გუშინ Bitcoin-ის და Ethereum-ის ფასის დაკლება გაგრდძელდა. ტექნიკური ინდიკატორები დაღმასვლის შეჩერებაზე მიუთითებენ, თუმცა საკმარის ზრდას უქმეებზე არ ველოდებით.
BTC/USD
Bitcoin-ის ფასმა გუშინ აპ-ტრენდის დერეფნის ზედა ტრენდული ხაზის ზემოთ გამყარება ვერ შეძლო. ბაზარზე დათვურმა წნეხმა გვერდულა დიაპაზონის ქვედა იასამნისფერი საზღვარი გაარღვია. ბაზარზე ნეგატიურ ხასიათს SEC-ის მიერ რამოდენიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამო ICO-ს დახურვის შესახებ განცხადების გავრცელებას უკავშირებენ.
გარდა ამისა, SEC-მა EtherDelta (DEX) დაურეგისტრირებელი დეცენტრალიზირებული გადამცვლელის ექსპლუატაციის გამო დააჯარიმა. კიდევ, 250 ანალოგიურ საქმეს აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია განიხილავს.
Bitcoin-ის ფასის კლება იმ დრომდე გაგრძელდა, სანამ წყვილმა მწვანე დიაპაზონის ზედა საზღვრის სახით მნიშვნელოვანი მხარდაჭერას მიადგა (6330.00USD)
სპეციალისტების უმრავლესობა თვლის, რომ დათვური ბაზარი შეიძლება Bakkt-ის პლატფორმის გაშვების შემდეგაც კი შენარჩუნდეს.
ამაღამ BTC/USD-ს წყვილი 6307.00USD-ს წერტილში შემობრუნდა და დერეფნის ქვედა იასამნისფერ საზღართან აღდგენა მოახერხა. მცირე ვაჭრობის მოცულობისა და უქმეებზე ტრადიციულად დაბალი აქტიურობის გამო, ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე კვირის დასრულებამდე ფასი გაგრძელდება გვერდულა დიაპაზონის, ამ მიდამოში კონსოლიდაციას შეეცდება.
ETH/USD
გუშინ, საერთო კაპიტალიზაციის მიხედვით მეორე ადგილოსანი ციფრული აქტივის ფასიც იკლებდა და 220.00USD დონის წინააღმდეგობიდან დაშვებას აგრძელებდა. ფასების საშალო დონის მიღწევისას 206.00USD, Ethereum-ის ფასმა დღეს აღდგენის ნიშნები გამოავლინა. მაგრამ შესწყიდვების მოცულობა ძალიან დაბალია, ამიტომ შაბათის აქტიურობიდან გამომდინარე, დინამიურ ზრდას ვერ ვიმედოვნებთ. სავარაუდოდ, უქმეების ბოლომდე EMA55-ის მიდამოში კონსოლიდაცია გაგრძელდება.
XRP/USD
Ripple-ს ფასის გუშნდელი მცდელობები 0.513 USD დონეზე ასულიყო წარუმატებელი აღმოჩნდა და 0.490 USD-ს მხარდაჭერასთან ჩავარდა. თუმცა დღეს წყვილი თავიდან შეეცდება ძირითად წინააღმდეგობასთან მიახლოებას, მაგრამ მცირე ვაჭრობის პირობებში, ეს პროცესი როგორც ვიწრო გვერდულა დიაპაზონში მოკლე ამპლიტუდური მოძრაობა გამოიყურება.
მეტად მოსალოდნელია, რომ უიქენდზე არსებული გვერდული ტენდენცია შენარჩუნდება.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 18.12.2018-სთვის
კორექციის მიზნობრივი დონეები გუშინ მიღწეული იქნა და დღეს დღის განმავლობაში, ღამის მაქსიმუმებიდან უკუსვლა იგეგმება.
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen და Litecoin ანალიზი 21.12.2018-სთვის
კვირის ახალი მაქსიმუმების განახლება შემცირებად მოცულობებზე მიმდინარეობდა, ამიტომ საკვანძო მხარდაჭერების დონეზე კონსოლიდაციის დიდი ალბათობა არსებობს.