თავდაპირველად, ნოემბრის დასაწყისში, Bitcoin Cash (BCH)-ის ფასი იზრდებოდა. ინვესტორები მოსალოდნელი ფორკის დაწყებამდე აქტივებს აგროვებდნენ, რადგან გაყოფის შემდეგ მათ ახალი კრიპტოვალუტა BSV გადაეცემოდათ საჩუქრად. მაშ რატომ დაეცა ფასი 81%-ით ?
ჰარდ ფორკის შემდეგ, რომელსაც BCH და BSV გუნდების სერიოზული კონფლიქტი მოჰყვა. ხოლო ბანაკი, რომელსაც კრეიგ სტივენ რაითი და მილიარდერი კელვინ ეირი ხელმძღვანელობენ, დღემდე აგრძელებს Bitcoin Cash-ის მიმართ მუქარის შემცველ განცხადებების გაკეთებას. კერძოდ, გაისმა Bitcoin Cash-ის 51% ქსელზე შეტევების განხორციელების და სპამ-ტრანზაქციების მეშვეობით ბლოკჩეინის გაყინვის მუქარა.
მიუხედავად იმისა, რომ „დანაპირები“ არ შესრულდა, ბევრი ინვესტორი BCH და BSV-ს საიმედოობაში დაეჭვდა.
მაგალითად, ამერიკული ბირჟა Kraken-ის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ SV-ს გუნდის მიერ პროვოცირებული შეტევების გამო, BSV-ს თავიანთ პლატფორმაზე ინტეგრირებისაგან თავს შეიკავებენ. რომელიმე მოწინააღმდეგე ეკოსისტემაზე მუდმივად განხორციელებულმა შეტევებმა, დესტაბილიზაცია გამოიწვიეს, რამაც BCH-ის ფასის 81.6% ვარდნა გამოიწვია.
რა მოელის Bitcoin Cash-ს?
ცნობილი ტექნიკური ანალიტიკოსის პიტერ ბრანდტის თქმით, ტექნიკური ინდიკატორები საკმაოდ ნეგატიურ სურათს ასახავენ. მან განაცხადა:
„BCH-ის გრაფიკის შემხედვარე ადვილია დაიჯერო, რომ,საბოლოო ჯამში, ყველა მონეტა გაუფასურდება“.
მასალების მიხედვით www.ccn.com
ასევე წაიკითხეთ
წინასაახალწლო კრიპტოვალუტური რეიტინგი ჩინეთიდან
წლის ბოლოს ინფორმაციისა და მრეწველობის განვითარების ჩინურმა ცენტრმა (CCID) ბლოკჩეინ ტექნოლოგიის შეფასების ინდექსის მორიგი გლობალური საჯარო რეიტინგი (GPBTAI) გამოაქვეყნა. ეს კრიპტოვალუტური პროექტების უკვე რიგით მერვე რეიტინგია.
კრიპტოაქტივების მხოლოდ 16 %-ია რეალურად დეცენტრალიზებული
საერთო ჯამში კრიპტოვალუტის არსი, მთლიანი სისტემის დეცენტრალიზებულობაში მდგომარეობს. შესაბამისად, რომელიმე ცალკეული წერტილიდან მის გამართულ მუშაობაში რაიმე ცვლილებების შეტანა შეუძლებელია. თუმცა, ბლოკჩეინ კომპანია CryptoCompare-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, დღეისთვის ეკოსისტემაში არსებულ აქტივების უმეტესობას მსხვილი მოთამაშეები მართავენ.
