ფონდ Cardano-ს თავმჯდომარემ მაიკ პარსონმა, თავისი თანამდებობა მას მერე დატოვა, რაც ჩარლზ ჰოსკისონმა და გენერალურმა დირექტორმა ემურგო კენ კოდამამ, თავიანთი იმედგაცრუება გამოთქვეს, ქსელის დაბალი წარმადობისა და ძალაუფლების ცენტრალიზაციის მცდელობის შესახებ.
ADA/USD
საბჭოს თავჯდომარის თანამდებობის დატოვება ADA-ს ფასის 2% დაკლებას დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ ADA/USD-ს ფასის ასეთი მოძრაობა, ჯერ კიდევ არ გამორიცხავს ჩვენს ხარულ პროგნოზს. სავსებით შესაძლებელია, რომ სხვა აქტივების ფასის კლება, განსაკუთრებით BTC-ისა და ADA-ს ფასსაც შეეხება.
ამგვარად, კონსერვატიულ ტრეიდერებს ჩვენ ვურჩევთ დაიცადნონ მანამ, სანამ ფასი 9.5 ცენტს, ან ოქტომბრის მაქსიმუმს არ გაუტოლდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ფასი 7.5 ცენტზე ნაკლებზე დაეცემა, ზარალი 7 ცენტის ნიშნულის მხარდაჭერის ქვემოთ გამყიდველებისთვის სიგნალი იქნება, რომ სამიზნედ 6 ცენტი აიღონ.
IOT/USD
ინფორმაციის თანახმად, 2020 წლისთვის 20 მილიარდი მოწყობილობა იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული რითაც შეიქმნება იდეალური მასშტაბური და უსაფრთხო სავაჭრო პლატფორმა IOT-ი. XDK2MAM მოწყობილობებსა და სავაჭრო პლატფრომა IOT-ს შორის დამაკავშირებელი ლინკი იქნება.
ამ დროისთვის IOT/USD-ს ფასის მოძრაობა საკმაოდ სტაბილურია, წინა დღეს მან 2% -ით მოიმატა. ამიტომ ჩვენი ხარული სავაჭრო პროგნოზი ჯერ კიდევ მოქმედია, ტრეიდერებს შეუძლიათ 50 ცენტზე სტოპებით შესყიდვა გააგრძელონ.
ამავდროულად, კონსერვატიულ ტრეიდერებს შეუძლიათ თავიანთი პოზიციები გადაანაცვლონ, 60 ცენტიან ლიმიტზე.. პირვანდელი სამიზნედ 90 ცენტი იქნება, იმ დროს როდესაც 50 ცენტამდე ფასის ვარდნა, გამყიდველების პროვოცირებას გამოიწვევს და მათ ფასის ჩაგდება 30 ცენტამდე შეეძლებათ
მასალების მიხედვით newsbtc.com
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash ABC, Stellar Lumen, EOS-ისა და Litecoinის ანალიზი 19.11.2018-სთვის
გასულ უქმეებზე, კონსოლიდაციის შემდეგ, ფასის კლება განახლდა. დღეს წლიური მინიმუმების განახლებას ისევ ველოდებით
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, ETH/USD, XRP/USD ანალიზი 14.11.2018-სთვის
ბაზრის საერთო განწყობა მომდევნო მხარდაჭერის დონესთან ეტაპობრივი ფასების კლებით გამოიხატება. მათი გარღვევა, წლის მინიმუმების განახლების მიზეზი შეიძლება გახდეს.