წინა კვირას უცნობმა მომხმარებელმა ერთი მისამართიდან 24 საათის განმავლობაში 35 მილიონი ტოკენი Litecoin-ის გადარიცხა, რაც მონეტების საერთო კაპიტალიზაციის 60 პროცენტს შეადგენს. თუმცა, კრიპტოპლატფორმაზე ვაჭრობა ამ ტრანზაქციასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს ბირჟის გარე გარიგებას უფრო ჰგავს.
პირველად კომპანია Litecoin.com-მა ნიუსი ტვიტერში 3 დეკემბერს გამოაქვეყნა და შემდეგ, პოსტი Litecoin-ის შემქმნელმა ჩარლი ლიმ გააზიარა.
„ახალმა Litecoin-ვეშაპმა $1,1. მილიარდის ღირებულების ტრანზაქცია განახორციელა“.
ამ სახსრებით Litecoin-ის 100 ყველაზე მდიდარ საფულეს 40 ახალი საფულე დაემატა. თვითოეულ საფულეზე დაახლოებით 300 000 Litecoin-ი დევს.
ეს ტრანზაქცია ყველაზე მსხვილია თებერვლის შემდეგ, როდესაც თითქმის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა იყო გადაადგილებული.
მას შემდეგ ქსელის 24-საათიანი ბრუნვა, ფასების შემცირების მიუხედავად, ყოველ დღე დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა, რაც, შესაძლოა, რომელიმე აქტიურ საქმიანიბაზე მიუთითებდა, რომელიც მონეტების გამოყენების სტიმულაციას ახდენდა.ეს ეს საქმიანობა კი შეიძლებოდა Litecoin-ის მიღებით იყო გამოწვეული და არა მისი ფასის სპეკულაციით.
არავინ იცის ვინაა, ეს ვეშაპი, მაგრამ მაინც ღირს შეხსენებად, რომ მას ახლა ყველა მონეტის 15% ეკუთვნის. ამას შეეძლო გაყიდვების ზეწოლის შემცირება, რომელიც Litecoin-ზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს.
მასალების მიხედვით cryptodaily.co.uk
ასევე წაიკითხეთ
Tether-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ეცემა
Tether (USDT) - მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და სტაბილური მონატა, დოლართან მიმართებაში პოზიციები დათმო. მან 18 თვის მანძილზე ვაჭრობის მინიმალური მაჩვენებელი დააფიქსირდა და ვაჭრობის მოცულობა ორჯერ შეამცირა.
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen და Litecoin ანალიზი 21.12.2018-სთვის
კვირის ახალი მაქსიმუმების განახლება შემცირებად მოცულობებზე მიმდინარეობდა, ამიტომ საკვანძო მხარდაჭერების დონეზე კონსოლიდაციის დიდი ალბათობა არსებობს.