მაღალლიკვიდური ალტკოინების ბაზარზე ერთგვარი გამოცოცხლება შეიმჩნევა, ვაჭრობის მოცულობა საშუალოზე მაღალ დონეზე მიმდინარეობს და CoinMarketCap-ის მონეტების ტოპ-ჩამონათვალის უმეტესობა დადებით დინამიკას გვიჩვენებს.
BCH/USD
ბუშინ Bitcoin Cash-ის ვაჭრობის აქტივობა საშუალო დონეზე მიმდინარეობდა. BCH-ის ფასი საკმაოდ ფართო გვერდულში იყო შეჩერებული და 540.00 USD დონეს დაყრდნობილი. დღეს ამ დერეფანში მოძრაობა გაგრძელდება, წინააღმდეგობის ზედა საზღვარი 577.00 USD დონეზე იმყოფება. ამ დონის გარღვევის შემთხვევაში, წინააღმდეგობის შემდეგი ხაზი ფსიქოლოგიურ ნიშნულთან 600.00 USD აღმოჩნდება, თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ გარღვევის ალბათობა მციერა.
EOS/USD
EOS-ის ფასმა ფობინაჩის ნულოვანი ზღვარიდან 5.509 USD თამამი ზრდა აჩვენა და დღეს, სრულიად შესაძლებელია, რომ წყვილმა 5.700 USD დონე შეამოწმოს.. სტოჰასტიკი გადამყიდველობის ზონაში ღრმად იმყოფება და ამ მიდამოებში 5.730 USD მაქსიმუმის ჩვენების მერე, ველით დაღმასვლას.
XLM/USD
გუშინ Stellar Lumen-ის ფასმა ლოკალურ მინიმუმამდე 0.243 USD წერტილზე დაეშვა, მაგრამ დღის მეორე ნახევარში თამამი ზრდა და დიდი მოცულობაც გვაჩვენა. დღეს კვირის მაქსიმუმი 0.251 USD წერტილიში განახლდა და დღის განმავლობაში 0.260 USD წინააღმდეგობის რე-ტესტი არის მოსალოდნელი, რის შემდეგ წყვილი უკან 0.255 USD მიდამოებში დაბრუნდება.
LTC/USD
Litecoin-მა გუშინ, დღევანდელი 52.70USD წერტილში მინიმუმის შემდეგ, გვერდულში გამყარება სცადა. ამაღამ ყიდვების მოზრდილმა მოცულობამ საკვანძო წინააღმდეგობის 53.44 USD გადალახვაში დაეხმარა, რის შემდეგადაც წყვილი ცდილობდა გუშინდელი მაქსიმუმის გაემეორებას ფიბოს 38.2% წერტილში (55.64 USD). თუმცა ვაჭრობის აქტივობა ეცემა და ჩვენი აზრით, 55.00 USD მიდაომოებში მაქსიმუმის ჩვენების შემდეგ, წყვილი 53.44 USD მხარდაჭერისკენ დაღმასვლას დაიწყებს.
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash, Stellar Lumen, EOS-ისა და Litecoin-ის ანალიზი 16.11.2018
უქმეების მოახლოვებასთან ერთად, ალტკოინების ბაზარი ნელა-ნელა შემცირებისკენ წავა და გვერდულ დიაპაზონში, უახლოეს მხარდაჭერებთან კონსოლიდირდება.
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen-ისა და Litecoin-ის ანალიზი 12.11.2018-სთვის
ალტკოინების ფასი უქმეებზე გვერდულში შენარჩუნდა, დილით კი კლება დაიწყო. მხოლოდ Stellar Lumen-ი დარჩა აღმამავლობის დერეფანში. შეაკავებს თუ არა მხარდაჭერის დონე ფასების შემდგომ ვარდნას?