ბოლო დროს ბიტკოინის ფასი დასტაბილურდა. თითქმის ორი თვის განმავლობაში ციფრული ვალუტა 6500 $-იან ნიშნულზე მყარად დგას. ანალიტიკოსების აზრით, მსგავს სტაბილურობას როგორც წესი მსხვილი ცვლილებები სდევს თან. ნიშნავს თუ არა ეს, რომ წინასაახალწლოდ ახალ რბოლას უნდა ველოდოთ? ამის გარკვევისთვის კვლევითი სამუშაოების ავტორმა გრეგ ჯორდანომ სამ ეკონომიკურ მოდელზე ექსპერიმენტები ჩაატარა - ჰეისის მოდელზე, უიტლის მოდელზე და ბაზრის მოდელზე.
ჰეისის მოდელის თანახმად, ბიტკოინის ღირებულება 12,629,15 $ უნდა შეადგენდეს, რაც ამჟამინდელ მნიშვნელობაზე თითქმის ორჯერ მეტია. როგორც მოსალოდნელი იყო ეს ოპტიმისტური პროგნოზია, ვინაიდან ჰეისის მოდელი ბიტკოინის მოთხოვნაზე ფოკუსირდება, რომელიც ნელ-ნელა იზრდება.
უიტლის მოდელის თანახმად კი ბიტკოინის ფასი 816,91 $-ს უნდა შეადგენდეს. ამ შემთხვევაში ეს მეტისმეტად დათვური პროგნოზია. მოდელი, ბიტკოინის სიმარტივეზე ფოკუსირდება, რომელიც თავისმხრივ შედარებით ნელა ზრდადი მიღების სიდიდით განისაზღვრება.
ბაზრის მოდელს თუ დავუჯერებთ - ორი წინამდებარე მოდელის კომბინაციის პირობებში - ბიტკოინის ფასმა 8,573,56 $-ი უნდა შეადგინოს, რაც რეალობისგან არც ისე შორსაა.
რას ელოდებიან საინვესტიციო ანალიტიკოსები ბიტკოინის ფასისგან?
Gath3r Web Miner-ის გენერალური დირექტორის რაგჰავა რეჯი ჯერატის თქმით, ბიტკოინის დასი ბაზრის მოდელის პროგნოზის ექვივალენტური იქნება.
ისტორიულად ნოემბერში და დეკემბრის დასაწყისში ბიტკოინის ფასი შეუჩერებლივ მაღლა იწევდა. სავარაუდოთ, წლის ბოლოსთვის ელექტრონული ვალუტის ფასი 7 500-8 500 $-ის ნიშნულში მოექცევა.
LoyalCoin-ის გეენრალური დირექტორი პატრიკ ე. პალასიოს (Patrick E. Palacio) აზრით, ბიტკოინის ფასი 7 000-7 5000 $-ის ფარგლებში იმერყევებს.
მე დაწრმუნებული ვარ, რომ უახლოეს ორიოდე კვირაში ბიტკოინის ფასი ცოტათი ზემოთ აიწევს, დაახლოებით 7 000-7 5000 $-ის ნიშნულამდე.
Investing.com-ის უფროსი ანალიტიკოსის, კლემენტ ტიბოს მტკიცებით, ფასი 6000 $-ის ნიშნულეზე გაჩერდება.
მოცემული მომენტისთვის, ცალსახაა რომ გამყიდველთა აქტივობა ფასს კლებისკენ უბიძგებს. ამავდროულად ჩემი პირადი პროგნოზებით, უკვე მიმდინარე წელიწადში ბიტკოინის ფასი შესაძლოა 6000 $-ის ნიშნულის ქვემოთ დაეცეს.
მასალების მიხედვით www.forbes.com
ასევე წაიკითხეთ
ბანკები VS კრიპტოვალუტა: რევოლუცია გადაიდო
კრიპტოენთუზიასტებსა და კრიპტოვალუტის დეველოპერებს შორის გავრცელებულია აზრი, რომ ბლოკჩეინის გამოჩენა საბანკო სისტემის საფლავის ქვად იქცევა. მართლაც ასეა? ერთია მოდური და ხმამაღალი განცხადებები, და მეორეა- მკაცრი რეალობა და საფინანსო სისტემის განვითარების ისტორია. სტატიების ჩვენს ციკლში, ჩვენ საკმაოდ დაწვრილებით განვიხილეთ ფულის (რომელსაც ახლა ფიატურ ფულს უწოდებენ) წარმოქმნის ისტორია, საბანკო სისტემის განვითარება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია- ბანკების როლი თანამედროვე მსოფლიოში.
Coincheck–დან Binance-მდე – 2018 წლის ყველაზე მსხვილი ძარცვები
განვიხილოთ ამ წლის ყველაზე ხმაურიანი ძარცვები და ჰაკერული თავდასხმები და ასევე კანონზომიერებები, რომლებიც მათ აერთიანებს.
