იმპულსური მოძრაობის არქონა არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ ფასის კლების პროგნოზის გაკეთება შეგვიძლია
BCH/USD
გუშინ Bicoin Cash-ის ფასი ქვედა ყვითელი გვერდულის საზვრისკენ იკლებდა და დღის ბოლოსკენ ფასმა მისი მხარდაჭერა გაჭყლიტა. დღეს ღამით ფასი აღდგა გვერდულის საზღვრებში და უკვე დიდი ხანია ბალანსირებს მის ქვედა საზღვართან. ფასის ვარდნის პროგნოზი ჯერ კიდევ აქტუალურია, მაგრამ სიფრთხილის ნიშანს მისი გლუვი მოძრაობის დინამიკა გვაძლევს. ამის გამო არ შეგვიძლია დასკვნის გამოტანა მისი დასკვნითი კონსოლიდაციის სტადიის თაობაზე.
EOS/USD
გუშინ საღამოს EOS-მა გაარღქვია ფიბონაჩის ნულოვანი დონე (5.509USD) და დაამყარა ახალი ლოკალური მინიმუმი 5.385USD. ღამის განმავლობაში წყვილი ცოტა ოდენ აღდგა, მაგრამ ახლა მდორე კლება მიმდინარეობს. ასეთი კლების დინამიკით ფასი მიხოხდება ხუთ დოლარიან საზღვართან მხოლოდ თვის ბოლოსკენ. ამიტომ, თუ არ იქნება იმპულსური მოძრაობა, წყვილი განაგრძობს ქანქარს გვერდულში ნულოვან ფიბოსა (5.509USD) და მძლავრი მხარდაჭერის (5.00USD) დონეს შორის.
XLM/USD
Stellar Lumen გუშინ მთელი დღის განმავლობაში იკლებდა, სანამ არ გახვრიტა ზედა იასამნისფერი დერეფნის საზღვარი. ღამე წყვილმა მოახერხა დერეფნიდან გამოღწევა, მაგრამ ეტყობა, რომ ფასის მდორე შემცირებას შეუძლია ფასები დააბრუნოს იასამნისფერ დიაპაზონში, თუ ზედა საზღვარი XLM-ს მხარს არ დაუჭერს. რვასაათიან გრაფიკზე ჩვენ სტოჰასტიკის ფასის კლების სიგნალს ვხედდავთ, ამიტომ ვვარაუდობთ, რომ უმოკლეს დროში მხარდაჭერა მაინც გადაილახება.
LTC/USD
გუშინ, რე-ტესტის შემდგომ წითელი დერეფნის ზედა საზღვრის დაუნ-ტრენდი, Litecoin-ის ფასმა გაარღვია 23.6% -ს (52.32USD) მხარდაჭერა და დაიწყო ამ დერეფნის საზღვრებში ფრთხილი კლება. ვინაიდან კლებას არ გააჩნია იმპულსური ხასიათი, შესაძლებელია, რომ წყვილმა შეძლოს გვერდითა დიაპაზონში აღიდგინოს თავი. თუმცა ტექნიკური ინდიკატორები გვანიშნებენ კლების გაგრძელებაზე, მაგრამ ჯერ არ არის ნათელი - იქნება თუ არა კლება მდორე თუ, დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, ჩვენ დათვური იმპულსის მომსქრებნი გავხდებით.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, ETH/USD, XRP/USD ანალიზი 15.11.2018-სთვის
გუშინდელი ფასების დაცემას რაიმე ფუნდამენტალურ მოვლენას ვერ დავაკავშირებთ, რომელსაც კაპიტალიზაცია $210 მილიარდიდან $182-მდე შეამცირებდა.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 08.12.2018
გუშინდელი მინიმუმის შემდეგ, ბაზარმა საკმაოდ შედეგიანი აღდგენა დაიწყო, მაგრამ გაგრძელდება თუ არა კორექცია უქმეებზე?