ალტკოინების უკუსვლის შემდეგ CoinMarketCap-ის კაპიტალიზაციის მეორე სამეულის მოძრაობა საკმაოდ ნელი და შემცირებადი მოცულობით გამოირჩევა. სავსებით მოსალოდნელია, რომ აღდგენის დინამიკა კონსოლიდაციაში მდორედ გადავიდეს.
BCH/USD
გუშინ, კვირის მაქსიმუმი 640.00USD-ზე დამყარდა. დღის ბოლოსთვის BCH-ს ფასი, რთულად შესამჩნევ 610.00 USD მხარდაჭერასთან ჩამოქვეითდა და კონსოლიდაცია სცადა. თუმცა, დღეს დილიდან დაკლება ახალი ძალებით განახლდა და 600.00USD ფსიქოლოგიური დონე გადალახა. Bitcoin Cash-ის მომდევნო დაკლება 577.00 USD მხარდაჭერამ შეაჩერა. აღდგენა შემცირებულ მოცულობაზე მიმდინარეობს და ჯერ ექვსასდოლარიან დონესაც ვერ მიაღწია. თუ მოცულობა არ გაიზრდება, ამ დონეზე კონსოლიდაციას ვიხილავთ.
EOS/USD
EOS-ის კვირის მაქსიმუმი 5.837 USD დონეზე დამყარდა. 5.660 USD მიდამოში დილას დაკლებამ განახლებული სვლა დაიწყო. დღეს EOS-ის ფასი იკლებდა, სანამ მწვანე ტრენდულ ზოლს არ მიებჯინა. ამ დონიდან დაიწყო წყვილის აღდგენა, იგი დაბალ მოცულობაზე მდორედ მიმდინარეობს და სულ მალე გვერდზე წამოწოლას აპირებს.
XLM/USD
კვირის მაქსიმუმიდან გუშინდელი შემცირებით, Stellar Lumen-ი 0.260 USD მხარდაჭერის დონეზე კონსოლიდირდა. დღეს, წყვილი ამ დონის ქვემოთ ჩავარდა და ზრდის მწვანე ტრენდული ხაზი გაარღვია. მყიდველები ფასის აფ-ტრედის მიდამოში დაბრუნებას ცდილობენ, მაგრამ ჯერ შესყიდვების მოცულობა დაბალ დონეზეა. აღმავალი ტრენდის აღდგენა კვლავ შეუძლებელია
LTC/USD
53.44USD დონის მხარდაჭერამ Litecoin-ი მაქსიმუმის სივრციდან (56.44USD) გრძელვადიანი დაქვეითება ვერ შეაჩერა. დღეს, LTC-ს ფასმა მწვანე ტრენდული ხაზის გარღვევაც კი შეძლო, 52.65 USD დონეზე ლოკალური მინიმუმი დააფიქსირა. ახლა, ფასს აღდგენის დერეფანში გადასვლა არ შეუძლია, ამიტომ აფ-ტრედის ქვედა საზღვარი, როგორც წინააღმდეგობა, ისე ფუნქციონირებს.
პირველ საათიან თაიმ ფრეიმზე ნათლად ჩანს, რომ ამ წინააღმდეგობის გადასალახად რამდენი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. თუ ბაზარი დაბალ აქტიურობას შეინარჩუნებს და მოცულობა იმავე დონეზე დარჩება, მაშინ წყვილი 53.44USD დონის გასწვრივ, გვერდული მიმართულებით გააგრძელებს მოძრაობას.
ასევე წაიკითხეთ
XMR-ისა და ADA-ს ანალიზი 08.11.2018-სთვის
გუშინდელი ზრდის გარკვეული შეზღუდვის მიუხედავად, საერთო ტრენდი ხარული რჩება და კვირის ბოლოსთვის ალტკოინების უმეტესი ნაწილის ფასი მაღალ პოზიციებზე უნდა დაიხუროს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ADA/USD ტრეიდერებს მხარდაჭერის დონეზე სტოპების დროს შეიძენენ.
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen-ისა და Litecoin-ის ანალიზი 07.11.2018-სთვის
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ალტკოინების ბაზრის მერყეობა მკვეთრად გაიზარდა. როგორ, ცვალებადობას უნდა ველოდოთ სავაჭრო დღის დასასრულამდე?