უმეტესობის საფასური საკვანძო მხარდაჭერების დონეების ქვემოთ დაეცა. XRM $80 დოლარის ქვემოთ ვაჭრობს