კრიპტობაზრის კონსოლიდაციის დიაპაზონის შევიწროვება გრძელდება. როდის შეიძლება გარღვევას ველოდოთ?
BTC/USD
გუშინ BTC-ს ფასის კონსოლიდაცია იმდენად შევიწროვდა, რომ წყვილმა ვერც კი შეძლო შეემოწმებინა 6427.16USD-ს წინააღმდეგობია. მიუხედავათ ხუთპროცენტიანი აზიის ბაზრის ვარდნისა, კრიპტობაზარის დინამიკა ჯერ კიდევ სუსტად შეინიშნება და რჩება ფლეტში. ამ ორი ბაზრის ძლიერი კორელაცია 11 ოქტომბერს იყო შემჩნეული, როდესაც ამერიკულ საფონდო ბაზრობაზე ვარდნას მოჰყვა ევროპულისა და აზიური საფონდო ბაზრობების ვარდნა, რამაც კრიპტობაზარზე ფასების კლება გამოიწვია.
თუმცა, ამ მომენტისთვის, არ შეიძლება ზერელად უყურო, როგორც ზამბარა, შეკუმშულ ფასის რხევის ამპლიტუდას. ასეთ ვიწრო დიაპაზონში ფასი დიდხანს ვერ გასტანს და ძალიან მალე "ზამბარა" გათავისუფლდება. მაშინ ბაზრის კონსოლიდაცია გახდება საკმაოდ არასტაბილური. ეს შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს, დღესაც კი. მაგრამ, თუ ვცდით დავაზუსტოდ კონსოლიდაციის დამთავრების პერიოდი, კვირის გრაფიკიდან გმაომდინარე, და ვივარაუდოთ, რომ დღეს ფლეტი გაგრძელდება, მაშინ უქმეებზე მცირე მოცულობის ვაჭრობებიდან გამომდინარე, ხელს ვერ შეუწყობს მაღალ მერყეობას. ვვარაუდობთ, რომ შემდეგი კვირის დასაწყისში მოსალოდნელია ფასის რაიმე სახის ცვლის დინამიკა.
ETH/USD
Ethereum-ის კონსოლიდაცია გუშინ გაგრძელდა. წყვილმა უფრო მეტად შეკუმშა გვერდულა დიაპაზონი და 200.00USD-ის წინააღმდეგობის ქვეშ წვრილ ხაზად გაიწელა. თუ დღესETH-ის ფასი, მთელი დღე ფლეტში გაატარებს, მეტად სავარაუდოა, რომ უქმეებიც სიმშვიდით ჩაივლის, ხოლო შემდეგი კვირიდან არასტაბილურობა შეიძლება გაიზარდოს.
XRP/USD
RIpple გუშინ გვერდულა დიაპაზონის ქვედა საზღვარისკენ 0.440USD იკლებდა, მაგრამ ფიბონაჩის ნულოვანმა დონემ (0.450USD) შეზღუდა დაკლება და ფასის კონსოლიდაცია მიმდინარეობდა მეტად ვიწრო დიაპაზონში, 0%-ანი ფიბოს მხარდაჭერის გამოყენებით.
შესაძლებელია, რომ დღეს კონსოლიდაცია ამ დიაპაზონში ჯერ კიდევ გაგრძელდება, მაგრამ შემდეგი კვირის დასაწყისში იმპულსური ხასიათის მოძრაობას შეიძლება ველოდოთ.
*ყველა ფასის მოცემულობა BitStamp ბირჟის მიხედვით არის მოყვანილი
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 17.12.2018-სთვის
გასულ კვირა დღეს დათვური ზეწოლა შესამჩნევად შემცირდა. თუმცა, ახლომდებარე წინააღმდეგობის დონეების გადალახვა ჯერ ვერ მოხერხდა. იქნება თუ არა დღეს ბაზრის აღდგენის ახალი მცდელობები წარმატებული?
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, ETH/USD, XRP/USD ანალიზი 15.11.2018-სთვის
გუშინდელი ფასების დაცემას რაიმე ფუნდამენტალურ მოვლენას ვერ დავაკავშირებთ, რომელსაც კაპიტალიზაცია $210 მილიარდიდან $182-მდე შეამცირებდა.