ალტკოინების ფასი უქმეებზე გვერდულში შენარჩუნდა, დილით კი კლება დაიწყო. მხოლოდ Stellar Lumen-ი დარჩა აღმამავლობის დერეფანში. შეაკავებს თუ არა მხარდაჭერის დონე ფასების შემდგომ ვარდნას?
BCH/USD
უქმეებზე BCH-ის ფასი დაღმასვლას კვირის მაქსიმუმიდან განაგრძობდა და გუშინ 540.00 USD მხარდაჭერას მიაღწია, დღეს კი, დილიდან, რე-ტესტით 500.00 USD ფსიქოლოგიური დონისკენ გაემართა. ამ დონიდან მხოლოდ მობრუნება და 520.00 USD მიდამოებში კონსოლიდაციაა შესაძლებელი.
EOS/USD
უქმეებზე EOS-ის ფასი 5.400 USD მიდამოებში ვიწრო გვერდულა დიაპაზონში იმყოფებოდა. საღამოსკენ გვერდულა დიაპაზონი გაფართოვდა და 5.300 USD მხარდაჭერას მიაღწია, ზემოდან მერყეობის ამპლიტუდას ნულოვანი დონის წინააღმდეგობის ფიბონაჩით 5.509 USD. დღეს ფასი ჩვეულ - 5.400 USD-ის მიდამოებში დაბრუნდა, სადაც გვერდულა ტრენდს აგრძელებს.
XLM/USD
CoinMarketCap-ის ტოპის ერთადერთი ალტკოინი, რომელმაც ტრენდულ ხაზში გაჩერება შეძლო - Stellar Lumen-ა. აპ-ტრენდის დერეფნის აღმართის სიუხვის მიუხედავად, XLM-მა ზრდის დინამიკა შეინარჩუნა და დღეს დილას მაქსიმუმი 0.288 USD ნიშნულზე დააფიქსირა. გამოდის, რომ, Lumen-ის ფასმა თითქმის 30% მოიმატა. დღეს ტრენდული ხაზის რე-ტესტის შემდეგ, წყვილი 0.277 USD მიდამოებში კონსოლიდირდა.
LTC/USD
შაბათ-კვირის კონსოლიდაციის თემიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთი ღამის განმავლობაში Litecoin-ის ფასი ფსიქოლოგიურ 50.00 USD მხარდაჭერამდე დაეცა. ამ დონეზე ფასის კონსოლიდაცია შესამჩნევია. დღეს 23.6% ფიბოს (52.32 USD) რე-ტესტი არის შესაძლებელი და დღის ბოლომდე, წყვილი ზედა დონეზე გამყარებას შეეცდება.
ასევე წაიკითხეთ
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS-ის და Litecoin-ის ანალიზი 20.11.2018-სთვის
დილით, ალტკოინების ფასის კლება ახალი ძალებით განახლდა. იმ აქტივებმაც კი, რომლებიც გუშინ ცდილობდნენ გვერდულში დღე გადაეგორებინათ, გახვრიტეს მხარდაჭერის დონეები და მინიმუმები განაახლეს.
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin 14.12.2018-სთვის
დათვური ზეწოლა შესაძლოა ახლი ძალით აღდგეს, რაც წლიური მინიმუმების განახლებას გამოიწვევს. მაგრამ ჯერჯერობით ბაზარი მიმდინარე ფასების დონეზე კონსოლიდირებას ცდილობს.