წლის ბოლოს ინფორმაციისა და მრეწველობის განვითარების ჩინურმა ცენტრმა (CCID) ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შეფასების ინდექსის მორიგი გლობალური საჯარო რეიტინგი (GPBTAI) გამოაქვეყნა. ეს კრიპტოვალუტური პროექტების უკვე რიგით მერვე რეიტინგია.
ტრადიციულად, სიის ზედა სტრიქონში განთავსებული EOS-ი ტექნოლოგიის და ინოვაციების სფეროში 156 ქულით მოწინავე პოზიციას იკავებს. დიდად მას არც Ethereum-ი ჩამორჩება, რომელიც გამოყენების და ინოვაციების სფეროში ტრადიციულად მეორე პოზიციას იკავებს. ბრინჯაოს პოზიციაზე BitShares-მა GXchain-ი ჩაანაცვლა, რომელმაც სიის მერვე პოზიციაზე გადაინაცვლა.
Komodo, Ontology, NULS, Nebulas, NEO და Steem პირველ ათეულში შეძლეს პოზიციების შენარჩუნება. Ripple-ი კი, რომელიც გასულ თვეს ტოპ ათეულს ხურავდა, ამჯერად 19-ე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. საკუთარი პოზიციების შენარჩუნება ვერც Bitcoin-მა შეძლო და დაკავებული 13-ე ადგილიდან 18-ზე ჩამოვიდა.
ბოლო ხუთი პოზიციის მფლობელი ამ თვეში არ შეცვლილა - Bitcoin Cach, Bytecoin, Litecoin, NEM, Decred.
კვლევის თანახმად, შეფასების ყველა სფეროში ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ვერც ერთმა კრიპტოვალუტამ ვერ შეძლო. ყოველ მათგანს საკუთარი უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს. ყოველივე ეს დაგროვილი ქულების ფონზე მოცემულ ცხრილში ნათლად არის ასახული.
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin SV დღეში 5 მილიარდი მომხმარებლის მომსახურებას გვპირდება
პროექტის წამყვანი ინჟინრის მოსაზრების თანახმად, Bitcoin SV-ს მასშტაბურობა გარანტიას გვაძლევს, რომ მალე იგი ყოველდღიურად მილიარდ ადამიანს მოემსახურება.
Stellar Activity - ღია სკამ_ია
Stellar Guard-მა გადაწყვიტა პუბლიკაციების სერიის გამოქვეყნება, რომლებშიც თაღლითურ სქემებს გამოააშკარავებს. პირველი ასეთი მასალა Stellar Activity-ს ჰარდფორკს ეხება, რომელიც 9 დეკემბერს იყო დაგეგმილი და რომელიც მორიგჯერ გადაიდო.
