დანიელ ლიმერი Blockchain-ისა და EOS Block.One-ს ტექნიკური დირექტორია, ცნობილია როგორც პროექტიდან პროექტებზე გადასვლის ფაქტებით, ახალი მონეტის შექმნითაც კი, როდესაც წინა მონეტა წარუმატებელი აღმოჩნდა
კრიპტობაზრისთვის „მაღალტექნოლოგიური“ პროდუქტის შექმნის გეგმის თაობაზე, დენიელმა მომხმარებლებს Telegram-ის საშუალებით გუშინ საღამოს ამცნო. პოსტის თანახმად, იგი აბსოლუტურად ახალი პროდუქტის შექმნას აპირებს:
ჰიპოტეტურად ტოკენი შეუცვლელი და არაპროგრამირებადი.
ახალ პროდუქტს ლარიმერმა საკმაოდ უცნარი სახელი მოუფიქრა - MonerEOS, ტოკენების Monero (XMR) და EOS-ის ჰიბრიდი.
ლარიმერს MonerEOS-ის შექმნის იდეა უსაფრთხოებასა და მასშტაბურობის შორის კრიპტოვალუტურ კომპრომისებზე ფიქრის დროს მოუვიდა.
ახალი პროექტის მახასიათებლები ჯერ ძალიან ბუნდოვანია. ლარიმერი აცხადებს, რომ ახალ ქსელს შესაძლებლობა ექნება წამში 10 მილიონზე მეტი ტრანზაქცია დაამუშავოს და ამასთანავე უარს იტყვის DPoS-ის (Delegated proof-of-stake) გამოყენებაზე, რომელიც თავის დროზე თვით ლარიმერმა შექმნა. გარდა ამისა, დაგეგმილია სმარტ-კონტრაქტებზე და კენჭის ყრაზე უარის თქმა, ხოლო ყველა მომხმარებელი სრულფასოვან ნოდად იქცევა.
„სუფთა ვალუტა“, რომელსაც შემქმნელი გვთავაზობს, ისეთ სერიოზულ აპლიკაციას წარმოადგენს, რომელიც ფაქტიურ დეცენტრალიზებაზე და რეალურ უცვლელობაზე არის დამოკიდებული. რეალური დეცენტრალიზაციაა ის რაც რეალურ კრიპტოვალუტას, ისეთს როგორიც ბიტკოინია, ინტერნეტში გავრცელებულ მორიგი ნაგვისაგან განანსხვავებს. ამიტომ, ჩვენ ყველა საბაბი გვაქვს ლარიმერის MonerEOS-ში ეჭვი შეგვეპაროს.
რასაკვირველია, კრიპტოსაზოგადოებამ საკმაოდ ცივად მიიღო ახალ ტოკენზე ინფორმაცია. საპასუხო პოსტები, ძირითადად ავტორის რეპუტაციას ეხებოდნენ და მისი მხრიდან პროექტის მიტოვებასა და ახალ იდეაზე გადართვაზე მიუნიშნებდნენ.
ამას ლარიმერის პოსტიც დაერთო, რომელშიც წერს, რომ EOS-ის მიტოვებას არ გეგმავს და ახალი პროექტი, შესაძლოა, საერთოდ არ განხორციელდეს, რადგან დიდ დროსა და რესურსებს მოითხოვს.
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash-ის ჰარდფორკი?
Bitcoin Cash-ის ჰარდფორკის ჩატარების შესაძლებობა სულ უფრო და უფრო რეალური ხდება, 15 ნოემბრისთვის დეველოპერებმა “წინასწარი კონსენსუსის” პროტოკოლის ჩამოყალიბება დაგეგმეს.
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen-ისა და Litecoin-ის ანალიზი 31.10.2018-სთვის
ვაჭრობის დაბალი მოცულობისას წყვილების დინამიკა ვიწრო გვერდულაში კონსოლიდირებას გამოიწვევს. ბაზრის გამოცოცხლების შემთხვევაში დაკლება შესაძლოა აღდგეს.